Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ერთი აპლიკაცია, ყველა ბანკის ანგარიში: ნახე შენი ფინანსები

გაინტერესებს, როგორ აკონტროლო ყველა შენი საბანკო ანგარიში ერთ სივრცეში? მობილბანკის ახალი ფუნქციონალით, შეგიძლია შეამოწმო ნაშთი სხვა ბანკებშიც. აღმოაჩინე სრული სურათი!

დღეიდან საქართველოს ბანკში კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რომელიც მობილბანკის დამატებით უპირატესობებს ეხება. უფრო ზუსტად კი, უკვე შეგიძლია მობილბანკში გამოიჩინო ის ანგარიშები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა ბანკშიც გაქვს გახსნილი და ამ გზით მარტივად შეამოწმო არსებული ნაშთი, ანგარიშის ნომრები თუ დანარჩენი ინფორმაცია, რაც იქვე, აპლიკაციაში, ჩანს.
 
როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ღია ბანკინგის საშუალებით, რომელიც სრულიად უნიკალური, ინოვაციური გამოცდილებაა და, თან, ბევრი კარგი სარგებელიც აქვს, მაგალითად, 1 სივრცეში აკონტროლებ ყველა ინფორმაციას და თვალს ადევნებ შენი ფინანსების სრულ სურათს.
 
უპირატესობები აქ არ მთავრდება, ღია ბანკინგის დახმარებით ასევე ზოგავ დროს, რადგან აღარ გიწევს სხვადასხვა ბანკის ონლაინარხებში ხშირად შესვლა. როცა მოგინდება, ამატებ ან შლი შენი ბანკის ანგარიშს მობილბანკში, სხვა ბანკის ინფორმაციის გაზიარებაც მხოლოდ შენს სურვილზეა დამოკიდებული და ა.შ. მომავალში კი ღია ბანკინგი უფრო მეტი სარგებლის მიღებას გპირდება.
 
ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა აპლიკაციის განახლება
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს