3 წუთი წასაკითხად
"საოცარი ემოციაა, როცა ქვეყნის საუკეთესო პედაგოგებს შორის ხარ და გაღიარებენ“ - ინტერვიუ მასწავლებლების ჯილდოს ათეულის წევრ მარინე კვარაცხელიასთან
14 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
კარგ მასწავლებლებს შეუძლიათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. პედაგოგები ბავშვებს აძლევენ არა მხოლოდ განათლებას, არამედ უყალიბებენ მათ სწორ ღირებულებებს, ასწავლიან როგორ გახდნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
მოსწავლეების მსგავსად, მასწავლებლებსაც სჭირდებათ მოტივაცია, მათი შრომის დაფასება და აღიარება. სწორედ ამ მიზნებით და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, გლობალური ინიციატივის „Global Teacher Prize“- ის ფარგლებში, მასწავლებლების კონკურსს ახორციელებს.პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კონკურსი წელს მეცხრედ ტარდება. იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ამისათვის, ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, 30 მაისის ჩათვლით შეავსოს განაცხადი ვებგვერდზე: tprize.ge
ამასთან, გამორჩეული პედაგოგების ჯილდოზე ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის შესახებ უფრო დეტალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი, მარინე კვარაცხელია გვესაუბრება, რომელიც 35 წელზე მეტია აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში ქართულ ენისა და ლიტერატურას ასწავლის.
„კონკურსის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნის პირველივე წლიდან მაქვს, მაგრამ მაშინ მასში მონაწილეობის მიღება არ მიფიქრია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო თავიდანვე ძალიან პრესტიჟული პროფესიული კონკურსი გახდა და რამდენიმე წელმა ისე ჩაიარა, რომ მონაწილეობა ვერ გავბედე. ამ ნაბიჯის გადასადგმელად რაღაც მოტივაცია სჭირდება ალბათ მასწავლებელს, ვიღაც ან რაღაც მოტივატორი, რომ წაახალისოს“, – ამბობს ის.
პირველად ეროვნული ჯილდოს აპლიკაცია 2021 წელს შეავსო, მეორედ კი ბედი 2023 წელს სცადა. მარინეს თქმით, რომ არა მისი სადამრიგებლო კლასი, რომელმაც კონკურსზე წარადგინა, ალბათ ამ გადაწყვეტილების მიღებას კიდევ გადაავადებდა. ათეულთა კლუბის წევრი სხვა მასწავლებლებსაც მოუწოდებს, შეავსონ აპლიკაცია:
„ვიცი, რომ ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია საქართველოში. პირადად ვიცნობ ბევრ ისეთ პედაგოგს, რომელიც იმსახურებს ათეულთა კლუბის წევრობას, მაგრამ ისინიც ჩემსავით ვერ ბედავენ, მათაც სჭირდებათ მოტივატორი, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო მათ – შეავსონ აპლიკაცია, გადადგან ეს ნაბიჯი და აუცილებლად სცადონ“.
მისი თქმით, აპლიკაციის შევსებისას მასწავლებელი საკუთარ თავზე ბევრს აღმოაჩენს, გააკეთებს მისი საქმიანობის შეჯამებას და თუ რომელიმე მიმართულებით დამატებით ექნება სამუშაო, კონკურსში მონაწილეობას მომავალ წელს ცდის.
მარინე კვარაცხელია 1989 წლიდან ასწავლის. როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, ყოველთვის იყო მოსწავლის მეგობარი და მრჩეველი, ითვალისწინებდა მათ აზრს. ის ახალგაზრდებს სთავაზობს საინტერესო და შემოქმედებით დავალებებს, ხშირად იყენებს როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დისკუსიებს, პროექტებით სწავლებას. ზრუნავს კოლეგების პროფესიულ განვითარებაზეც – მარინე კვარაცხელიას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა შვიდი რაიონული კონფერენცია. ამავე მიზნით ის ასევე არის საგანმანათლებლო რესურსებისა და სტატიების ავტორი.
ათეულთა კლუბის წევრობაზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა მასწავლებლებს ახალი კავშირების დამყარებასა და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება:
„შეიძლება იფიქროთ, რომ აი მიიღეთ მონაწილეობა პროფესიულ კონკურსში, გახდით ათეულის წევრი და მორჩა, ამით დამთავრდა ყველაფერი… მაგრამ ასე არ არის, პირიქით – ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ გაჩერების საშუალებას არ გაძლევს. თუნდაც შენი სკოლის ფარგლებში, შენი მოსწავლეებისა და მშობლების, კოლეგების წინაშე გრძნობ გაათმაგებულ პასუხისმგებლობას, რომ აკეთო კიდევ უფრო მეტი. გარდა ამისა, შენ ეს გაძლევს ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლებთან ურთიერთობისა და საინტერესო პროექტებში ჩართვის შანსს… კონკურსში მონაწილეობით ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება და პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა გაქვს“, – განმარტავს მარინე.
გვეუბნება, რომ მატერიალური წახალისება იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც იმის აღიარება, რომ „შენს საყვარელ საქმეში საუკეთესო ხარ“, ეს კი „საოცარი ემოცია, საოცარი ბედნიერების განცდაა“.
მარინე კვარაცხელიას თქმით, კონკურსში მონაწილეობის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა, მიეცა მოტივაცია მონაწილეობა მიეღო პრემია „ჩვენ ვეფხისტყაოსანში“, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა.
„ძალიან მიყვარს ბავშვები, ჩემი საგანი და პროფესია, თავიდან რომ ვაკეთებდე არჩევანს, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი. უბრალოდ ჩემს თავს სხვა სფეროში ვერც კი წარმოვიდგენ. ძალიან ბევრი გამორჩეული მასწავლებელი გვყავს ქვეყანაში და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მისი პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობაა. ვიტყოდი, რომ ამ კონკურსმა მიზანი უკვე შეასრულა, ამას მოწმობს ის, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი გვყავს. მადლობა საქართველოს ბანკს, რომელიც მთავარი სპონსორი გახდა, მადლობა, რომ პრიორიტეტი თქვენთვის განათლებაა, რადგან მომავალი განათლებაშია“, – ამბობს მარინე კვარაცხელია.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026