Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე: ჩვენი მიზანია, უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შევუწყოთ ხელი

აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“. მიიღეთ ანაზღაურებადი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული განვითარება და მენტორობა. 95%-მა ჩვენთან გააგრძელა კარიერა!

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე წლებია სხვადასხვა საინტერესო პროექტის მხარდამჭერია. განათლებაზე წვდომის ზრდა, კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა- ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელსაც ბანკი სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ახორციელებს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია “ლიდერატორიც” – სტუდენტური პროგრამა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ბანკის 40-მდე დეპარტამენტში მიიღონ სამუშაო გამოცდილება.

ბანკი უკვე 5 წელია ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს. ამ დროის მონაკვეთში 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა მენეჯერული პოზიციის პროფესიონალების უშუალო მენტორინგის ქვეშ, ხოლო მათგან 95%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.

 ლიდერატორში ჩართული სტუდენტების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა სხვადასხვა პროფესიული, სამუშაო საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებითა და პროფესიონალი მენეჯერების მიერ გაწეული ინდივიდუალური მენტორინგით მიმდინარეობს. პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების აკადემიურ გრაფიკს. 

აღსანიშნავია, რომ წელს პროექტს სამი ახალი პროგრამა დაემატა: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე. 

„ლიდერატორის“ მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 1 წლის მანძილზე, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პოზიციაზე დასაქმდნენ. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებებისა და პროფესიის შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ლიდერატორი სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, იპოვონ მათ ინტერესებზე მორგებული  პროგრამა და სფეროს პროფესიონალების დახმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე” , – აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს