მისამართები
ვალუტის კურსი

უძრავი ქონების დაზღვევა

შეიძინე უძრავი ქონების დაზღვევა ჩვენს ვებგვერდზე ან მობილბანკში და იყავი მშვიდად გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას
დააზღვიე ბინა, რომელშიც ცხოვრობ ან გაქირავებული გაქვს
ნახე სადაზღვევო კომპანიების პირობები ერთ სივრცეში

დაზღვევა აგინაზღაურებს

ხანძარი, აფეთქება
მიწისძვრა, წყალდიდობა, სეტყვა, შტორმი, ქარიშხალი, მეზობლისგან წყლის გაჟონვა
ფიქსირებული მინების დაზიანება
კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის, წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა

შეიძინე დაზღვევა მობილბანკში

მობილბანკიდან შეგიძლია შეიძინო სასურველი დაზღვევა და ნახო უკვე აქტიური დაზღვევის პოლისები
დაასკანერე QR მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია

ხშირად დასმული კითხვები

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სახლი რომ დააზღვიო?

„ალდაგი“-სა და „ირაო“-ს სადაზღვევო პაკეტით სარგებლობისთვის, ქონება შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, „ჯი პი აი“-ს ქონების დაზღვევით სარგებლობისთვის,  ქონება უნდა მდებარეობდეს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, რუსთავი. 
 
ქონების ასაკი განსხვავდება თითეული პროვაიდერის მიხედვით:
  • „ალდაგი“ - 1940 წლიდან
  • „ჯი პი აი“ - ქონების ასაკი არაუმეტეს 55 წელი
  • „ირაო“ - ქონების ასაკი არაუმეტეს 59 წელი
 

რა შეგიძლია დააზღვიო ქონების დაზღვევით?

ქონების დაზღვევით ავეჯს, ტექნიკასა და რემონტს დააზღვევ. 
 
თითოეულის დაზიანების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა განსხვავდება პროვაიდერების მიხედვით.
 
ქონების დაზღვევა დაგეხმარება რომ შენი ქონება დაიცვა შემდეგი რისკებისგან:
  • მეზობლისგან ჩამოსული წყალი
  • გაქირავებული ბინის დაზღვევა
  • ხანძარი, აფეთქება ან კვამლი
  • კანალიზაციის, წყლის, გათბობის ან ელექტროგაყვანილობის დაზიანება
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან ვანდალიზმისტიქიური მოვლენები (სეტყვა,
  • წყალდიდობა, ქარიშხალი,მიწისძვრა და ა.შ)

რა რისკებს ვაზღვევ თუ ბინა გაქირავებულია?

იმ შემთხვევაშიც, თუ ბინა გაქირავებული გაქვს, შენ შეგიძლია დააზღვიოთ ქონება შემდეგი რისკებისგან:
  • მეზობლისგან ჩამოსული წყალი
  • ხანძარი, აფეთქება;
  • კანალიზაციის, წყლის, გათბობის ან ელექტროგაყვანილობის დაზიანება
  • სტიქიური მოვლენები (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი,მიწისძვრა და ა.შ)
 

რა არის მეზობლის პასუხისმგებლობის დაზღვევა?

შეგიძლია სადაზღვევო პაკეტს დაამატო მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ შენი მიზეზით, შენი სახლიდან მეზობელთან წყალი ჩავიდა, გაჩნდა ხანძარი ან აფეთქება მოხდა, მეზობლის სახლის ანაზღაურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია შეძენილი ლიმიტის ფარგლებში დაფარავს. 

რა არის ფრანშიზა და რა დროში ანაზღაურდება ზიანი?

  • ფრანშიზა სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტული ან ფიქსირებული თანხის ოდენობაა, რომელიც არ ანაზღაურდება და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურების თანხას.
  • ზიანის მიხედვით, შესაძლოა ანაზღაურებას განსხვავებული დრო დასჭირდეს. თუმცა,  როდესაც დადგენილი იქნება ზარალის გამომწვევი ყველა მიზეზი და ასანაზღაურებელი თანხა, სადაზღვევო კომპანია 1 თვის განმავლობაში გასცემს სადაზღვევო ანაზღაურება.
 

რა გამონაკლისი შემთხვევები არსებობს ანაზღაურებისას?

დაზღვევით არ იფარება ზარალი, რომელიც გამოწვეულია საომარი მოქმედებებით, შენი ან შენი ოჯახის პროფესიული საქმიანობით, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ზემოქმედებით და სხვა. 
დაზღვევას არ ექვემდებარება:
  • საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ასაკი აღემატება 8 წელს;
  • გამონაკლისი შემთხვევები განსხვავდება პროვაიდერების მიხედვით.
 
 

რა არ ექვემდებარება დაზღვევას?

დაზღვევას არ ექვემდებარება:
  • ნაღდი ფული, აქციები, ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები
  • ძვირფასი ლითონის ნაკეთობები
  • ქონება, რომელიც მდებარეობს დაზღვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ არ გეკუთვნის შენ
  • საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ასაკიც აღემატება 8 წელს
  • ანტიკვარიატი, მათ შორის ავეჯი, რომლის ასაკი აღემატება 50 წელს და სხვა.
 

ბინის დაზღვევა მობილბანკით: შენი სახლის მარტივი დაცვა

უძრავი ქონების დაზღვევა შენი ფინანსური სტაბილურობისთვის

შენი სახლი, ბინა თუ სხვა უძრავი ქონება მნიშვნელოვანი აქტივია, რომლის დაცვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან ფინანსური სიმშვიდის აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს ბანკი გთავაზობს უძრავი ქონების დაზღვევას, რომელიც ფინანსური ზარალისგან დაგიცავს. შეიძინე ბინის ან სახლის დაზღვევა მარტივად ჩვენი ვებგვერდის ან მობილბანკის მეშვეობით და იყავი მშვიდად

რა არის ქონების დაზღვევა და მისი მნიშვნელობა

ქონების დაზღვევა ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალს გინაზღაურებს. ეს შესაძლებლობას გაძლევს, თავიდან აირიდო მოულოდნელი და დიდი ფინანსური ხარჯები, რაც დაკავშირებულია უძრავი ქონების დაზიანებასთან. სახლის დაზღვევა უზრუნველყოფს შენი ინვესტიციის დაცულობას და ოჯახის სტაბილურობას

სადაზღვევო შემთხვევები, რომლებსაც ფარავს პოლისი

სტანდარტულად, უძრავი ქონების დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს: 

  • ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება
  • სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, სეტყვა)
  • წყალგაყვანილობის, კანალიზაციის ან გათბობის სისტემების დაზიანება
  • მესამე პირების მიერ მიყენებული ზიანი (მაგალითად, მეზობლისგან ჩამოსული წყალი)
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი 

როგორ შეიძინო ბინის დაზღვევა ონლაინ

ჩვენ ვზრუნავთ შენს კომფორტზე, ამიტომ ქონების დაზღვევის შეძენა სრულად ციფრულად, ბანკში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი. პროცესი მარტივი და სწრაფია როგორც ჩვენი ვებგვერდიდან, ისე მობილბანკიდან

დაზღვევის შეძენა მობილბანკის საშუალებით

მობილბანკით დაზღვევის შესაძენად მიჰყევი რამდენიმე მარტივ ნაბიჯს:

  1. გადმოწერე ან განაახლე მობილბანკის აპლიკაცია
  2. გაიარე ავტორიზაცია და მთავარ გვერდზე აირჩიე „პროდუქტის დამატება“
  3. აირჩიე კატეგორია „დაზღვევა“ და შემდეგ „ქონების დაზღვევა“
  4. შეიყვანე უძრავი ქონების მონაცემები
  5. შეარჩიე პარტნიორი სადაზღვევო კომპანია, შენთვის სასურველი პაკეტი და დაადასტურე ოპერაცია

დაზღვევის შეძენა ვებგვერდის საშუალებით

დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. პროცესი მობილბანკის ანალოგიურია − შენ ირჩევ ქონების დაზღვევას, ავსებ საჭირო ინფორმაციას და ირჩევ შენზე მორგებულ პირობებს

სახლის დაზღვევის ფასი და პირობები

სახლის დაზღვევის ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. შენ შეგიძლია თავად განსაზღვრო პირობები, რომლებიც შენს საჭიროებებსა და ბიუჯეტს შეესაბამება. ფასზე გავლენას ახდენს:

  • ქონების ტიპი − ბინა, კერძო სახლი, კომერციული ფართი
  • სადაზღვევო ლიმიტი − მაქსიმალური თანხა, რომელიც ანაზღაურდება
  • შერჩეული რისკების დაფარვა − შეგიძლია აირჩიო სტანდარტული ან გაფართოებული პაკეტი

სასურველი პირობების ასარჩევად და ზუსტი ფასის გასაგებად გაიარე შეძენის პროცესი მობილბანკში ან ვებგვერდზე

დაზღვევა და იპოთეკური სესხი

თუ შენ გეგმავ იპოთეკური სესხის აღებას, უძრავი ქონების დაზღვევა, როგორც წესი, სავალდებულო მოთხოვნაა. დაზღვევა იცავს როგორც შენს, ისე ბანკის ფინანსურ ინტერესებს სესხის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენთან შეგიძლია ერთ სივრცეში მიიღო ორივე პროდუქტი, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი