Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გიფიქრია, დახარჯული თანხის დაბრუნება რომ შეგეძლოს? ყველაფერი გადახდის განვადებაზე

23 ოქტ. 2025

ყველა ჩვენგანს გვქონია სიტუაცია, როდესაც ფულს ვხარჯავთ და მერე ვხვდებით, რომ ეს თანხა სხვა რამეში გვჭირდება. იქნება ეს შესაძლებლობა, რომლის გამოტოვებაც არ გვსურს, თუ მოულოდნელი ხარჯი, რომელსაც წინასწარ ვერ გავთვლიდით.

მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ საქართველოს ბანკის გადახდის განვადებით შესაძლებელია თანხა დაიბრუნო მას შემდეგაც კი, რაც უკვე გადაიხადე?

რა არის გადახდის განვადება და როდის გამოგადგება?

გადახდის განვადება საშუალებას გაძლევს, სადებეტო ბარათით გადახდილი თანხა უკან მიიღო.

ამ პროდუქტით ბოლო 14 დღეში გადახდილი 200-დან 5,000₾-მდე თანხის დაბრუნება და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარვა შეგიძლია.

გადახდის განვადების შემთხვევაში, გაცემის და წინსწრების საკომისიოს არ იხდი. ეს ნიშნავს, რომ სერვისის აქტივაციას და თანხის სრულად დაფარვას ნებისმიერ დროს, დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლებ. ეფექტური ლარში კი 19%-დან იწყება.

ეს პროდუქტი განსაკუთრებით გამოგადგება სიტუაციებში:

  • როდესაც გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გჭირდება თანხა, რაც სხვა რამეში გადაიხადე
  • როდესაც გსურს, მსხვილი შენაძენის ღირებულება დროში განავადო

წარმოიდგინე სცენარი: ყიდულობ ახალ ლეპტოპს 3000 ლარად. ორი დღის შემდეგ კი მოულოდნელი ხარჯი გაგიჩნდა. ახლა საჭიროა ის თანხა, რომელიც ლეპტოპში გადაიხადე.

მობილბანკში შესვლისას პოულობ გადახდის განვადების ფუნქციას, ირჩევ ლეპტოპის ხარჯს, აჭერ “გადახდის განვადებას” და რამდენიმე წუთში 3000 ლარი კვლავ ხელმისაწვდომია შენს ანგარიშზე.

რა უნდა გავითვალისწინო?

გადახდის განვადებით სარგებლობისას გახსოვდეს:

გადახდის განვადება მოქნილი პროდუქტია, რომლითაც მოულოდნელ ხარჯებს მარტივად გაუმკლავდები.

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს