Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ფულის გამოტანა ბარათიდან: ახალი გზა ბანკომატის გარეშე?

დაგავიწყდა ბანკომატთან მისვლა? გაიგე, როგორ შეგიძლია ბარათიდან თანხის გამოტანა ტერმინალით, საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში.

ალბათ ყოფილა შემთხვევა, როცა წინასწარ გამოგიტანია ფული ბანკომატიდან, რადგან ზუსტად არ იცოდი, დაგჭირდებოდა თუ არა წვრილი თანხა უბნის მაღაზიაში ან პარკინგზე. 
 
შეგიძლია ამაზე აღარ იდარდო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ყველა კუთხეში შეხვდები ბანკომატს, 400-მდე ადგილას მაინც შეგიძლია ბარათიდან ფულის გამოტანა, მხოლოდ ტერმინალით.
 
კონკრეტულად სად? ჩვენს რამდენიმე პარტნიორთან: ფარმადეპოსა და ჯიპისის აფთიაქებში, ასევე ზღაპარის მაღაზიათა ქსელში. 
 
ჯიპისისა და ფარმადეპოს აფთიაქებში მინიმუმ 10 ლარის, ხოლო ზღაპარში 5 ლარის შენაძენის შემდეგ შეძლებ, რომ 200 ლარამდე თანხა გამოიტანო, თანაც საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს