Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

sCoolApp-ის ტრივიას ახალი სეზონი იწყება - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

რამდენად ხშირად გაოცებს შვილი ერთი შეხედვით უსარგებლო, მაგრამ საინტერესო ფაქტებით? საინტერესო ფაქტების ცოდნა აქამდე შესაძლოა უბრალოდ ზოგადი განათლების ნაწილი იყო, sCoolApp-ის ტრივიას ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად კი ეს ცოდნა ისევ რეალურ ჯილდოდ იქცევა.

რა არის sCoolApp-ის ტრივია?

ტრივია არის შემეცნებით-გასართობი თამაში, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ქართული ზღაპრების მოტივებზე აგებულ სამყაროში ბავშვებს მეგზურობას დევი და ფასკუნჯი უწევენ, სადაც ისინი სხვადასხვა თემატურ კითხვაზე პასუხით პრიზებს აგროვებენ. ამ საინტერესო კრეატიულ კონცეფციაზე Redberry-მ იმუშავა, კითხვებზე კი მწერალი მინდია არაბული და “რა? სად? როდის?”-ის ცნობილი მოთამაშეები: ბექა ხოჯავა და პანტე სოხაძე მუშაობდნენ.

თუ წინა სეზონში თემები კინოს და სუპერგმირებს მოიცავდა, ახალ სეზონში შეხვდები:

  • STEM
  • მუსიკა
  • ტექნოლოგიები
  • მითოლოგია & ლეგენდები
  • ბუნება & ცხოველები
  • Gaming
  • პოპკულტურა
  • გეოგრაფია

როგორ მუშაობს ტრივია?

თამაშის მექანიკა მარტივი და საინტერესოა:

🌟 ვარსკვლავები და მონეტები: ყოველ სწორ პასუხზე მოსწავლე იღებს ვარსკვლავებს, ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კი 5 მონეტას აგროვებს.

❤️ მცდელობები: დღის განმავლობაში მოთამაშეს 3 მცდელობა, ანუ „სიცოცხლე“ აქვს. ყოველი არასწორი პასუხი ერთ მცდელობას აკლებს.

🔄 დამატებითი შანსები: თუ მოთამაშე ყველა სიცოცხლეს ამოწურავს, მას შეუძლია 2 მონეტად დამატებითი მცდელობა იყიდოს. ამ ფუნქციის გამოყენება დღეში მაქსიმუმ სამჯერაა შესაძლებელი.

🔥 უწყვეტი ცეცხლი: მონეტების მისაღებად აუცილებელია, მოსწავლემ შეინარჩუნოს „უწყვეტი ცეცხლი“ და ყოველდღე უპასუხოს კითხვებს. თამაშის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელება (დღეში მინიმუმ 1 სწორი პასუხი) მოსწავლეს „ცეცხლს“ უნარჩუნებს და მეტი ვარსკვლავის დაგროვებაში ეხმარება.

❄️ ცეცხლის გაყინვა: თუ მოსწავლემ იცის, რომ მეორე დღეს თამაშს გამოტოვებს, მას შეუძლია 5 მონეტად „ცეცხლის გაყინვის“ ფუნქცია წინასწარ შეიძინოს და უწყვეტი რეჟიმი შეინარჩუნოს.

დაგროვებული მონეტებიდან რეალურ საჩუქრებამდე

ტრივიას ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ დაგროვილი მონეტები რეალურ საჩუქრებში იცვლება. ტრივიას მარკეტში მოსწავლეებს სხვადასხვა პრიზი დახვდებათ:

  • ბიბლუსის, პეპელასა და XS toys-ის ვაუჩერები
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთის მატჩზე ბილეთები
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მაისურები
  • სხვა საინტერესო, განახლებადი საჩუქრები

გართობა მეგობრებთან ერთად

თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება მეგობრების ჩართულობით. ახალ სეზონში მოსწავლეებს მთელ საქართველოში შეუძლიათ, წარმოადგინონ საკუთარი სკოლა და კლასელებთან ერთად იასპარეზონ, 10 საუკეთესო სკოლა კი, რომელიც საშუალოდ ყველაზე მეტ ვარსკვლავს დააგროვებს, ლიდერბორდზე გამოჩნდება.

🏅 ლიდერების დაფა: ეს არის სივრცე, სადაც შენი შვილი საკუთარ, მეგობრებისა და სკოლის პროგრესს მიადევნებს თვალს.

👭 მეგობრის მოწვევა: რაც მეტი მეგობარი ჩაერთვება, მით უკეთესი. თუ შენი შვილი მეგობარს მოიწვევს და ის sCoolApp-ში დარეგისტრირდება, ორივე 5-5 მონეტას მიიღებს საჩუქრად. ამ გზით მაქსიმუმ 25 მონეტის დაგროვებაა შესაძლებელი.

ასე რომ გაიაქტიურეთ მოსწავლის ბარათი, გადმოწერეთ sCoolApp, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით ბავშვებს შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციონ!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს