2 წუთი წასაკითხად
ბიზნესის სფეროთი უფრო დავინტერესდი - ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსის გამარჯვებული გუნდის წევრი
17 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ნიკა კუჭავა ჰარვარდის ბიზნეს კონკურსის გამოცდილებას გიზიარებს. გაიგე, როგორ მიაღწია წარმატებას და რა ისწავლა ბიზნესზე, რაც შენც გამოგადგება.
17 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ნიკა კუჭავას გუნდმა ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსში მესამე ადგილი აიღო. მისთვის ეს შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის და მომავალ წელს ისევ აპირებს მონაწილეობის მიღებას.
კონკურსი საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ხელშეწყობით იმართება. როგორც გუნდის სპიკერი, ნიკა ამბობს, კონკურსში მონაწილეობა დიდი პრაქტიკული გამოცდილება იყო.
“გამზარდა ამ კონკურსმა იმ გაგებით, რომ უფრო შევეჩვიე მსგავს სიტუაციაში მოქმედებას. თუნდაც პრეზენტაცია და საკუთარი ნამუშევრის წარდგენა, ასევე, ხალხის გაცნობა. მთავარი ის არის, რომ პრაქტიკაში გადმოიტანო შენი თეორიული ცოდნა. ჩვენ ეკონომისტები ვიყავით და დიდად ჩვენი პროფესიული ცოდნა ვერ მოვარგეთ ბიზნეს ქეისს, მაგრამ თუნდაც ის პატარა ნაწილი, რაც შევძელით, მნიშვნელოვანია”.
ნიკას გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მესამეკურსელებისგან შედგებოდა. მათ შემთხვევაში განსხვავებული იყო ის ნაწილი, რომ გუნდის 6 წევრიდან 4 საზღვარგარეთ იყო გაცვლითი პროგრამით და ქეისზე მუშაობისას ონლაინ შეხვედრები ჰქონდათ. მისი თქმით, ამას გუნდის კოორდინაციაში ხელი არ შეუშლია და შეთანხმებულად მუშაობდნენ.
“მეტწილად, მარტო ვმუშაობდით და შეხვედრების დროს ერთმანეთს ვაცნობდით ნამუშევარს და ვაჯერებდით. თუ რამე სადავო იყო, განვიხილავდით. ზუმის საშუალებით ვერთვებოდით. თავიდანვე გამოვკვეთეთ, სამოქმედო გეგმა რა იყო, რა საქმე იყო გასაკეთებელი. მერე გავინაწილეთ და ვცდილობდით, ყველას თავისი წილი გაეკეთებინა”
ნიკამ ამ კონკურსში შარშანაც მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალში მოხვდა, წელს გაცილებით უკეთესი შედეგით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მეტი შეუძლიათ. თავად ყოველ ჯერზე იზრდება და უკვე აქვს გეგმა, როგორ შექმნას გუნდი შემდეგი წლის კონკურსისთვის.

“ჩვენ ყველა ვიყავით ეკონომისტი, მარკეტინგი არც ვიცით და არც გამოცდილება გვაქვს. სამივე ეტაპზე ეგ იყო, რომ მარკეტინგის მხარე არც ისე კარგად გვქონდა დალაგებული. შემდეგ ჯერზე ვიპოვი მარკეტინგის ბავშვს, რომელსაც სამუშაო გამოცდილება ექნება და შემდეგ ჯერზე სხვანაირი გამოცდილებით წარვდგებით”.
ამბობს, რომ კონკურენტული გარემო იყო. ის, რომ თავიდან ძალიან ბევრი გუნდი იღებდა მონაწილეობას და ფინალში მხოლოდ 8 გადავიდა, ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდები იყვნენ.
აღნიშნავს, რომ სტუდენტები ამ კონკურსზე უარს მეტწილად, დროის არქონის გამო ამბობენ. ამიტომ, სტუდენტებს ურჩევს, დროის მართვა უკეთ ისწავლონ და აუცილებლად მიიღონ კონკურსში მონაწილეობა, რადგან ეს არის დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ სწავლას, ალბათ, საზღვარგარეთ გააგრძელებს. საკუთარ თავს მაკროეკონომიკის სფეროში ხედავს, თუმცა, აქვს სხვა გეგმებიც.
“თუ მაკროეკონომიკას არ გავყვები, ბიზნესში გადავალ, რადგან ბიზნესი ცოცხალი სფეროა, მეტი რისკის გაღება გიწევს, მეტი გადაწყვეტილების მიღება და ეს ძალიან მომწონს. ბიზნესის სფერო ისედაც მინდოდა და ამ კონკურსმა უფრო მომანდომა”.
ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის მხარდაჭერით წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. მისი მიზანი სტუდენტების ანალიტიკური უნარების განვითარება და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობის მინიჭებაა.
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2026
გაიცანით რუსუდან ღვამიჩავა - Forbes Under 30-ის გამარჯვებული. გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება განათლება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დასახული მიზნების მიღწევაში
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს სწავლა აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში? გაიგე მთავარი სხვაობა ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიებს შორის და შეარჩიე შენზე მორგებული დაფინანსება
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს საზღვარგარეთ სწავლა სრული დაფინანსებით? გაეცანი Fulbright-ის სტიპენდიანტის რჩევებს და გაიგე, თუ როგორ დაწერო საუკეთესო სამოტივაციო წერილი
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026
აღმოაჩინე 2026 წლის სტიპენდიები, სწავლის დაფინანსება და პროექტები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. გაიგე, როგორ მოიპოვო დაფინანსება.
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2026
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026