Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

მობილბანკი ინტერნეტის გარეშე: რა უნდა იცოდე?

მეგაბაიტები ამოგეწურა, ბანკში კი რაღაც სასწრაფოდ უნდა მოაგვარო? მობილბანკი ასეთ დროსაც იმუშავებს: არც მეგაბაიტები დაგეხარჯება და არც ბალანსიდან ჩამოგეჭრება თანხა. საკმარისია, ტელეფონში მობილური ინტერნეტი (Mobile Data) გქონდეს ჩართული. თუნდაც მეგაბაიტები არ გქონდეს, აპლიკაცია ბანკის სისტემას მაინც დაუკავშირდება.

  • მობილბანკი ინტერნეტის გარეშე მხოლოდ სილქნეტისა და მაგთის ქსელზე მუშაობს.
  • თუ ქსელი საერთოდ არ იჭერს, მაგალითად, მეტროში, აპლიკაცია ვერ იმუშავებს.

რას შეძლებ მობილბანკში ინტერნეტის გარეშე?

ინფორმაციის ნახვა

  • დეტალური ინფორმაცია შენი ანგარიშების, ბარათების, ანაბრების, სესხების, განვადებების, საპენსიო დანაზოგისა და ბონუს პროგრამების შესახებ
  • ბანკომატებისა და სერვისცენტრების მისამართები
  • ვალუტის კურსები

ბარათების მართვა

  • ბარათის დაბლოკვა და განბლოკვა (შვილის sCool Card-ისაც)
  • ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთა ან სახელფასო ბარათის განახლება
  • ციფრული სადებეტო ან საკრედიტო (Amex Blue, Green, Gold) ბარათის აღება
  • ვადაგასული, დაკარგული ან დაზიანებული Amex ბარათის განახლება
  • დამატებითი ბარათის დახურვა
  • საეჭვო ტრანზაქციების მართვა

ანაბრები

  • ვადიანი, შეგროვებადი, მოთხოვნამდე ან საბავშვო ანაბრის გახსნა
  • ელექტრონული ყულაბის გააქტიურება
  • სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში
  • ვადიანი ან შეგროვებადი ანაბრის ვადამდე დახურვა 30 000 ლარის (ან ეკვივალენტის) ჩათვლით, თუ ანაბრის უზრუნველყოფით სესხი არ გაქვს აღებული.

სხვა

  • ბანკის მომხმარებლად რეგისტრაცია (მხოლოდ რეზიდენტებისთვის)
  • საბანკო ნაკრების (S, M, L, SUPER) გააქტიურება
  • 3D უსაფრთხოების სერვისის მართვა

ისარგებლე მობილბანკით მეგაბაიტების გარეშეც.

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს