Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

ოცნების ავტომობილის ძიებაში – ტოპ 10 ეკონომიური ავტომობილი ავტოსესხით

ეძებ ეკონომიურ და საიმედო ავტომობილს? აღმოაჩინე ტოპ 10 ხელმისაწვდომი მოდელი, რომლებიც შენს ბიუჯეტს მოერგება. გაიგე, როგორ შეიძინო ოცნების მანქანა საქართველოს ბანკის ავტოსესხით.

ეძებ საიმედო, ეკონომიურ და კომფორტულ ავტომობილს, თანაც ბიუჯეტურ ფასად? ალბათ, გგონია, რომ ასეთი მეორადი ავტომობილის პოვნა რთულია და ძიებაში ბევრი დრო, ენერგია, ხანდახან ნერვებიც დაგეხარჯება. ეს ბლოგი საწინააღმდეგოში დაგარწმუნებს.

მოდი, ვისაუბროთ 10 საუკეთესო, ყველაზე მოთხოვნად და ხელმისაწვდომ ავტომობილზე, რომელთა ფასიც 5,000-დან 10,000 დოლარამდე მერყეობს; თან მათი შეძენის მარტივი და კომფორტული გზებიც დავსახოთ.

#1 Toyota Prius 2017

Prius უკვე წლებია ჰიბრიდული ავტომობილების ეტალონად ითვლება და ეს ტიტული სრულიადაც არ ერგო უმიზეზოდ – 2017 წლის მოდელი გამოირჩევა:

  • ძალიან დაბალი საწვავის მოხმარებით: განსაკუთრებით ქალაქში, საცობებსა და მოკლე მარშრუტებზე
  • მაღალი საიმედოობით და გამძლე ჰიბრიდული სისტემით
  • ფართო და კომფორტული სალონით, რომელიც თავისუფლად იტევს როგორც ოჯახს, ისე ბარგს
  • კარგი უსაფრთხოების პაკეტით და თანამედროვე დამხმარე სისტემებით, როგორებიცაა: მუხრუჭის ასისტენტი, ზოლის კონტროლი

თუ ყოველდღიურად ბევრს გადაადგილდები, შენთვის პრიორიტეტი არის ეკონომიურობა და დაბალი საექსპლუატაციო ხარჯი, Prius იდეალური არჩევანია.

#2 Toyota Camry Hybrid 2017

მეტი სივრცე თუ გჭირდება, Camry Hybrid-ს გირჩევთ. ეს მანქანა მათთვისაა,  ვისაც შორი გზები, ტრასები და ამ გზებზე მაქსიმალურად კომფორტულად გადაადგილება უყვარს. ავტომობილი გამოირჩევა:

  • Toyota-სთვის დამახასიათებელი მაღალი სანდოობით და გამძლე ჰიბრიდული სისტემით
  • ფართო, მყუდრო სალონითა და რბილი სვლით, განსაკუთრებით გრძელ გზებზე
  • ჰიბრიდული ძრავის კომბინაციით, რომელიც საწვავის ხარჯს საგრძნობლად ამცირებს
  • მაღალი უსაფრთხოების რეიტინგებით და თანამედროვე დამხმარე სისტემებით

#3 Kia Forte 2017-2018

ეძებ ელეგანტურ, ეკონომიურ და საიმედო კომპაქტურ სედანს? Kia Forte 2017-2018 წლების მოდელი სწორედ ასეთია. ავტომობილს თანამედროვე და მომხიბვლელი ექსტერიერი აქვს, ამასთან, მძლავრი ძრავით და საწვავის დაბალი მოხმარებითაც გამოირჩევა.

მიუხედავად კომპაქტური ზომისა, სალონი ფართოა და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორებიცაა სენსორული ეკრანი Apple CarPlay-ით/Android Auto-თი. ყველა ამ ფუნქციით Kia Forte შენს სურვილებს და საჭიროებებს უპასუხებს.

#4 Hyundai Sonata Hybrid 2013

Hyundai Sonata Hybrid 2013 ეკონომიური, საშუალო ზომის სედანია, რომელიც იდეალურად აბალანსებს „business-class“ კომფორტსა და საწვავის დაბალ ხარჯს. 2.4-ლიტრიანი ჰიბრიდული სისტემით, ის გამოირჩევა მშვიდი და რბილი სვლით.

ფართო სალონი მას შესანიშნავ არჩევანს ხდის როგორც ოჯახებისთვის, ისე შორ მანძილზე მოგზაურობისთვის. ეს მოდელი საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს პრიუსზე უფრო დიდ, სოლიდურ და კომფორტულ ავტომობილს ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

#5 Honda Civic 2019

Honda Civic სპორტული, თანამედროვე დიზაინით და საიმედოობით გამოირჩევა. აგრესიული წინა ნაწილი და სპორტული დეტალები ავტომობილს ერთი ნახვით შეგაყვარებს.

კომპაქტური ავტომობილებისთვის უჩვეულოდ მოწესრიგებული და ტევადი შიდა სივრცე, კარგი ერგონომიკითა და მრავალი ტექნოლოგიური ფუნქციით კი ამ სიყვარულს კიდევ უფრო გააძლიერებს.

#6 Ford Fusion 2018

Ford Fusion 2018 დახვეწილი დიზაინით და ძალიან რბილი სვლით გამოირჩევა. სალონი ფართოა, კომფორტული სავარძლებითა და დიდი საბარგულით.

ავტომობილი შენი ერთგული მეგზური გახდება როგორც ქალაქში, ისე შორ გზაზე. უსაფრთხოების მაღალი რეიტინგით კი Ford Fusion შენი ოჯახის საუკეთესო ავტომობილადაც შეიძლება იქცეს.

#7 Hyundai Ioniq Hybrid 2018

ვინაიდან 2018 წელს უშუალოდ Elantra-ს ჰიბრიდული ვერსია არ გამოჩენილა, მის იდეალურ ალტერნატივად ამავე კლასში Hyundai Ioniq Hybrid 2018 მიიჩნევა. ეს არის რეკორდულად ეკონომიური ჰიბრიდული მოდელი, რომელიც 1.6-ლიტრიანი ძრავისა და ელექტრომოტორის კომბინაციით საწვავის ხარჯს მინიმუმამდე ამცირებს.

მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან, მაგალითად, Prius-თან, შედარებით 6-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფია (DCT) – ის Ioniq-ს რბილ სვლას და სასიამოვნო დინამიკას სძენს, CVT-სთვის დამახასიათებელი მონოტონური ხმაურის გარეშე.

ეს ავტომობილი მათთვისაა, ვისაც სურს მაქსიმალური ეკონომია, მაგრამ ამავდროულად უპირატესობას ანიჭებს ტრადიციული ავტომობილის მართვის შეგრძნებებს.

#8 Mazda 3 2014

თუ გიყვარს ავტომობილის მართვა და ეძებ სპორტულ შეგრძნებებს, Mazda 3 2014 წლის მოდელი შენთვისაა. ის გამოირჩევა ზუსტი საჭით, შესანიშნავი დაკიდების სისტემით და ელეგანტური დიზაინით.

Mazda 3 დაგიმტკიცებს, რომ არ არის აუცილებელი გადაიხადო დიდი თანხა იმისთვის, რომ მართვისგან სიამოვნება მიიღო.

#9 Kia Rio 2016

Kia Rio 2016-ით კომპაქტური მოდელით ქალაქში მანევრირება ბევრად მარტივია. ავტომობილს აქვს 1.6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავი და 6-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი, რომელიც თითქმის არასდროს ფუჭდება და მისი მოვლაც საკმაოდ იაფი ჯდება.

ზომიდან გამომდინარე ავტომობილი საკმაოდ ეკონომიურია, მისი  სალონი მოწესრიგებულია და ვიზუალი კი თანამედროვე. ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც უპრეტენზიო, „მუშა“ მანქანა სჭირდება ყოველდღიურობისთვის.

#10  Lincoln MKZ 2016

Lincoln MKZ 2016-ის ამერიკული პრემიუმ კლასის კომფორტი, მეორად ბაზარზე გასაოცრად ხელმისაწვდომია. ავტომობილს გამოარჩევს ელეგანტური დიზაინი, ხმაურიზოლაციის მაღალი დონის ფუნქციები და ადაპტირებადი დაკიდების სისტემა. როცა Lincoln MKZ-ს მართავ, გეუფლება განცდა, რომ ბევრად ძვირადღირებულ მოდელზე ზიხარ – იმდენად, რომ შეიძლება მისი ფასიც დაგავიწყდეს. ტექნიკურად ავტომობილი Ford Fusion-ის პლატფორმაზე დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძირითადი ტექნიკური ნაწილების შეკეთება მარტივია, ნაწილები – ხელმისაწვდომი.

ალბათ, ამ ათეულიდან უკვე შეარჩიე შენი ფავორიტი, ანდაც შესაძლოა სხვა ავტომობილმა დაიპყრო შენი გული. საქართველოს ბანკის მეორადი ავტოსესხით ხარისხიანი მეორადი ავტომობილის ფლობა ახლა უკვე გაცილებით ხელმისაწვდომია.

რატომ მეორადი ავტოსესხი?

  • დაივიწყებ რუსთავში წასვლის აუცილებლობას!
  • შეგიძლია მოქნილი პირობებით ისარგებლო, მიიღო 30,000 ლარამდე და აირჩიო შენთვის ოპტიმალური გრაფიკი.
  • ისარგებლებ კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით ლარში, ეფექტური 17%-დან.

საქართველოს ბანკის 3 ფილიალში ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში მიიღებ – შეამოწმებ ავტომობილს, გადაიფორმებ, შეუკვეთავ სანომრე ნიშანს და ტექპასპორტსაც მიიღებ:

  • ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-44
  • აკაკი ვასაძის ქ. №3
  • 17 შინდისელი გმირის ქ. №16

დაჯავშნე ვიზიტი ფილიალში

აღარ იყოყმანო. ეწვიე საქართველოს ბანკის ფილიალებს ან მიიღე ინფორმაცია ჩვენს გვერდზე. გაიგე მეტი მეორადი ავტოსესხის შესახებ და გადადგი ნაბიჯი ოცნების ავტომობილისკენ!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს