2 წუთი წასაკითხად
რატომ და როგორ უნდა ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
21 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
რატომ არის ინგლისური საერთაშორისო ენა? აღმოაჩინე მისი მნიშვნელობა, მარტივი გზები მის ასათვისებლად და გაიუმჯობესე ცოდნა Kings ოლიმპიადაზე. გაიგე მეტი!
21 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
ალბათ გსმენია, რომ ინგლისური ყველაზე გავრცელებულ ენად მიიჩნევა. მაგრამ იცოდი, რომ ჩინური მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანისთვის არის მშობლიური ენა? ამ რეიტინგში ესპანური მეორე, ხოლო ინგლისური – მხოლოდ მესამე ადგილზეა.
მაშინ რატომ არის ინგლისური საერთაშორისო ენა?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მ, რომლის სახელმწიფო ენაც ინგლისურია, ყველაზე დიდი გავლენა მოიპოვა მსოფლიოს კულტურულ, ტექნოლოგიურ თუ კომერციულ სფეროებში.
ნელ-ნელა ინგლისური გახდა ტექნოლოგიების, ხელოვნების, მეცნიერების და რაც მთავარია, ინტერნეტის ენა. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი აღიარებულია ისეთი მუსიკალური ჟანრების სამშობლოდ, როგორებიცაა ჯაზი, ბლუზი, როკი, პანკი, ჰიპ-ჰოპი. საყვარელი მუსიკის ენა და პოპულარული შემსრულებლების სიყვარული კი ბევრ ადამიანს უბიძგებდა, გაეგოთ ინგლისური.
დღეს ინგლისურს უწოდებენ ,,Lingua Franca”-ს, ენას, რომელიც განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანების საკომუნიკაციო საშუალებაა. მსოფლიოს ირგვლივ ინგლისური მეორე ენა მილიარდზე მეტი ადამიანისთვისაა, ინფორმაციების ყველაზე დიდი ნაწილი კი სწორედ ინგლისურ ენაზე იქმნება.
ასე რომ, 21-ე საუკუნეში ინგლისურის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია. ინგლისური გეხმარება იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, მიიღო განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, დასაქმდე საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებში, ჩაერთო უცხოენოვან პროექტებში, იკითხო, მიიღო ინფორმაცია და უყურო ფილმებს ორიგინალ ენაზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინგლისურის ცოდნა კულტურულ ბარიერებს ამცირებს. აღარც მსოფლიო გეჩვენება ასეთი უზარმაზარი, როცა იცი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებ ადამიანებთან კომუნიკაციას.
ინგლისურის სწავლა სულაც არ არის რთული. ალბათ, ყველა თანხმდება რომ დღეს ენის სასწავლად მხოლოდ ლექსიკონის და გრამატიკის სქელი წიგნები აღარ გამოგადგება. ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაში ამისთვის ბევრად სახალისო და მარტივი გზები არსებობს. რამდენიმე რჩევას ჩვენც გაგიზიარებთ:
პირველ ტურში მონაწილეობა სრულიად უფასოა, მეორე ტურში გამარჯვებულები კი სხვა სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად მიიღებენ საგზურს კინგსის საზაფხულო ბანაკში. კინგსის ბანაკში დაუვიწყარ თავგადასავლებთან ერთად საშუალება გექნება, გაიცნო ახალი მეგობრები, რომლებთანაც ბევრ საერთო ინტერესს იპოვი.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით. რეგისტრაციის შემდეგ კი, საქართველოს ბანკისგან ლუპის ონლაინპლატფორმის პრემიუმ პაკეტი გადმოგეცემა საჩუქრად. პლატფორმაზე შეძლებ იპოვო საინტერესო გზები ინგლისურის გასაუმჯობესებლად. ტესტირება 15 ქალაქში ჩატარდება, ქალაქების სრულ ჩამონათვალს იპოვი ამ ბმულზე.
ოლიმპიადებში მონაწილეობა არის არა მხოლოდ შენი ცოდნის გამომჟღავნების, არამედ სუსტი მხარეების პოვნისა და გამოსწორების ასპარეზი. ასე რომ, არ შეწყვიტო განვითარება და დარეგისტრირდი კინგსის ინგლისურის ოლიმპიადაზე 23 მარტის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე და მიჰყევი ინსტრუქციებს. შესაძლოა ამ სეზონის ერთ-ერთ მომავალი გამარჯვებული სწორედ შენ ხარ!
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი დაიწყო. შეავსე აპლიკაცია ან წარადგინე შენი საყვარელი მასწავლებელი 25 მაისამდე.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026