2 წუთი წასაკითხად
საქართველო ფორმაშია - საქართველოს ბანკის შეთავაზებები ისტორიულ მატჩზე საგულშემატკივროდ
19 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
მოემზადე ისტორიული მატჩისთვის! საქართველოს ბანკმა გულშემატკივრებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა: პირდაპირი ტრანსლაცია და ქეშბექები გელოდება.
19 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
„საქართველო ფორმაშია“ — წერეთლის გამზირზე თუ ჩაგივლია ბოლო დღეებში, ამ სლოგანით და ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმით მორთულ გაჩერებებს აუცილებლად შეხვდებოდი. ასე ემზადება დედაქალაქი ისტორიული მნიშვნელობის მატჩის, საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრის წინ.
საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, როგორც ვთქვით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა — ეს არის შანსი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხოლო თუ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ჩატარებულ თამაშებს გავითვალისწინებთ, ეს შესაძლებლობა რეალურია.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკმა, როგორც ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. წერეთლის გაჩერებებთან ერთად, შეიძლება ისიც შენიშნე, რომ მობილბანკის დიზაინი შეიცვალა — როგორც აპლიკაციის ლოგო, ასევე შიდა ვიზუალი. თუმცა, 21 მარტს უფრო საინტერესო ამბებიც გელოდება.
სულ არაა გასაკვირი, რომ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე დასასწრები ბილეთები თვალის დახამხამებაში გაიყიდა. მაგრამ თუ ბილეთის შეძენა რაიმე მიზეზით ვერ მოახერხე, არ იღელვო —პირდაპირი ტრანსლაცია შედგება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. სხვა გულშემატკივრებთან ერთად კი, ამაღლებულ საფეხბურთო განწყობასაც უკეთ შეიგრძნობ.
მატჩის ყურებას თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეძლებ, ქუთაისში — თეთრ ხიდთან, ბათუმში კი — ევროპის მოედანზე.
განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებს ქეშბექები, რომლებიც 21 მარტს ნამდვილად არ მოგაკლდება.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თამაშის ჩვენების დროს, ფუდკორტებზე და სასმელებზე 50%-იანი ქეშბექი იმოქმედებს.
მატჩის მიმდინარეობისას ქეშბექით ისარგებლებ კვებაზეც. Wolt-ზე 200-მდე ობიექტიდან 20:00 საათიდან 23:00 საათამდე გამოძახებისას თანხის 30% უკან დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 50 ლარი).
ამ ყველაფერთან ერთად კი, გულშემატკივრების საყვარელ პლატფორმაზე, ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფანშოპზე, 26 მარტამდე ასევე იმოქმედებს 50%-იანი ქეშბექი.
არც ის დაგავიწყდეს, რომ ფანშოპის პროდუქცია ყოველთვის ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი, თუკი საგულშემატკივრო ბარათი გაქვს. ბარათზე სხვა ექსკლუზიური შეთავაზებებიც მოქმედებს, მისი შეკვეთა კი შენთვის სასურველი დიზაინით და თანაც უფასოდ შეგიძლია საქართველოს ბანკის ციფრული არხებით.
3 წუთი წასაკითხად
30 აპრ. 2026
ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის რეალურ პრეტენდენტად იქცა. გაიგე ლეგენდების შეფასებები და მისი შანსები.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. 18 აპრილს, 20:00 საათზე, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების დედაქალაქ ტორსჰავნში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში ასპარეზობს, სადაც ჯამში 6 ჯგუფია წარმოდგენილი. ტურნირის წესების თანახმად, თუ ჩვენი გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს, ან საუკეთესო ორ მეორეადგილოსანს შორის მოხვდება,
2 წუთი წასაკითხად
10 ოქტ. 2025
უმნიშვნელოვანესი თარიღები ქართული ფეხბურთის ისტორიაში! საქართველოს ნაკრები ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. გაიგე, რატომ არის ეს თამაშები გადამწყვეტი და ვინ იბრუნებს ფორმას.
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2025
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იწყებს ბრძოლას. გაიგე მეტი მეტოქეების, ტაქტიკისა და ჩვენი შანსების შესახებ მუნდიალის საგზურისთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
10 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2025