ლიტერატურა, ქეშბექი და გათამაშებები - თბილისის წიგნის დღეები საქართველოს ბანკთან ერთად
საქართველოს ბანკმა თბილისის წიგნის დღეებზე სტუმრებს სიახლეები შესთავაზა. გაიგეთ 30% ქეშბექის, სახალისო გათამაშებებისა და ავტორებთან შეხვედრების შესახებ.
ქართველ მკითხველებს 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით თბილისის წიგნის დღეებზე ტრადიციულად ექსპო ჯორჯიამ უმასპინძლა. წელს მკითხველთა საყვარელი ღონისძიების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი იყო. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სტუმრებს 3 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ავტორებს პირადად შეხვედროდნენ, სასურველი წიგნები შეეძინათ და საგანმანათლებლო სემინარებისთვისაც მოესმინათ. ტრადიციულად, თითოეულ გამომცემლობას საკუთარი სტენდი ჰქონდა მოწყობილი, სადაც მკითხველებს მათთვის საინტერესო წიგნების აღმოჩენა თავად შეეძლოთ. საქართველოს ბანკმა კი სტუმრებს სახალისო და სასიამოვნო სიურპრიზები დაახვედრა.
თბილისის წიგნის დღეებზე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის 30% ქეშბექი მოქმედებდა. ფესტივალზე საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით ან sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას თანხის 30 პროცენტი (მაქსიმუმ 50 ლარი) ისევ ანგარიშზე ბრუნდებოდა. საჩუქრებისა და სახალისო აქტივობების გარეშე არც სხვა მკითხველები დარჩენილან. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში საქართველოს ბანკის სივრცე იყო მოწყობილი, სადაც სამივე დღეს საინტერესო გათამაშებები ჩატარდა. გათამაშებების კითხვები ლიტერატურას ეხებოდა, რაც სტუმრებს ძალიან მოეწონათ, გამარჯვებულებს კი წიგნები და იდეათეკის ჩანთები გადაეცათ.
თბილისის წიგნის დღეებზე მკითხველები ავტორებთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან ხოლმე და გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა. ღონისძიების სტუმრებმა არაერთი წიგნის პრეზენტაცია მოისმინეს და ავტორებთან დისკუსიაც გამართეს. საქართველოს ბანკის მიერ მოწვეული სპიკერები კი ანა კორძაია-სამადაშვილი და ივაფეზუაშვილი იყვნენ. ანა კორძაია-სამადაშვილმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრა, ხოლო ივა ფეზუაშვილმა — თანამედროვე ქართულ რომანზე.
თბილისის წიგნის დღეებზე ყველა ასაკისა და ინტერესის მკითხველმა დრო საინტერესოდ გაატარა, რაც იმითაც დასტურდება, რომ წლევანდელ ღონისძიებას 16000-ზემეტიადამიანი დაესწრო. სახალისო გათამაშებებთან და აქტივობებთან ერთად, სტუმრებმა კულტურულ და შემეცნებით სემინარებსაც მოუსმინეს და რაც მთავარია, საქართველოს ბანკის სპეციალური ფასდაკლებითა და შეთავაზებებით ისარგებლეს.
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ