2 წუთი წასაკითხად
აგრო ბიზნესი: როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება?
7 მარ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სოფლის მეურნეობაში საქმიანობის დაწყება თუ გაფართოება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ყველაფრის დაწყებამდე კი, პირველ რიგში, საჭიროა ნიადაგი მოამზადოთ და ეს პრინციპი ფინანსურ დაგეგმვაზეც სრულად ვრცელდება.
საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს ჰქონდეთ წვდომა საჭირო ფინანსურ რესურსებზე, რათა შეძლონ საკუთარი საქმიანობისთვის მყარი საფუძვლის შექმნა.
ამ მიზნით, ბანკს აგრობიზნესზე ორიენტირებული პროდუქტების ფართო არჩევანი აქვს, რომლებიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დაფინანსება როგორც მიმდინარე ხარჯებისთვის, ისე კაპიტალური დაბანდებისთვის.
საბანკო დაფინანსების შესაძლებლობები
1. სტანდარტული აგრო სესხი
ბანკიდან დახმარების მიღება მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი პროექტების დაფინანსებას არ გულისხმობს. აგრო სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძვირადღირებული ტექნიკის შესაძენად, მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად თუ მეურნეობის მოსაწყობად, ასევე საოპერაციო ხარჯების დასაფარადაც, როგორიცაა:
- მუშახელის ანაზღაურება
- ტექნიკის დაქირავება
- ხვნა-თესვა
- შეწამვლა
2. აგრო სესხი დამწყები ბიზნესმენებისთვის
აგრო ბიზნესის წამოწყების ხელშესაწყობად, საქართველოს ბანკი გაძლევთ საშუალებას, ახალი პროექტები შემოსავლებისა და ბრუნვის დადასტურების გარეშე დაიწყოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ 36-დან 48 თვემდე პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ სესხის ძირის გადახდა. ასევე შესაძლებელია დაფარვის მოქნილი გრაფიკის შედგენა, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ სესხის დაფარვის პერიოდი მოსავლის აღებას მოარგოთ.
დაფინანსება შეგიძლიათ მიიღო მრავალწლიანი კულტურების, მათ შორის, ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის.
3. შეღავათიანი აგრო სესხი
საქართველოს ბანკი, სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით, ბიზნესის დასაფინანსებლად სპეციალურ პირობებსაც გთავაზობთ. მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია ისარგებლოთ სახელმწიფოს მიერ პროცენტის თანადაფინანსებით (სუბსიდიით). პროგრამა მოიცავს როგორც ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებას, ასევე კაპიტალურ ინვესტიციებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.
მაგალითად, თუ გჭირდებათ მზარდაჭერა ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა კულტურების დასათესად, მოსაყვანად და მოსავლელად, შეგიძლიათ ისარგებლოთ აგრო კრედიტით, რომელზეც 9%-იანი სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს.
4. საინვესტიციო სესხი
საქართველოს ბანკს აქვს 15%-მდე ქეშბექი საინვესტიციო სესხებზე, რომელიც სოფლის მეურნეობასაც მოიცავს: თუ ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივ ინიციატივაში, EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზში ჩაერთვებით, განხორციელებული ინვესტიციის 15%-მდე თანხას საგრანტო კომპონენტის სახით დაიბრუნებთ. ეს პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათ მიერ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.
საერთო ჯამში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მრავალფეროვან ფინანსურ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ქვეყანაში აგრო ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. თუკი ამ საქმიანობით ხართ დაინტერესებული, გახსოვდეთ, რომ ახალი სეზონისთვის ნიადაგის მომზადების პროცესში, საქართველოს ბანკი თქვენ გვერდითაა.