2 წუთი წასაკითხად
GTU-ს სტუდენტი ხარ? გაიგე, როგორ მოიპოვო სტიპენდია!
3 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ხარ GTU-ს სტუდენტი და ეძებ დაფინანსებას? გაიგე, როგორ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია, რა კრიტერიუმებია და რომელი ფაკულტეტები ფინანსდება. ყველა დეტალი შენთვისაა!
3 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის ახალ მასშტაბურ სასტიპენდიო პროგრამას იწყებს. თუ საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობ, შანსი გაქვს, რომ სწავლის საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ დაიფინანსო. სტიპენდიატების შერჩევა საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების კრიტერიუმსა და კონკურსზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტებსაც საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. თუ რა მოეთხოვებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის და რომელი ფაკულტეტები ფინანსდება, სწორედ ამ ბლოგში გიამბობთ.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა GTU-ის იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სტუდენტის აქტიური სტატუსი აქვთ და ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლების პირველი წელი უკვე დაასრულეს. რაც შეეხება შესარჩევ კრიტერიუმებს, უპირატესობა მიენიჭება მაღალ აკადემიურ მოსწრებას, კომუნიკაციის უნარს, პერსონალურ მოტივაციასა და ლიდერობის თვისებებს. GTU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი:
GTU-ის ამ ფაკულტეტების 4 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდება. ამის გარდა, დამატებით კიდევ ერთი არქიტექტურის სტუდენტი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურის სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის სტიპენდია სწავლის საფასურს სრულიად დააფინანსებს.
სასტიპენდიო კონკურსის პირველ ეტაპზე GTU-ის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმის დასტურად, რომ: არის საქართველოს მოქალაქე, აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი, დასრულებული აქვს ბაკალავრიატზე სწავლების პირველი წელი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ირიცხება. მეორე ეტაპი კი გასაუბრებაა, რომლის შესახებაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს, თამარ წერეთელს, ვესაუბრეთ.
“სტიპენდიით დაინტერესებული სტუდენტები უნდა მოემზადონ გასაუბრებისთვის, რომელსაც კომპეტენტური კომისია ჩაატარებს. კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები. გასაუბრებისას სტუდენტმა მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს თავისი კომუნიკაციის უნარი, ასევე, საკუთარ იდეებს ნათლად და ეფექტურად უნდა გამოხატავდეს. სტუდენტმა არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ მოტივაცია მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს. აპლიკანტმა კომისია უნდა დაარწმუნოს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ლიდერული უნარების დამადასტურებელი მტკიცებულებები მისი რეალური ლიდერობის უნარებისა და გამოცდილების მხოლოდ მოკლე აღწერაა“, — ამბობს თამარ წერეთელი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შერჩევის ეტაპი კი 22 ოქტომბერს დასრულდა. დამატებითი ინფორმაციის ნახვა როგორც GTU-ის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. 5 გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობას კი კომისია 4 დეკემბერს დაასახელებს.
2 წუთი წასაკითხად
3 ივლ. 2026
PLUS ქულები სტუდენტებისთვის: აღმოაჩინე, სად ხარჯავენ ყველაზე ჭკვიანურად. შეამცირე ყოველდღიური ხარჯები და მარტივად დააგროვე სასურველი ნივთისთვის!
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026