მისამართები
ვალუტის კურსი
დაზღვევა, dazgveva onlain

დაზღვევა

შეარჩიე სასურველი სადაზღვევო პროდუქტი, შეიძინე ონლაინ დაზღვევა შენთვის ან სხვისთვის სულ რამდენიმე წამში და იყავი დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან

შეიძინე სასურველი დაზღვევა ონლაინ

შეადარე სადაზღვევო კომპანიების პირობები, აირჩიე შენთვის საუკეთესო დაზღვევა და შეიძინე მარტივად
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

მართე მანქანა მშვიდად, რადგან სხვისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს სადაზღვევო შენ ნაცვლად გადაიხდის

მართე მანქანა მშვიდად, რადგან სხვისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს სადაზღვევო შენ ნაცვლად გადაიხდის

6.00
სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა

იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო და თუ დაგჭირდება, სამედიცინო ხარჯებს დაზღვევა აგინაზღაურებს

იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო და თუ დაგჭირდება, სამედიცინო ხარჯებს დაზღვევა აგინაზღაურებს

1.00
ქონების დაზღვევა

ქონების დაზღვევა

დააზღვიე უძრავი ქონება და იყავი მშვიდად გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას

დააზღვიე უძრავი ქონება და იყავი მშვიდად გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას

10.00

ჩვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები

ჩვენთან შეგიძლია იყიდო სამოგზაურო ან ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ამ კომპანიებისგან
დაზღვევის ყიდვა ონლაინ

შეიძინე დაზღვევა მობილბანკში

როგორც სხვისთვის, ისე შენთვის პერსონალური დაზღვევა შეგიძლია შეიძინო პირდაპირ აპლიკაციიდან და იქვე ნახო უკვე აქტიური პოლისები 
დაზღვევა ჯანმრთელობის
დაასკანერე QR გადმოწერე აპლიკაცია

ხშირად დასმული კითხვები

რას გულისხმობს საკრედიტო შენატანის დაზღვევა?

ეს არის მომხმარებლის შესაძლებლობა დააზღვიოს სესხი იძულებითი უმუშევრობისგან. საჭიროების შემთხვევაში, საკრედიტო შენატანის დაზღვევა დაფარავს სესხის ყოველთვიურ შენატანს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ტიპის სესხებზე შეიძლება გააქტიურდეს საკრედიტო შენატანის დაზღვევა?

საკრედიტო შენატანის დაზღვევით შესაძლებელია ისარგებლოს მსესხებელმა, რომელსაც აქვს შემდეგი პროდუქტები : საბლანკო და ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი, ავტო სესხი.

რას ნიშნავს სიცოცხლის დაზღვევა?

სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს გარდაცვალების შემთხვევაში ბანკში არსებული ვალდებულების დაფარვას, რომელშიც შედის სესხის ძირითადი თანხა. დაზღვევა ვრცელდება უზრუნველყოფილ (იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები) და არაუზრუნველყოფილ (სამომხმარებლო და განვადება) სესხებზე. იზღვევა ყველა მსესხებელი/თანამსესხებელი, რომელთა ასაკი არ აღემატება 70 წელს.

სიცოცხლის დაზღვევა იგივეა, რაც ჯანმრთელობის დაზღვევა?

არა, სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს ბანკში არსებული ვალდებულების დაფარვას დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზღვევა კი ითვალისწინებს ავტოსაგზაო, მოგზაურობის თუ სხვა ტიპის შემთხვევების დროს სამედიცინო ხარჯების დაფარვას

სავალდებულო არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევა სესხზე?

დიახ, სავალდებულოა ყველა ტიპის სესხზე.

რა ტარიფებით ვსარგებლობ და როგორ ვიხდი სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს?

სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა შესულია სესხზე ყოველთვიურ გადასახდელ თანხაში.

რას გულისხმობს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა?

თუ ავტომობილის მართვისას მესამე პირს მიაყენებ რაიმე სახის ზიანს, შენს ხარჯებს აანაზღაურებს დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

თუ გავიაქტიურე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, მხოლოდ ერთი თვის ჩამომეჭრება თუ მთელი წლის?

პოლისის წლიური ღირებულება შეგიძლია გადაიხადო ერთიანად ან დაფარო ყოველთვიურად. ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, იქვე შეგიძლია ჩართო ავტომატური გადახდის სერვისი

შემიძლია სხვის სახელზე არსებულ მანქანაზე გავააქტიურო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი?

დიახ, მობილბანკით შესაძლებელია ავტოპასუხისმგებლობის გააქტიურება როგორც საკუთარ, ისე - სხვის მანქანაზე.

შემიძლია დავაზღვიო ტაქსი?

არა, ავტოპასუხისმგებლობის აქტივაცია შეიძლება მხოლოდ ისეთ მანქანებზე, რომლებიც ეკუთვნის ფიზიკურ პირს და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის, მაგ: ტაქსი, ავტოგაქირავება და ა.შ

სად ვნახო გააქტიურებული ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი?

ნახვას მობილბანკში, დაზღვევების გვერდზე შესვლით შეძლებ. იქვე გამოგიჩნდება რომელი სადაზღვევო კომპანიის არის დაზღვევაა და რომელ მანქანაზე გაქვს გააქტიურებული პოლისი.

ავტოსაგზაო შემთხვევისას, ზარალის თანხის ანაზღაურება არასრულწლოვან პირზეც ხდება?

ზარალის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს მართავს მესაკუთრე ან ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც არის მინიმუმ 21 წლის და აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

თუ Amex საკრედიტო ბარათი მაქვს, მეკუთვნის სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევა საჩუქრად მოჰყვება  American Express Green და American Express Gold ბარათებს. მის ნახვას და სურვილის შემთხვევაში პოლისის ჩამოტვირთვას დაზღვევების გვერდზე შეძლებ.

თუ სამოგზაურო დაზღვევის ვადის გაგრძელება მომინდა, როგორ ვიქცევი?

სამოგზაურო დაზღვევის ვადის გადაგრძელებას ვერ შეძლებ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია, ახალი დაზღვევა გააკეთო, რომელიც დამატებით დღეებს დაფარავს.

ჩემი აპლიკაციიდან სხვის სახელზე შევძლებ სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებას?

დიახ, სამოგზაურო დაზღვევის აქტივაცია შეიძლება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე - სხვა პირისთვის.

მაქსიმუმ რამდენს ამინაზღაურებს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი?

ანაზღაურების ლიმიტი - 50 000 $ / €

დაზღვევა

თუ გაინტერესებს, რომელია საუკეთესო დაზღვევა, რაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს შენს ხარჯებს კარგი პირობებით აანაზაღაურებს

სადაზღვევო პროდუქტები შენი ფინანსური სიმშვიდისთვის

გაუთვალისწინებელი შემთხვევები ცხოვრების ნაწილია, თუმცა სწორი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელია მათგან მიყენებული ზიანის შემცირება. დაზღვევა სწორედ ასეთი მექანიზმია, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან გიცავს. საქართველოს ბანკი გთავაზობს სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო პროდუქტის ონლაინშეძენის მარტივ და სწრაფ სერვისს, რათა შენი სიმშვიდე ნებისმიერ დროს იყოს უზრუნველყოფილი. შეიძინე დაზღვევა შენთვის ან სხვა ადამიანისთვის რამდენიმე წამში

სამოგზაურო დაზღვევა − მშვიდი მოგზაურობის გარანტი

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაუვიწყარი გამოცდილებაა. იმისთვის რომ შენი თავგადასავალი მოულოდნელმა სამედიცინო ხარჯებმა ან სხვა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა არ დაამძიმოს, აუცილებელია სამოგზაურო დაზღვევა. ის ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ფრენის დაგვიანება ან ბარგის დაკარგვა. საქართველოს ბანკის პლატფორმის დახმარებით შენ შეგიძლია შეიძინო სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ, მათ შორის, ისარგებლო შეთავაზებით „სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად“

ავტომობილის დაზღვევა − დაიცავი შენი ავტომობილი და პასუხისმგებლობა

ავტომობილის ფლობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მანქანის დაზღვევა გიცავს როგორც საკუთარი ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან, ასევე მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისგან. ჩვენ გთავაზობთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, რომელიც ფარავს შენ მიერ სხვა მძღოლის, მისი ქონების ან ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს. ავტოდაზღვევის პოლისის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, რაც ზოგავს შენს დროსა და ენერგიას

ქონების დაზღვევა − შენი სახლისა და ბინის უსაფრთხოება

შენი სახლის დაცვა მნიშვნელოვანია. ქონების დაზღვევა გაძლევს ფინანსურ გარანტიას ისეთი შემთხვევებისას, როგორებიცაა − ხანძარი, წყალდიდობა, სტიქიური უბედურებები ან ქურდობა. შეგიძლია დააზღვიო როგორც ბინა, ასევე კერძო სახლი და მასში არსებული ნივთები. საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით უძრავი ქონების დაზღვევის შეძენა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია 

სხვა სადაზღვევო პროდუქტები

სტანდარტული პროდუქტების გარდა ჩვენ გთავაზობთ სპეციფიკურ სადაზღვევო გადაწყვეტებსაც:

  • სესხის დაზღვევა − საკრედიტო შენატანის დაზღვევა გიცავს სამსახურის უნებლიე დაკარგვის შემთხვევაში და ფარავს შენს ყოველთვიურ შენატანს 6 თვის განმავლობაში
  • სიცოცხლის დაზღვევა − ეს პროდუქტი უზრუნველყოფს შენი საკრედიტო ვალდებულებების დაფარვას გარდაცვალების შემთხვევაში

ჩვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები

საქართველოს ბანკი თანამშრომლობს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან, რათა შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი და შენს საჭიროებებზე მორგებული პირობები. ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლია შეიძინო შემდეგი კომპანიების პოლისები:

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი