Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტები საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკის ბარათებიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტები განსხვავდება და დამოკიდებულია შენ მიერ არჩეულ საბანკო პროდუქტზე. ამ ბლოგიდან ზუსტად გაიგებ, რა პირობა ვრცელდება შენ შემთხვევაში.

➔ ნახე საქართველოს ბანკის ბანკომატების მისამართები

სტანდარტული დღიური ლიმიტი
თუ არ სარგებლობ სპეციალური ნაკრებით ან SOLO-ს სტატუსით, ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 2,500 ლარია (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში).

ლიმიტები S და M ნაკრებებისთვის
ამ ნაკრებების შემთხვევაში, ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი სტანდარტული 2,500 ლარია.

ლიმიტი L ნაკრებისთვის
L ნაკრები ბანკომატიდან განაღდების დღიურ ლიმიტს 10,000 ლარამდე ზრდის.

SOLO CLUB-ის ლიმიტები
ბანკომატით განაღდების დღიური ლიმიტი 100,000 ლარია, ხოლო თვიური – 300,000 ლარი.

SOLO PREMIUM-ისა და SOLO X-ის ლიმიტები
ბანკომატით განაღდების დღიური ლიმიტი 50,000 ლარია, თვიური კი – 150,000 ლარი.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს