„ევერესტი“ საქართველოში გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია. ეს ბლოგი „ევერესტის“ აღმოჩენაზე – 9 წლის დამიანეზე მოგიყვება.
ოდესმე გიფიქრია, რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო? ნიჭი? შრომა? ჟინი? ალბათ ყველაფერი ერთად. დამიანე მამრიკიშვილი კი სამივეს აერთიანებს. ის „ევერესტის“ სამგზის ჩემპიონია.
დამიანესთვის ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დაიწყო:
ჩემი ძმა მეცადინეობდა და მეც მომეწონა
ამ პატარა მომენტმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ბავშვური ინტერესი დღეს უკვე შთამბეჭდავ ჩემპიონობად იქცა.
შეიძლება იფიქრო, რომ ამხელა წარმატებას მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით მიაღწია, მაგრამ თავად დამიანე ასე არ ფიქრობს. მართალია, ის მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ უკვე კარგად ესმის, რომ წარმატება შემთხვევით არ მოდის.
მათემატიკა კარგად გამომდის, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ
მის სიტყვებში იგრძნობა ის შრომა და თავდადება, რასაც წარმატება მოაქვს. ეს არის ნამდვილი ჟინი, რომელიც არ ასვენებს.
დამიანე თანატოლებს ძალიან უბრალო და გულწრფელ რჩევას აძლევს:
წარმატებისთვის ბევრი იმეცადინონ
მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია ჟინიან ადამიანებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებს განათლების გზაზე.
გადადი ბმულზე Ganatleba.bog.ge და დაათვალიერე რა შესაძლებლობებს გთავაზობს საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით.