2 წუთი წასაკითხად
ჰიტას რჩეული მასწავლებელი | „ყველა ბავშვი იმსახურებს მასწავლებელს, რომელიც თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს“
3 ივნ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ შეუძლია ერთ მასწავლებელს ბავშვის მომავლის განსაზღვრა და მასში თავდაჯერებულობის გაღვივება. აღმოაჩინე შთამაგონებელი ამბავი და მათი ფასდაუდებელი როლი.
3 ივნ. 2025
2 წუთი წასაკითხად
„მგონია, რომ სკოლის წლებიდან ყველას გვახსოვს ერთი განსაკუთრებული მასწავლებელი მაინც. მაგრამ ეგეთი მასწავლებლები საერთო სურათიდან გამორჩეულები არიან, ყველაზე უბრალო სიტყვებით თუ ქცევებით ბავშვების მოგონებებს, განწყობებს გვიცვლიან.
მე ვიცი მასწავლებელი, რომელმაც დაწყებით კლასებში აღმოაჩინა ჩემი ძლიერი მხარე და თითქოს საიდუმლოდ ინახავდა ჩემთან ერთად. ყველა ბავშვი განსხვავებულია, ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგის სპორტის, ზოგს ხატვის და ცეკვის, მე არაფერი გამომდიოდა, მე-2 კლასში კლასის დამრიგებელმა, ქეთინო კოსტავამ, საკლასო დავალება მოგვცა და სანამ ბავშვები მუშაობდნენ, სხვა მასწავლებელთან ერთად უფროსი კლასელებისთვის გამოცანებს განიხილავდა. მე ვუსმენდი, მივედი და პასუხი ვუთხარი. იმის შემდეგ სხვანაირად დავმეგობრდით, სულ მაძლევდა გამოცანებს, კლასგარეშე კითხვებს. დედაჩემს ეუბნებოდა, ეს ბავშვი გენიოსიაო. თავდაჯერებული გავხდი და განსაკუთრებულად ვიგრძენი თავი. მგონია, რომ მეორე კლასში ნაპოვნი თავდაჯერებულობა მთელი ცხოვრება თან გამომყვა.
ქეთინო მასწავლებელი არასდროს მექცეოდა ბავშვურად, დიდებივით ვსაუბრობდით და ვფიქრობდით. სკოლაშიც თავისუფალი და ბედნიერი მივდიოდი, რადგან იქ მასწავლებელი კი არა მეგობარი მეგულებოდა, რომელსაც გულს გადავუშლიდი ნებისმიერ დროს.
ოღონდ, მე არ ვიყავი კლასში გამორჩეული, ყველა ბავშვთან ინდივიდუალური ურთიერთობა ჰქონდა, ყველას ინტერესებს უსმენდა, იმას აკეთებინებდა, რაც მოსწონდათ.
მასწავლებლობის ხელოვნებაც ეგ არის, ყველას ვერ გამოუვა მათემატიკა, წერა, ხატვა, ფიზიკა, მაგრამ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც საერთოდ არაფერი შეუძლია. მასწავლებელმა უნდა იპოვოს ეგ პატარა ნიჭი, თუ შესაძლებლობა და დაეხმაროს განვითარებაში. პატარაობაში განცდილი ემოციები, მოსმენილი სიტყვები და ამბები განსაზღვრავს, როგორი იქნები დიდობაში.
„ყველა ბავშვი იმსახურებს მასწავლებელს, რომელიც თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს“
თუ შენც იცი გამორჩეული მასწავლებელი და გინდა, ყველას გააცნო, გადადი ბმულზე და გაგვიზიარე საინტერესო ამბავი, რომელიც მასთან გაკავშირებს.
საქართველოს ბანკი ეძებს განსაკუთრებულ მასწავლებლებს, უცნობ და საინტერესო ისტორიებს. წელს კომპანია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. პროექტი The Global Prize – ის ფარგლებში მასწავლებლების წახალისებისა და დაფასების მიზნით ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, გამარჯვებულის ვინაობა კი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გვეცოდინება.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026