2 წუთი წასაკითხად
ფერმერთა დღე 2023: როგორ უჭერს მხარს ბანკი აგრობიზნესს?
20 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ფერმერთა დღე აძლიერებს ადგილობრივ წარმოებასა და ეკონომიკას. გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს საქართველოს ბანკი აგრობიზნესის განვითარებასა და ინოვაციებს 2023 წელს.
20 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტით ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებას. მათ შორის არანაკლებ პრიორიტეტულია აგრობიზნესის განვითარებაც.
ძლიერი აგრიკულტურული ბაზარი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხს, ზრდის დასაქმების შანსებსა და რეგიონების განვითარების პოტენციალს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც ადგილობრივი წარმოების მუდმივი მხარდამჭერი, ,,ფერმერთა დღის“ გენერალური სპონსორია.
ფერმერთა დღე საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. ღონისძიება 2015 წლიდან ტარდება და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება როგორც მონაწილეების, ისე დამსწრეების რაოდენობა.
პროექტი მიზანი ადგილობრივი წარმოებისა და მეწარმეების წახალისება, ფერმერების როლის ზრდა და მათი მაქსიმალური მხარდაჭერაა.
როგორც ფერმერები ამბობენ, ასეთი ღონისძიებები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციისა და პოპულარიზაციისთვის, არამედ კოლეგების გაცნობისა და ბიზნესისთვის საჭირო ახალი კონტაქტების მოძიებისთვის. ფერმერების ერთობლივი მუშაობა კი დადებით გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გამორჩეული ფერმერების დაჯილდოების ცერემონიაა. საპრიზო ნომინაციები საინტერესო და მრავალფეროვანია, აგრობიზნესის სხვადასხვა მიმართულების წახალისებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად: ქალი ფერმერების მოტივირება, საზღვრისპირა სოფლებში მეურნეობის განვითარება, წარმოების პროცესში გარემოს დაცვაზე ორიენტირება, მსჯავრდადებული ფერმერების წახალისება და ა.შ.
წელს წარმატებულ ფერმერებს პრიზები 11 ნომინაციაში გადაეცათ:
საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს აგრობიზნესების მხარდაჭერასა და ფერმერების წახალისებას. გაიგე მეტი საქართველოს ბანკის აგროპროდუქტებზე.
3 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
აღდგომა ახლოვდება. საზეიმო სუფრის მოსამზადებლად საუკეთესო პასკის, ღვინისა და აქსესუარების შერჩევის დრო დგება. ამ ყველაფრის ერთ სივრცეში აღმოსაჩენად და გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად, განჯინა სააღდგომო დიდ ფესტივალს აწყობს, სადაც დღესასწაულთან ერთად, ახალი სეზონის დადგომასაც იზეიმებს. ფესტივალს განჯინასთან ერთად 11 ქართული ბრენდი შემოუერთდება. ასე რომ, მისულ სტუმრებს ქართული პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი დახვდებათ. სადღესასწაულო შოპინგს კი კიდევ უფრო
2 წუთი წასაკითხად
1 დეკ. 2025
Touch Summit 25 აერთიანებს სტარტაპერებს, ინოვატორებსა და ლიდერებს. აღმოაჩინეთ ტექნო-ტრენდები, შეხვდით ინვესტორებს და ჩაერთეთ B2B ექსპოში. მოემზადეთ ცვლილებებისთვის!
5 წუთი წასაკითხად
20 ნოე. 2025
გაიგეთ, რას გვთავაზობს DataFest 2025: ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ექსპერტები გაგიზიარებენ უახლეს მიგნებებს. აღმოაჩინეთ AI-ის გავლენა ბიზნესზე, ჟურნალისტიკაზე და მომავალზე.
3 წუთი წასაკითხად
18 ივნ. 2025
საქართველოს ბანკი ლიდერობს AI ინოვაციებში. აღმოაჩინეთ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი საბანკო მომსახურებას, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებასა და აძლიერებს შიდა პროცესებს.
2 წუთი წასაკითხად
1 დეკ. 2025
5 წუთი წასაკითხად
20 ნოე. 2025