Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს: ლუიზა ჩალათაშვილის გზა იურისტობიდან ფოტოგრაფობამდე

საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს განათლებას და ადამიანებს, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს. ჩვენი რწმენით, განათლება ის მთავარი გასაღებია, რომელიც ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. სწორედ ამიტომ, არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვაფინანსებთ.

ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი პროფესიული აკადემიების და სასწავლებლების სტიპენდიაა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, სრული დაფინანსებით დაეუფლოს ახალ პროფესიას. პროფესიის შეცვლა და ახალი გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას მოითხოვს – სწორედ ასეთი ნაბიჯის შესახებ მოგვითხრობს ლუიზა ჩალათაშვილის ისტორია.

იურისტის საქმიანობა, საჯარო სამსახური და პროფესიული სტაბილურობა დღისით, ფოტოგრაფია და შემოქმედებითი თავისუფლება – საღამოობით. ასე ცხოვრობდა ლუიზა ჩალათაშვილი წლების განმავლობაში, სანამ ერთ დღესაც არ გადაწყვიტა, რომ დროა ორი პარალელური ცხოვრებიდან ერთი აერჩია.

ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ახლა ფოტოგრაფი ვარ, თუმცა სულ სხვა პროფესიული წარსული მაქვს – გვიყვება ლუიზა.

საჯარო სამსახურში მუშაობისას ლუიზა ხშირად გრძნობდა შინაგან წინააღმდეგობას. პროფესიული მოვალეობები ხშირად მის პირად ღირებულებებს ეჯახებოდა.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის გზა, რისი გავლაც მსურდა. ამ დროს ის მომენტი გავიხსენე, როცა კამერა პირველად აღმოჩნდა ჩემ ხელში

იურისტად მუშაობა ბევრისთვის ოცნების პროფესიაა – სტაბილური, პრესტიჟული, კარგად ანაზღაურებადი. თუმცა ლუიზამ გადაწყვიტა, რომ მისთვის მთავარი იყო ეკეთებინა ის, რაც სიხარულს ანიჭებდა.

ის ნაბიჯიც ჟინმა გადამაგმევინა, ჩემი ჰობი პროფესიად მექცია და იურისტის კარიერას დავმშვიდობებოდი. რაც დრო გადის მეტად მაქვს განცდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე

ფოტოგრაფიაში პროფესიულად გადასვლა მარტივი არ ყოფილა. ახალი გამოწვევები, ახალი პასუხისმგებლობები, კონკურენცია და ეჭვები – ეს ყველაფერი ლუიზას გზაზე დახვდა.

როდესაც ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიულად იწყებ საქმიანობას, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა გაქვს და საკუთარ თავსაც მეტს თხოვ, მაგრამ ეს სირთულე არაა, პირიქით – განვითარების შესაძლებლობაა

ლუიზას ხელწერა ფოტოგრაფიაში განსაკუთრებულია. ის არ ცდილობს ბუნებრივი სილამაზის ხელოვნურად “გაუმჯობესებას” და სწორედ ამით ახერხებს ჭეშმარიტების დაჭერას კადრში.

ფოტოებს ძირითადად ბუნებრივ განათებაში ვიღებ, მინიმალური ჩარევით. კარგად თუ დააკვირდებით, ჩვენ გარშემო ყველაფერი იმაზე შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს

ლუიზას ისტორია გვახსენებს, რომ პროფესიული ცვლილება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საჭიროა მხოლოდ პირველი ნაბიჯი.

ცხოვრებაში არაფერია დაგვიანებული, ახლის ძიება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა

ეს გაკვეთილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც პროფესიები სწრაფად იცვლება. უკვე იშვიათია მთელი ცხოვრება ერთი სპეციალობით მუშაობა. უფრო ხშირად, წარმატებული კარიერა რამდენიმე პროფესიის ცვლილებას გულისხმობს. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია, მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას და მივყვეთ იმ გზას, რომელიც ნამდვილად გვიზიდავს.

თუ ფოკუსს გაასწორებ და შენ სურვილებს გულისყურით მოუსმენ, ჟინი აუცილებლად გიჩვენებს გზას, რომელიც შენია

რა თქმა უნდა, პროფესიის შეცვლა ადვილი არ არის. ეს გამბედაობის გარდა, ხშირად ფინანსურ რესურსებსაც მოითხოვს. მაგრამ ეს შედეგი ღირს რისკად.

შეიძლება პირველი ნაბიჯი რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ ხვდები, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა

ხშირად გვგონია, რომ ახალი პროფესიის შესწავლა მხოლოდ ახალგაზრდების საქმეა. სინამდვილეში, სწავლის სურვილს ასაკი არ აქვს. ნებისმიერ დროს შეგიძლია ცხოვრება ახალ ფურცელზე გადაშალო და სრულიად განსხვავებული მომავალი შექმნა.

როგორც ლუიზამ აირჩია თავისი გზა, შენც შეგიძლია გადადგა ეს ნაბიჯი. საქართველოს ბანკის სტიპენდია გაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ მოგზაურობაში ფინანსური ბარიერი არ შეგექმნას. პროგრამა სხვადასხვა სფეროს მოიცავს და წამყვან პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში 100%-ით აფინანსებს სწავლის გადასახადს.

გაიგე ყველაფერი საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე: stipendia.bog.ge

დარეგისტრირდი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს