Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

SOLO Mastercard World Elite-ის 5 უპირატესობა, რომელიც მოგზაურობის დისკომფორტს გაგიქრობთ [2025]

მოგზაურობას არ აქვს ასაკი, სეზონი ან სხვა ნებისმიერი ვიწრო კუთვნილება და ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია. თუმცა, შთამბეჭდავ ემოციებს თან ახლავს ხოლმე სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული დისკომფორტი, რომელიც ხშირად სამოგზაურო განწყობაზეც აისახება.

სწორედ ამიტომ, SOLO Mastercard World Elite-ის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მოგზაურობის ნანატრი წუთებით ტკბობა აეროპორტიდანვე დაიწყონ და არასაჭირო დეტალებზე დრო აღარ დახარჯონ.

1. Fast track

მოგზაურობასთან დაკავშირებულ დისკომფორტზე, პირველ რიგში, ალბათ, აეროპორტში გასავლელი უსასრულო რიგები გახსენდებათ, რაც მოგზაურობის ყველაზე დამღლელ და სტრესულ ნაწილადაც შეიძლება იქცეს. 

იმისთვის, რომ 100-ზე მეტ აეროპორტში Fast Track სერვისი დაჯავშნოთ, Mastercard Travel Experiences აპლიკაციაში (IOSAndroid) ან ვებგვერდზე უბრალოდ აირჩიეთ აეროპორტი, მოგზაურთა რაოდენობა და სასურველი დრო. ამის შემდეგ Fast Track საშვი აპლიკაციაში ან ელფოსტაზე მოგივათ. მიღებული საშვით კი აეროპორტში, თქვენს ტერმინალში პირდაპირ Fast Track ზონასთან მიხვალთ,  საშვს წარადგენთ და ეს პროცესი იმაზე უფრო სწრაფად და მარტივად ჩაივლის, ვიდრე აქამდე სადმე გამოგიცდიათ. 

2. დაუვიწყარი ექსპედიციები

ნამდვილი თავგადასავლის დაგეგმვა ხშირად რთულ ლოგისტიკასა და ორგანიზაციულ დეტალებთანაა დაკავშირებული, რაც მოგზაურობამდეც კი ქმნის დისკომფორტს.

სწორედ ამ სირთულეებს აქრობს HX Hurtigruten Expeditions – კომპანია, რომელიც 1896 წლიდან გეგმავს ექსპედიციებს მსოფლიოს ყველაზე საინტერესო წერტილებში. თქვენ აღარ გიწევთ ფიქრი დეტალებზე – ამაზე საუკუნეზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალები ზრუნავენ.

SOLO Mastercard World Elite ბარათი კი ამ დაუვიწყარ გამოცდილებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის და 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევთ.

3. ლაუნჯი

შვებულებისას დაგეგმილი მოგზაურობისას შეიძლება თან პატარ-პატარა საქმეები გაგყვეთ. ასეთ დროს ლაუნჯი კარგი ადგილია სასმელთან ერთად გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, თქვენი შემდეგი რეისი არც ისე გვიანაა, რომ აეროპორტი დატოვოთ და არც ისე ადრე, რომ ლაუნჯში წახემსებისთვის დრო არ დაგრჩეთ. 

გარდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტისა, SOLO Mastercard World Elite ბარათით მსოფლიოს მასშტაბით 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯზე გაქვთ ულიმიტო და უფასო წვდომა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენებს შორის არსებულ დროს კი აღარ მოკლავთ, არამედ საქმიანად და გემრიელად გაატარებთ. ამისთვის მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ თქვენთვის სასურველ აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის არსებობა წინასწარ შეამოწმოთ.

ასევე, Flight Delay Pass სერვისით, ფრენის გადადების შემთხვევაში, თქვენი სტუმრებიც (მაქს. 4 ადამიანი) უფასოდ შეძლებენ აეროპორტის ლაუნჯებში შესვლას.

4. განსაკუთრებული პირობები სასტუმროებზე

ხანგრძლივი ფრენის ან შთაბეჭდილებებით სავსე დღის შემდეგ არასწორად შერჩეულმა სასტუმრომ და მოუხერხებელმა პირობებმა შეიძლება მთელი მოგზაურობის განწყობა გააფუჭოს. სტანდარტული check-in-ის ლოდინი ან ნომერი არასასურველი ხედით ისეთი დისკომფორტია, რომლის თავიდან არიდებაც მარტივია.

სწორედ ამ პრობლემებს აგვარებს SOLO Mastercard World Elite ბარათი, რომელიც სტანდარტულ ჯავშანს განსაკუთრებულ პრივილეგიად აქცევს.

  • HoteLux Elite მიიღეთ 12-თვიანი უფასო წევრობა და უპირატესობები, როგორებიცაა უფასო საუზმე მაღალი კლასის სასტუმროებში, ოთახის კატეგორიის გაუმჯობესება, ადრე შესვლა (Check-in) და გვიან გამოსვლა (Check-out)
  • Beyond Green – დაჯავშნეთ სასტუმრო და 4 ღამის ნაცვლად გადაიხადეთ მხოლოდ 3-ის საფასური

5. ფასდაკლება გადაადგილებაზე

კომფორტული მოგზაურობა, სხვა ბევრ დეტალთან ერთად, გადაადგილების სიმარტივესაც გულისხმობს. ისარგებლეთ სპეციალური ფასდაკლებით როგორც ავტომობილის ქირაობისას, ისე ექსპრეს მატარებლის ბილეთების შეძენისას და ავიაკომპანიის საწევროზე. ესეც ის კომპანიები, სადაც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლებთ SOLO Mastercard World Elite ბარათით:

  • AVIS – 20%-მდე ფასდაკლება
  • Heathrow Express – 12% ფასდაკლება
  • easyJet PLUS – 15% ფასდაკლება 1-წლიან საწევროზე.

მოკლედ, SOLO Mastercard World Elite მოგზაურობის დროს თქვენი საუკეთესო თანამგზავრია. თუ ჯერ არ გაქვთ, მის შეკვეთას ამ ბმულზე შეძლებთ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს