მომხმარებელთა მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან ყველა საბანკო ბარათზე ავტომატურად გააქტიურდება 3D უსაფრთხოების სერვისი, რაც იმას გულისხმობს, რომ ვებგვერდებზე ნებისმიერი გადახდისას, ანუ ონლაინშოპინგისას ყველა ოპერაციის დადასტურება საჭირო იქნება SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის გამოყენებით.
თუ ერთჯერად კოდებს ვერ იღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკში თქვენი მობილურის ნომერი რეგისტრირებული არ არის ფინანსურ ნომრად და დაგჭირდებათ ერთჯერადად მოსვლა ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, სადაც ჩვენ დავარეგისტრირებთ თქვენს ნომერს და უფასოდ გაგიაქტიურებთ 3D უსაფრთხოების სერვისს.
გაითვალისწინეთ, რომ 3D უსაფრთხოების სერვისის გააქტიურების გარეშე, ინტერნეტში გადახდები შეიზღუდება შემდეგი კატეგორიის პროვაიდერებთან:
- საქველმოქმედო ორგანიზაციები
- აზარტული თამაშები
- პოლიტიკური ორგანიზაციები
- სადილერო/საბროკერო ორგანიზაციები
- ძვირფასი ქვებით და ლითონებით მოვაჭრე ორგანიზაციები