2 წუთი წასაკითხად
STEM სკოლის მასწავლებელი: "მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, რომელშიც ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ"
18 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინეთ STEM სკოლის ინოვაციური მიდგომა, რომელიც მოსწავლეებს მომავლისთვის ამზადებს. მარეხი მაზანაშვილი გიზიარებთ, როგორ ქმნიან ლიდერებს ექსპერიმენტებით.
18 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
მოსწავლეებისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ის სასწავლო გარემოა, სადაც კითხვებზე პასუხების ძიება სახალისო და სასიამოვნო პროცესია. STEM სკოლის მასწავლებლები სწორედ ასეთ თავისუფალ სივრცეს ქმნიან – სადაც კითხვების დასმა, ცნობისმოყვარეობა წარმატების მთავარი გასაღებია.
STEM სკოლა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, იდეის ირგვლივ კი სფეროში წარმატებული პროფესიონალები გაერთიანდნენ.
მარეხი მაზანაშვილი STEM სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი და საინჟინრო ფიზიკის დოქტორია. წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობდა. 2022 წელს კომაროვის სკოლამ არჩევითი საგნის, ციფრული ინჟინერიის, მასწავლებლად მიიწვია. სწორედ მაშინ დაიბადა საქართველოს ბანკთან ერთად STEM სკოლის შექმნის იდეა. მარეხი STEM სკოლის მოდულების ავტორი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელიცაა.
ყველაზე ინოვაციური სკოლის სასწავლო გეგმის შექმნაზე პროფესიონალებმა იმუშავეს და ტრადიციული მეთოდებისგან სრულიად განსხვავებული მოდულები შექმნეს:
სასწავლო პროგრამა 3-მოდულიანია. თითოეული მოდული 4 თვიანია. პირველი მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის და პროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს, სენსორებიდან ინფორმაციის წაკითხვას. მეორე და მესამე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს. მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა პროექტებს მიკროკონტროლერით, პროგრამირების ენით C++ სენსორებით და ელექტრონული კომპონენტებით
მარეხი გვეუბნება, რომ წარმატებისთვის ინტერესი და ნიჭი საკმარისი არ არის, მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, რომელშიც ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ და ცოდნას პროფესიონალებისგან მიიღებენ ბარიერების გარეშე.
ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ისეთი სფეროები, როგორიცაა რობოტიკა, პროგრამირება, ელექტრონიკა. თუ ისინი დაინახავენ, რომ STEM ცოდნას რეალური წარმატების მოტანა შეუძლია, დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც პროექტის მენეჯერი, ყოველთვის ვფიქრობ პროექტის მასშტაბების გაზრდაზე, ისე რომ შევინარჩუნოთ მთავარი მიზანი და ხარისხი. დიდი სურვილი მაქვს, ეს გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ბავშვებს და ისინიც ჩავრთოთ პროექტში
STEM სკოლა არის ადგილი, სადაც მასწავლებლის ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი ქმნის მომავალ ლიდერებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტი თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და ინოვაციური იდეების წახალისებაა უკეთესი მომავლისთვის. კომპანია მომავალშიც განაგრძობს იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან განვითარების გზაზე.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026