2 წუთი წასაკითხად
ბოლო ზარი: ნინი ნუცუბიძის რჩევები სტუდენტური ცხოვრებისთვის
20 მაი. 2025
2 წუთი წასაკითხად
ცხოვრების განმავლობაში ცოტა მოვლენა თუ გვამახსოვრდება ისეთი სიმძაფრით, როგორც ბოლო ზარი. ამ დღის მოახლოებასთან ერთად, სკოლის დამთავრების სიხარულს თან სევდა და ნოსტალგიაც ერევა. გრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი უკან ჩამოიტოვე, რასაც ვეღარასდროს დაუბრუნდები. თუმცა, ამ სევდას საბოლოოდ მაინც სიხარული გადაწონის, რადგან იცი, რომ წინ ბევრი შესაძლებლობა და საინტერესო სიახლე გელოდება. ბოლო ზარი სწორედ ამ ემოციების – მოლოდინის, სიხარულის, ნოსტალგიისა და სასიამოვნო მღელვარების გამაერთიანებელი დღეა, რომელსაც ყველა მოსწავლე სხვადასხვაგვარად იხსენებს.
ბოლო ზარის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო თეთრი პერანგია, რომელიც გარდა მეგობრების სამსახსოვრო წერილებისა, ტრადიციად ქცეულ, ინდივიდუალურ ილუსტრაციასაც ინახავს ხოლმე. ეს პატარა ილუსტრაცია წლების შემდეგ საოცარი ძალით აცოცხლებს და ახსენებს ადამიანს საკუთარ ბავშვობას, გონებაში აღადგენს იმას, თუ რა უყვარდა და რა იყო მისთვის ღირებული წლების წინ. ნინი ნუცუბიძემ სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა.
როგორი იყო შენი ბოლო ზარის თეთრი პერანგი, თუ დაახატე რამე განსაკუთრებული და რატომ?
ჩემი ბოლო ზარის პერანგს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი არტისტის, ჟან მიშელ ბასკიას სხვადასხვა ნახატებიდან ამოღებული დეტალები ეხატა, რასაც დაემატა ჩემი მეგობრების, ტუსია და ნიკაკოის წარწერები, რომლებიც შემთხვევით შემხვდნენ ბოლო ზარის შემდეგ.
რას ურჩევდი მომავალ სტუდენტებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გადასვლისას?
როგორც ამჟამინდელი სტუდენტი, მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ სიახლეებისა და ახალი გამოწვევების შიში არ ჰქონდეთ. ბუნებრივია, რომ თავიდან ყველაფერი ბუნდოვანი და რთული ჩანს, მაგრამ სწორედ ამ სირთულეების გადალახვა გვაყალიბებს ჩვენთვის მოსაწონ ადამიანად თუ პროფესიონალად. ასევე, ეს შიში ცხოვრების ყველა ეტაპს და ახალ გამოწვევას ახლავს სხვადასხვა ფორმით და თუ ასე არ არი, you better go big.
შენს ბოლო ზარზე დაბრუნების შესაძლებლობა რომ გქონდეს, რას ეტყოდი საკუთარ თავს?
I think we got it 🙂
თავგადასავლების ამ გზაზე, როდესაც პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამ და ახალ ყოველდღიურ ცხოვრებას იწყებ, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი შენი მთავარი კომპანიონი შეიძლება გახდეს – სასურველი დიზაინის ბარათს ონლაინ ძალიან ადვილად შეუკვეთავ. ბარათს სამგზავრო შეღავათი, უფასო საბანკო სერვისები, ჯანდაცვის პროგრამა, სტუდენტური შეთავაზებები და სხვა მრავალი უპირატესობა მოყვება.