Logo
ბლოგი
Time icon

5 წუთი წასაკითხად

AI ექსპერტები თბილისში: ვის და რატომ უნდა მოვუსმინოთ DataFest 2025-ზე?

გაიგეთ, რას გვთავაზობს DataFest 2025: ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ექსპერტები გაგიზიარებენ უახლეს მიგნებებს. აღმოაჩინეთ AI-ის გავლენა ბიზნესზე, ჟურნალისტიკაზე და მომავალზე.

ხელოვნური ინტელექტის გარშემო საუბარი ხშირად ორ უკიდურესობას შორისაა: დისტოპიური შიში ან უტოპიური აღფრთოვანება. რეალობა კი, როგორც წესი, გაცილებით ჩახლართული და, შესაბამისად, საინტერესოა. 

27-29 ნოემბერს, თბილისი სწორედ ამ რეალობის ეპიცენტრი ხდება DataFest Tbilisi 2025-ზე. როგორც ღონისძიების მთავარი პარტნიორი, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში AI ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.

სამი დღის განმავლობაში, ტექნოლოგიური სამყაროს გიგანტები – Microsoft, Google, Mozilla, GitHub და სხვა – თბილისში იკრიბებიან იმის გასაზიარებლად, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება ბიზნესში, ჟურნალისტიკასა თუ ადამიანის უფლებების დასაცავად.

თანაც, საქმე მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებს არ ეხება. ჩვენი გუნდი – მიშა ნადარეიშვილი, ანანო ჯაოშვილი, არჩილ კობალაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი, საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, რომ ვნახოთ, როგორ იქცევა მსოფლიო ტრენდები კონკრეტულ, გაზომვად შედეგებად საქართველოში.

ფესტივალის პროგრამა ათობით სპიკერს, ვორკშოპსა და დისკუსიას აერთიანებს, რომლებიც რამდენიმე სივრცეში წარიმართება. შეუძლებელია, ყველაზე ვისაუბროთ, ამიტომ შევარჩიეთ რამდენიმე გამორჩეული გამომსვლელი, რომ უკეთ წარმოიდგინო, რას უნდა ელოდო ფესტივალისგან.

ფატოს ისმალი | Microsoft-ის მთავარი AI არქიტექტორი

🟠 გამოსვლა: “The Anatomy of a Production-Ready Multi-Agent Architecture” – 27 ნოემბერი, 14:00, Pullman Tbilisi-ის მთავარი სცენა.
🟠 ვორკშოპი: “Giving AI a Voice: Deploying a Production-Grade Call Automation System” – 28 ნოემბერი, 13:00, Pullman Tbilisi-ის შეხვედრების ოთახი 1.


ფატოს ისმალი Microsoft-ის მთავარი AI არქიტექტორია. მისი გამოსვლის თემა, „წარმოებისთვის მზა მრავალაგენტიანი არქიტექტურის ანატომია“, ერთი შეხედვით, შეიძლება რთულად ჟღერდეს, თუმცა მის უკან ორი ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი იდეა დგას. „მრავალაგენტიანი” სისტემა გვთავაზობს, დავივიწყოთ წარმოდგენა AI-ზე, როგორც ერთ მარტოსულ გენიოსზე და წარმოვიდგინოთ ის სპეციალისტების გუნდად, სადაც თითოეულ წევრს საკუთარი დავალება აქვს. 

ბენ აუფარტი | მონაცემთა მთავარი ოფიცერი, Chelsea AI Ventures

🟠 გამოსვლა: “Why open-source LLMs are the future of enterprise AI” – 27 ნოემბერი, 13:40, Pullman Tbilisi-ს მთავარი სცენა.
🟠 ვორკშოპი: “Designing secure, customised, and sovereign LLM workflows” – 29 ნოემბერი, 12:00, Stamba workshop space II.

DataFest-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა ბენ აუფარტია – ადამიანი, რომლის მიერ შექმნილმა თაღლითობის აღმომჩენმა სისტემებმა კომპანიებს £60 მილიონი დაუზოგა. თავის გამოსვლაში ის ისაუბრებს სტრატეგიულ არჩევანზე დახურულ (კორპორაციების მიერ კონტროლირებად) და ღია კოდის AI მოდელებს შორის და წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რატომ შეიძლება ღია ალტერნატივები ბიზნესისთვის უფრო გონივრული იყოს.

ტარი სინჰი | CEO, DK AI Holding

🟠 გამოსვლა: “Organizational competitiveness: Becoming a 10x organization with Agentic AI” – 27 ნოემბერი, 13:20, Pullman Tbilisi-ს მთავარი სცენა.
🟠 ვორკშოპი: “Building an agentic AI ready solution + hands on AI Canvas exercise” – 28 ნოემბერი, 11:00, Pullman Tbilisi-ის შეხვედრების ოთახი 1.

ტარი სინჰი ხელოვნური ინტელექტის სფეროში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ისაუბრებს “აგენტურ AI”-ზე – სისტემებზე, რომლებიც ბრძანებების შესრულების გარდა, დამოუკიდებლად გეგმავენ და მოქმედებენ მიზნების მისაღწევად. ის ასევე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) AI4Health ინიციატივის თანადამფუძნებელი და მონაწილეობდა ევროპის პირველი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული AI სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში.

მიშა ნადარეიშვილი | მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს ბანკი

🟠 გამოსვლა: “Turning AI hype into real value: The Bank of Georgia experience” – 27 ნოემბერი, 13:00, Pullman Tbilisi-ს მთავარი სცენა.

ხელოვნური ინტელექტის დაპირებები საბანკო სფეროში უსაზღვროა, მაგრამ როგორ იქცევა ეს ხმაური გაზომვად, რეალურ ღირებულებად? ამ კითხვას მიშა ნადარეიშვილი უპასუხებს. თავის გამოსვლაში მიშა გაგვიზიარებს „წარმატების ფორმულას“ და გვიჩვენებს, როგორ იყენებენ GenAI-ს მომხმარებლის გამოცდილების, გაყიდვებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. ეს არის შანსი, მოისმინოთ, როგორ მუშაობს AI მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკში.

ლუკა მდივანი | პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, GitHub

🟠 ვორკშოპი: “Building with AI: Beyond Models and into Systems You Can Trust – lessons from GitHub Copilot Chat” – 29 ნოემბერი, 16:30, Stamba workshop space I.

ალბათ, გსმენია AI-ასისტენტების შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია GitHub Copilot, რომელიც პროგრამისტებს კოდის წერაში ეხმარება. ლუკა მდივანის ვორკშოპი უნიკალური შესაძლებლობაა, გავიგოთ, რა ხდება ამ პროდუქტის „კულისებში“. ლუკა ისაუბრებს იმაზე, რაც მომხმარებლისთვის უხილავია, მაგრამ სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი.

ივანა ბარტოლეტი | ვიცე-პრეზიდენტი და AI მმართველობის გლობალური ხელმძღვანელი, Wipro

🟠 გამოსვლა: “Governing AI for society: building inclusive and resilient futures” – 27 ნოემბერი, 11:30, Pullman Tbilisi-ს მთავარი სცენა.
🟠 ვორკშოპი: “From convention to code: Implementing gender-responsive technology governance” – 29 ნოემბერი, 14:30, Lolita, მე-3 სართული.

სანამ ტექნოლოგიური სამყაროს უმრავლესობა გატაცებით საუბრობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, ივანა ბარტოლეტი სვამს კითხვას: რისი გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეს მას? ივანა Wipro-ს ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა ასევე არის ევროპის საბჭოს ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კვლევაში AI-ის გავლენაზე გენდერულ თანასწორობაზე.

მისი გამოსვლა განიხილავს იმ „თამაშის წესებს“, რომლებიც ჩვენს ციფრულ მომავალს განსაზღვრავს. ვორკშოპზე კი საუბარი იქნება, როგორ გადავიტანოთ მაღალი იდეალები, როგორიცაა გენდერული თანასწორობა კოდსა და პროდუქტის დიზაინში.

ნატალია ჟაბა | ტრენერი, Google News Initiative

🟠 ვორკშოპი: “Making journalism thrive: AI tools useful in a modern newsroom” – 28 ნოემბერი, 15:30, Pullman Tbilisi-ს შეხვედრების ოთახი 4. 

რა მოხდება, თუ ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტებს დაეხმარება, უკეთ მოყვნენ მნიშვნელოვანი ამბები და ებრძოლონ დეზინფორმაციას? სწორედ ამ კითხვებზე მუშაობს ნატალია ჟაბა, Google News Initiative-ის ტრენერი. ის ეხმარება ნიუსრუმებს, დანერგონ ინოვაციური ხელსაწყოები და გამოიყენონ AI პასუხისმგებლობით.

ნატალიას ვორკშოპზე საუბარი შეეხება კონკრეტულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა NotebookLM, NCI, Gemini და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენება არა მხოლოდ რუტინული სამუშაოს ავტომატიზაციისთვის, არამედ ღრმა ანალიზის, მონაცემთა დამუშავებისა და, საბოლოოდ, უკეთესი ჟურნალისტიკისთვის. ეს არის შანსი, დავინახოთ, როგორ შეიძლება AI გახდეს დამოუკიდებელი მედიის მოკავშირე და არა საფრთხე.

ირინა ვიდალ მიგალონი | AI ინჟინერიის ხელმძღვანელი, Mozilla.ai

🟠 გამოსვლა: “AI software is software: Adapting engineering practices for teams building with AI” – 28 ნოემბერი, 11:00, Pullman Tbilisi, Smaller Stage.

ხელოვნურ ინტელექტზე ხშირად საუბრობენ, როგორც იდუმალ, თითქმის მაგიურ ძალაზე. ირინა ვიდალ მიგალონი, Mozilla.ai-ის AI ინჟინერიის ხელმძღვანელი, ამ მითს ამსხვრევს და გვახსენებს: „AI ისევ პროგრამული უზრუნველყოფაა“. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიდგომას, რომლითაც AI-ს განსაკუთრებულ სტატუსს ვანიჭებთ და მოითხოვს, რომ მას ისეთივე საინჟინრო სიმკაცრითა და დისციპლინით მოვეპყროთ, როგორც ნებისმიერ სხვა კოდს. 

შოთა ელქანიშვილი | მანქანური სწავლების ინჟინერი, Pinterest

🟠 ვორკშოპი: “There will be FLOPS: LLM inference and training arithmetics” – 27 ნოემბერი, 16:15, Pullman Tbilisi-ს შეხვედრების ოთახი 1.

ტექნოლოგიურ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროდუქტებს ქმნიან და არიან ისეთებიც, რომლებიც იმ ფუნდამენტურ პრინციპებს იკვლევენ, რაზეც ეს პროდუქტები დგას. შოთა ელქანიშვილი ორივე სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელია. მისი კარიერა მოიცავს ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Google (Gemini Code Assist-ის გუნდი) და Pinterest. ამასთანავე, ის არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანადამფუძნებელი.

შოთას ვორკშოპი არ ეხება იმას, თუ რას აკეთებენ დიდი ენობრივი მოდელები, არამედ იმას, თუ როგორ აკეთებენ ამას.

ალექსაი სრურალი | CEO, SocialLab

🟠 გამოსვლა: “Rethinking AI in schools with a ground-level protocol for meaningful use” – 28 ნოემბერი, 13:20, Pullman Tbilisi-ს მთავარი სცენა.

ალექსაი სრურალი მნიშვნელოვან და პრაქტიკულ კითხვას სვამს: როგორ შეუძლიათ სკოლებს, მართონ პროცესი და გამოიყენონ AI, როგორც სასარგებლო ინსტრუმენტი და არა როგორც გარედან თავსმოხვეული ტექნოლოგია?

როგორც SocialLab-ის CEO, MIT-ის განათლებით, ის კონფერენციაზე რეალისტური ხედვის შემოსატანად მოდის. მის გამოსვლაში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს AI სასწავლო პროცესში ისე, რომ ის ემსახურებოდეს მოსწავლის განვითარებასა და სწავლას.


ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ინტელექტუალური საუბრებისა, რაც DataFest Tbilisi 2025-ზე გელოდება. 

იმისთვის, რომ ამ სამ დღეში მაქსიმუმი მიიღო, შეადგინე პერსონალური გრაფიკი. დღის წესრიგი დატვირთულია და სესიები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. წინასწარ შეისწავლე სრული პროგრამა და გაეცანი ყველა სპიკერს ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ შენი მარშრუტი შეადგინო.

გაითვალისწინე, რომ DataFest-ის ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მოასწარი შეძენა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს