Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ავტო, ქონების და სამოგზაურო დაზღვევა მარტივად: აირჩიე და შეიძინე მობილბანკში

ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით… ზოგი სასიამოვნოა, ზოგი კი − ნაკლებად. გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა კი შესაძლოა სერიოზული ფინანსური სირთულეები მოიტანოს..

სწორედ ასეთ დროს არსებობს დაზღვევა შენი ფინანსური უსაფრთხოებისთვის, რომელიც დაუგეგმავ ხარჯებს აგარიდებს და მოგცემს შესაძლებლობას, მშვიდად განაგრძო ყოველდღიურობა.

და მაინც, რა არის დაზღვევა? ის, არსობრივად, გულისხმობს შეთანხმებას შენსა და სადაზღვევო კომპანიას შორის. შენ იხდი მცირე, თუმცა რეგულარულ გადასახადს, ხოლო სანაცვლოდ კომპანია იღებს ვალდებულებას, აგინაზღაუროს გაცილებით დიდი ფინანსური ზარალი, თუკი, რა თქმა უნდა, დაზღვეული შემთხვევა დადგება.

დღესდღეობით, დაზღვევის შეძენა ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ოდესმე. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეგიძლია ერთ სივრცეში – მობილბანკში შეადარო სხვადასხვა კომპანიის პირობები, აირჩიო შენთვის შესაფერისი პოლისი და შეიძინო ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში.

ამ ბლოგში უფრო დეტალურად განვიხილოთ დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეობები და მათი უპირატესობები, რაც საქართველოს ბანკის მობილბანკში დაგხვდება.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ შემთხვევა თქვენი პასუხისმგებლობით მოხდა, კანონი გავალდებულებთ, აანაზღაუროთ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი – ეს შეიძლება მოიცავდეს მისი მანქანის, ქონების ან ყველაზე რთულ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანსაც, რაც ხშირად ათასობით ლართან არის დაკავშირებული.

სწორედ ამ ფინანსური ტვირთისგან გიხსნის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა.

რას ფარავს მესამე პირის დაზღვევა?

ამ ტიპის დაზღვევის მთავარი მიზანია, დაიცვას შენი ფინანსები, როდესაც საკუთარი ავტომობილით მესამე პირს აზიანებ. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია შენ ნაცვლად დაფარავს დაზარალებულის ავტომობილის შეკეთების, მისი დაზიანებული ქონების აღდგენის ან, თუნდაც, ჯანმრთელობის მკურნალობის ხარჯებს.

  • დაცულობა: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ მოგიწევს მოულოდნელად დიდი თანხების გადახდა.
  • ხელმისაწვდომობა: პოლისის შეძენა ხელმისაწვდომი თვიური გადასახადითაა შესაძლებელი, რომლის ზუსტი ოდენობის ნახვას მობილბანკში შეძლებ.
  • მოქნილობა: დაზღვევა ერთი წლით გაიცემა. მისი შეძენა, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, თუმცა კონკრეტული პირობები სადაზღვევო კომპანიაზეა დამოკიდებული.

შეგიძლია მარტივად აირჩიო სასურველი პოლისი შემდეგი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიებიდან:

  • ალდაგი
  • ჯიპიაი
  • ირაო
  • იმედი L
  • არდი
  • გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

უძრავი ქონების დაზღვევა

ჩვენი სახლი ან ბინა მხოლოდ კედლები არ არის – ხშირად ის ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია, რომელთანაც უამრავი დრო, ენერგია და მოგონება გვაკავშირებს. ბუნებრივია, გვსურს, მას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, თუმცა არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი რისკები, როგორიცაა ხანძარი, მიწისძვრა ან თუნდაც მეზობლისგან გამოწვეული დაზიანება, რამაც შეიძლება გაუთვალისწინებელი ზიანი მოგვაყენოს.

უძრავი ქონების დაზღვევა სწორედ ის მექანიზმია, რომელიც შენს სახლს და მასში არსებულ ნივთებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან იცავს.

რა რისკებისგან გიცავს ქონების დაზღვევა?

დაზღვევის ფარგლებში დაფარული იქნება ისეთი რისკები, როგორებიცაა:

  • ხანძარი, აფეთქება
  • სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, სეტყვა, შტორმი)
  • სანტექნიკის ან ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა
  • შენი პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა

რაც მთავარია, შეგიძლია დააზღვიო როგორც ბინა, რომელშიც თავად ცხოვრობ, ისე გასაქირავებელი ფართი. პოლისის შეძენა ხელმისაწვდომი თვიური გადასახადითაა შესაძლებელი. სადაზღვევო კომპანიებს შორის ამ შემთხვევაშიც შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი:

  • ალდაგი
  • ჯიპიაი
  • ირაო

საბოლოოდ, უძრავი ქონების დაზღვევით შენ ყიდულობ სიმშვიდესა და გარანტიას, რომ ნებისმიერი უსიამოვნების შემთხვევაში ფინანსურად დაცული იქნები.

სამოგზაურო დაზღვევა

მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა. იმისთვის, რომ მოულოდნელობებმა, როგორიცაა ჯანმრთელობის მცირე პრობლემა, ბარგის დაკარგვა ან რეისის გადადება, განწყობა არ გაგვიფუჭოს, კარგია, წინასწარ ვიყოთ მზად. გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურება, როგორც წესი, მაღალ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

სამოგზაურო დაზღვევა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ასეთ დროს დაგიცვას და მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გახადოს.

რას მოიცავს სამოგზაურო დაზღვევა?

  • სამედიცინო ხარჯები: სასწრაფო დახმარება, ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული მკურნალობა, გადაუდებელი სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური დახმარება.
  • მოგზაურობის შეფერხება: ბარგის დაკარგვა, დაგვიანება და რეისის გადადების რისკები.

პოლისის ღირებულება დამოკიდებულია მოგზაურობის პერიოდსა და ქვეყანაზე, თუმცა მისი შეძენა ონლაინ, პირდაპირ მობილბანკში შეგიძლია. შენს საჭიროებებზე მორგებულ პირობებს კი შემდეგი კომპანიები გთავაზობენ:

  • ალდაგი
  • ჯი პი აი
  • Imedi L
  • ირაო
  • გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
  • არდი
  • უნისონი

რომ შევაჯამოთ, ავტო, სამოგზაურო და უძრავი ქონების დაზღვევა მცირე ინვესტიციაა შენი მხრიდან, რაც, თავის მხრივ, განიჭებს გაცილებით მეტად ღირებულ აქტივს − სიმშვიდესა და უსაფრთხოებას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს