მისამართები
ვალუტის კურსი
თუ გაქვთ თავისუფალი თანხა, გახსენით ვადიანი ანაბარი წინასწარ განსაზღვრული ვადით, მიიღეთ მაღალი პროცენტი და გაიტანეთ სარგებელი წინასწარ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს
მიიღე 0.25%-ით მეტი სარგებელი მობილბანკში გახსნისას
ვადიანი ანაბრის კალკულატორი,vadiani anabris kalkulatori,anabris kalkulatori, ანაბრის კალკულატორი,anabari magali procentit, sauketeso anabari,ანაბარი მაღალი პროცენტით,საუკეთესო ანაბარი,მაღალპროცენტიანი ანაბარი

ვადიანი ანაბრის კალკულატორი

გამოთვალე, რა თანხას მიიღებ ვადის ბოლოს ანაბრის გახსნის შემთხვევაში
ანაბრის ტიპი
ვადიანი
შეგროვებადი
საბავშვო ანაბარი
საწყისი თანხა
₾ $ €
მინიმალური თანხა 500.00 ₾
სარგებელს გაიტან
ანაბრის გახსნისას
ვადის ბოლოს
ყოველთვიურად
ვადა (თვე)
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
ვადის ბოლოს მიიღებ 510.53 ₾
წლიური პროცენტი 8.45 %
ეფექტური პროცენტი 8.91 %
სარგებელი 10.53 ₾
კალკულაციისას მიღებულია შესაძლო მონაცემები, ზუსტი მონაცემებისთვის საჭიროა ანაბრის განაცხადის შევსება
გახსენი ანაბარი
მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი
სარგებლის მიღება: წინასწარ, ყოველთვიურად, ვადის ბოლოს
ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის მიღების შესაძლებლობა
ვადიანი ანაბრის კალკულატორი,vadiani anabris kalkulatori,anabris kalkulatori, ანაბრის კალკულატორი,anabari magali procentit, sauketeso anabari,ანაბარი მაღალი პროცენტით,საუკეთესო ანაბარი,მაღალპროცენტიანი ანაბარი

რეკომენდაციები

ჩვენ გირჩევთ, ანაბრებთან ერთად ისარგებლო შემდეგი პროდუქტებით:

ხშირად დასმული კითხვები

რა თანხა მჭირდება ვადიანი ანაბრის გასახსნელად?

ვადიანი ანაბრის საწყისი თანხა 500 ერთეულია

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ვადიანი ანაბრის გახსნა?

მაქსიმუმ 2 წლით.

რომელ ვალუტაში შემიძლია ვადიანი ანაბრის გახსნა?

დისტანციური არხებიდან ვადიანი ანაბრის გახსნა შეგიძლია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში.

შესაძლებელია თუ არა ვადიან ანაბარზე თანხის დამატება?

ვადიან ანაბრზე თანხის დამატება არ არის შესაძლებელი.

სარგებელს ყველა თვე მივიღებ თუ წლის ბოლოს?

სარგებლის მიღება შენს სურვილზეა დამოკიდებული, ვადიანი ანაბრის გახსნა შეგიძლია სარგებლის წინასწარ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს მიღების პირობით.

აქვს თუ არა ვადიან ანაბარს საკომისიო?

ვადიან ანაბარს მომსახურების საკომისიო არ აქვს.

როგორ გავხსნა ანაბარი?

ანაბრის გახსნა შეგიძლია ჩვენი ვებგვერდიდან, ინტერნეტ ან მობილბანკიდან და ფილიალიდან.

შემიძლია თუ არა ვადაზე ადრე ანაბრის დარღვევა? როგორ?

ვადაზე ადრე ანაბრის თანხის გატანა შეგიძლია ჩვენი ფილიალიდან ან ინტერნეტ/მობილბანკიდან ლიმიტის ფარგლებში

დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ხომ არ გაქვთ?

დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა არ დაგერიცხება, თუმცა მიიღებ ნაკლებ სარგებელს.

დარღვევის შემთხვევაში სარგებელი მაინც სრულად დამერიცხება?

დარღვევის შემთხვევაში მიიღებ ნაკლებ სარგებელს.

რა ხდება ანაბრის ვადის გასვლის შემთხვევაში?

ვადის გასვლის შემდეგ ვადიან ანაბარს ავტომატურად გაუგრძელდება ვადა 3 თვით.

შესაძლებელია, რომ ანაბრის თანხიდან დაიფაროს სესხის დავალიანება?

ვადიანი ანაბრის მოქმედების პერიოდში სესხის დავალიანების დაფარვა არ ხდება, დავალიანება დაიფარება ანაბრის ვადის გასვლის შემთხვევაში.

შესაძლებელია თუ არა გახსნა ვადიანი ანაბარი დოლარში?

ვადიანი ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში.

რომელია ყველაზე მაღალპროცენტიანი ანაბარი?

ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი აქვს ვადიან ანაბარს.

მეტი სარგებელი მობილბანკში გახსნისას

აირჩიე ვადიანი ანაბარი, მიიღე მაღალი სარგებელი და დამატებითი 0.25% მობილბანკში გახსნისას

ვადიანი ანაბარი −  დანაზოგის ზრდისთვის შექმნილი პროდუქტი

ვადიანი ანაბარი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, შენი თავისუფალი თანხა ბანკში განსაზღვრული ვადით განათავსო და ამისთვის მიიღო მაღალი საპროცენტო სარგებელი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და პროგნოზირებადი გზა კაპიტალის გასაზრდელად

თუ შენ გაქვს თანხა, რომლის გამოყენებასაც უახლოეს მომავალში არ გეგმავ, ვადიანი ანაბრის გახსნა გონივრული გადაწყვეტილებაა. სხვადასხვა ტიპის ანაბრები არსებობს, თუმცა ვადიანი დეპოზიტი გამოირჩევა იმით, რომ საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც ფინანსური დაგეგმვის პროცესს ამარტივებს

ვადიანი ანაბრის პირობები და მთავარი უპირატესობები

ვადიანი ანაბარი მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას − უსაფრთხოდ შეინახოს თანხა  და ამავდროულად მიიღოს  შემოსავალი. მთავარი პირობა თანხის წინასწარ შერჩეული ვადით განთავსებაა, რაც შეიძლება 3-დან 24 თვემდე პერიოდს მოიცავდეს

მაღალი საპროცენტო განაკვეთი − ვადიან ანაბარს, როგორც წესი, სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, რადგან თანხა განსაზღვრული ვადით ინახება

სარგებლის მიღების მოქნილობა − შენ შეგიძლია აირჩიო, როდის მიიღო დარიცხული სარგებელი წინასწარ, ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს, ძირითად თანხასთან ერთად

პროგნოზირებადი შემოსავალი − რადგან საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, შენ თავიდანვე იცი, რა რაოდენობის სარგებელს მიიღებ ვადის ბოლოს

ვალუტის არჩევანი − ანაბრის გახსნა შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის, ლარში, აშშ დოლარსა და ევროში, რაც საშუალებას გაძლევს, შენი დანაზოგი სასურველ ვალუტაში შეინახო

ანაბრის პროცენტის გამოთვლა

სანამ ანაბარს გახსნი, მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე, რა სარგებელს მოგიტანს შენი დანაზოგი. ამისთვის არსებობს ანაბრის კალკულატორი − მარტივი ონლაინინსტრუმენტი, რომელიც ანაბრის პროცენტის გამოთვლაში დაგეხმარება. კალკულატორში უნდა მიუთითო თანხის ოდენობა, ანაბრის ვადა და ვალუტა, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად გამოთვლის შენს წლიურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და მოსალოდნელი სარგებლის ოდენობას. ეს დაგეხმარება შეადარო სხვადასხვა პირობა და მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება

დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები

ვადიანი ანაბრის ფლობა, გარდა პირდაპირი ფინანსური სარგებლისა, დამატებით შესაძლებლობებსაც გიხსნის. შენ არ გჭირდება ანაბრის დარღვევა, თუ მოულოდნელად ფინანსური რესურსი დაგჭირდა

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

თუ შენ ფლობ ვადიან ანაბარს, მაგრამ სასწრაფოდ გესაჭიროება თანხა, შეგიძლია ისარგებლო ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით. ეს ნიშნავს, რომ მიიღებ სესხს შენივე ანაბრის გარანტიით, მისი დარღვევისა და საპროცენტო სარგებლის დაკარგვის გარეშე. სესხის პირობები ამ დროს, როგორც წესი, ბევრად უფრო ხელსაყრელია

სხვა ტიპის ანაბრები

იმ შემთხვევაში, თუ შენთვის მნიშვნელოვანია თანხის რეგულარულად დამატების შესაძლებლობა, შეგიძლია განიხილო ალტერნატიული პროდუქტი, როგორიცაა − შეგროვებადი ანაბარი. ის გაძლევს შესაძლებლობას, დაიწყო მცირე თანხით და შენი სურვილისამებრ შეავსო ანაბარი, რითაც შენი დანაზოგი მუდმივად გაიზრდება

ანაბრის გახსნა და მართვა

დღეს ანაბრის გახსნა საგრძნობლად გამარტივებულია და ამისთვის ბანკის ფილიალში მისვლა აუცილებელი აღარ არის. პროცესი სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი მობილბანკის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით. ანგარიშის გახსნის შემდეგ შენ შეგიძლია მარტივად აკონტროლო შენი დანაზოგი, დარიცხული სარგებელი და სხვა დეტალები. რაც შეეხება ანაბრის დარღვევას, ეს შესაძლებელია, თუმცა, როგორც წესი, იწვევს საპროცენტო სარგებლის დაკარგვას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ანაბრის ვადა თავიდანვე სწორად შეარჩიო

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი