მისამართები
ვალუტის კურსი

მოთხოვნამდე ანაბარი

გინდა თანხის დააგროვება შეზღუდვების გარეშე? მოთხოვნამდე ანაბარი სწორედ შენთვისაა!
გახსენი ანაბარი 0 ლარიდან და დაამატე თანხა, როცა გინდა
გაიტანე თანხა ნებისმიერ დროს
მიიღე სარგებელი

როგორ დააგროვო უფრო მარტივად?

იმისთვის, რომ უფრო მარტივად დააგროვო, გაიაქტიურე:
ყულაბა ბარათით შესრულებულ ყოველ გადახდაზე თანხა მოთხოვნამდე ანაბარზე ავტომატურად გადაირიცხება
ავტომატური გადარიცხვა აირჩიე სასურველი თანხა, გადარიცხვის თარიღი და თანხა სისტემატურად დაგემატება ანაბარზე

ანაბრის პირობები

თანხის ცვლილება
დამატება, კლება
ვადა
უვადო
სარგებლის დარიცხვა
ყოველთვიურად
ანაბარი, ანაბრის პირობები, საწყისი თანხა, თანხის გატანა ანაბრიდან, დანაზოგი, უფასო ანაბარი, ანაბრის დარღვევა, anabari, anabris pirobebi, ufaso anabari, anabris dargveva, sawyisi tanxa, fulis gatana anabridan
რეკომენდაციები გაეცანი შენთვის საინტერესო სხვა პროდუქტებს

ანაბრის გახსნა მობილბანკში

გახსენი მოთხოვნამდე ანაბარი მობილბანკში და დააგროვე თანხა მარტივად
დაასკანერე QR გადმოწერე მობილბანკი

ხშირად დასმული კითხვები

რა თანხა მჭირდება ანაბრის გასახსნელად?

შეგროვებადი და საბავშვო ანაბრის საწყისი თანხა 10 ერთეულია, ვადიანი ანაბრის - 500 ერთეული. მოთხოვნამდე ანაბრის გახსნა კი 0 ლარიდანაა შესაძლებელი

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ანაბრის გახსნა?

შეგროვებადი და ვადიანი ანაბრის გახსნა შეგიძლია მაქსიმუმ 24 თვის ვადით, მოთხოვნამდე ანაბარი არის უვადო, საბავშვო ანაბრის ვადაა - ბავშვის სრულწლოვანებამდე, მინიმუმ – 2, მაქსიმუმ – 18 წელი

რომელ ვალუტაში შემიძლია ანაბრის გახსნა?

დისტანციური არხებიდან შეგროვებადი ანაბრის გახსნა შეგიძლია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში

აქვს თუ არა ანაბარს საკომისიო?

მომსახურების საკომისიო აქვს მხოლოდ ისეთ მოთხოვნამდე ანაბარს, რომელიც გახსნილია ფილიალიდან - 10 ლარი ყოველწლიურად. მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან გახსნილ მოთხოვნამდე ანაბარს, ისევე როგორც სხვა ტიპის ანაბრებს, არ აქვთ საკომისიო.

როგორ გავხსნა ანაბარი?

ანაბრის გახსნა შეგიძლია ჩვენი ვებგვერდიდან, ინტერნეტ ან მობილბანკიდან და ჩვენი ფილიალებიდან.

შემიძლია თუ არა ვადაზე ადრე ანაბრის დარღვევა? როგორ?

ანაბრის ვადაზე ადრე გატანა შეგიძლია ჩვენი ფილიალებიდან ან ინტერნეტ და მობილბანკიდან ლიმიტის ფარგლებში.

დარღვევის შემთხვევაში ჩემს თანხას რამე მოაკლდება თუ არა?

ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში სრულად მიიღებ შენს თანხას

დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ხომ არ გაქვთ?

ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში ჯარიმა არ დაგერიცხება

დარღვევის შემთხვევაში სარგებელი მაინც სრულად დამერიცხება?

ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში დაგერიცხება ნაკლები სარგებელი.

რა ხდება ანაბრის ვადის გასვლის შემთხვევაში?

ვადის გასვლის შემდეგ შეგროვებადი ანაბრის ვადა გაგრძელდება იგივე პერიოდით, ვადიანი ანაბრის კი - 3 თვით. საბავშვო ანაბრის ვადის გასვლისას ანაბარის თანხა გადადის ანაბრის მომსახურე ანგარიშზე და შესაძლებელია მისი გამოყენება.

შესაძლებელია, რომ ანაბრის თანხიდან დაიფაროს სესხის დავალიანება?

შეგროვებადი ანაბრის მოქმედების პერიოდში სესხის დავალიანების დაფარვა არ ხდება, დავალიანება დაიფარება ანაბრის ვადის გასვლის შემთხვევაში.

რა არის ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი?

თუ თანხა გჭირდება და გაქვს ანაბარი შეგიძლია ეს დანაზოგი გამოიყენო სესხის უზრუნველყოფად, აიღო ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი და თან არ დაკარგო დაგროვებული სარგებელი. პროდუქტით სარგებლობისთვის მობილბანკში ან ინტერნეტბანკში უნდა დაიწყო ანაბრის დარღვევა და აირჩიო ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის აღება.

ხელშეკრულებები

 
 

შენი ფინანსური მიზანი: დაიწყე დაგროვება შეზღუდვების გარეშე

აღმოაჩინე მოთხოვნამდე ანაბარი - დაამატე ან გამოიტანე თანხა ნებისმიერ დროს და მიიღე ეფექტური პროცენტი. გახსენი ანაბარი დღესვე და მართე ფინანსები მარტივად.

მოთხოვნამდე ანაბარი − დააგროვე და მართე თანხა შეზღუდვების გარეშე

თანხის დაგროვება ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თუმცა ხშირად დანაზოგის შექმნას თან ახლავს გარკვეული შეზღუდვები, რაც მოქნილობას გვართმევს. მოთხოვნამდე ანაბარი სწორედ ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც გაძლევს სრულ თავისუფლებას, მართო საკუთარი ფინანსები, დააგროვო თანხა და ამავდროულად მიიღო სარგებელი. ეს პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს, ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკუთარ დანაზოგთან

ანაბრების ტიპები − მოთხოვნამდე ანაბარი და ვადიანი ანაბარი

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რითი განსხვავდება მოთხოვნამდე ანაბარი ვადიანი ანაბრისგან

მოთხოვნამდე ანაბარი შესაძლებლობას გაძლევს, თანხა თავისუფლად, ნებისმიერ დროს განკარგო

ვადიან ანაბარზე კი თანხას წინასწარგანსაზღვრული ვადით ათავსებ და მაღალი სარგებელი გერიცხება, თუმცა თანხის გამოყენება ვადის ამოწურვამდე გაქვს შეზღუდული

ვადიანი ანაბარი დოლარში − გრძელვადიანი დაგროვებისთვის

თუ შენ გაქვს თავისუფალი თანხა, რომლის გამოყენებასაც უახლოეს მომავალში არ გეგმავ, ვადიანი ანაბარი დოლარში ან სხვა ვალუტაში შესაძლოა საუკეთესო არჩევანი გახდეს. ამ ტიპის ანაბარს, როგორც წესი, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, თუმცა თანხის გამოყენება განსაზღვრული ვადის დასრულებამდეა შეზღუდული. ეს არის კლასიკური გზა, რათა შენი დანაზოგი დროთა განმავლობაში გაიზარდოს

მოქნილი დანაზოგი − ყულაბა

მათთვის, ვისაც დაგროვების პროცესის ავტომატიზება სურს, ციფრული პროდუქტი ყულაბა იდეალური გადაწყვეტაა. ის შენი ყოველი ბარათით გადახდისას მცირე თანხას ავტომატურად ინახავს და დაგროვების პროცესს ამარტივებს

მოთხოვნამდე ანაბრის სარგებელი და მუშაობის პრინციპი

მოთხოვნამდე ანაბარი წარმოადგენს უვადო დეპოზიტს, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს შეიტანო ან გამოიტანო თანხა ჯარიმების გარეშე. ეს მისი მთავარი უპირატესობაა. განვიხილოთ ძირითადი სარგებელი:

  • სარგებლის დარიცხვა − მიუხედავად მოქნილობისა, შენს ანგარიშზე არსებულ ნაშთს ერიცხება სარგებელი
  • არანაირი ჯარიმა − ვადიანი ანაბრისგან განსხვავებით, თანხის გატანისას არ გეკისრება ვადაზე ადრე დარღვევის საკომისიო
  • მარტივი მართვა − ანაბრის გახსნა და მართვა შესაძლებელია მობილბანკიდან, რაც პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის

ეფექტური პროცენტი − როგორ გამოვთვალოთ რეალური სარგებელი

ანაბრის შერჩევისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო არა მხოლოდ ნომინალურ, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ეფექტური პროცენტი გვიჩვენებს რეალურ წლიურ სარგებელს, კაპიტალიზაციის (დარიცხული სარგებლის ძირითად თანხაზე დამატების) გათვალისწინებით. რაც უფრო ხშირად ხდება სარგებლის კაპიტალიზაცია, მით უფრო მაღალია ეფექტური განაკვეთი. შენი პოტენციური სარგებლის გამოსათვლელად შეგიძლია გამოიყენო ანაბრის კალკულატორი. ეს ინსტრუმენტი დაგეხმარება, წინასწარ განსაზღვრო, რა მოგებას მოგიტანს შენი დანაზოგი

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი