Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

10 ნივთი ფოქსი ელენიკოს სურვილების სიიდან 5 ივლისისთვის

1 ივლ. 2026

5 ივლისი ახლოვდება და თუ PLUS ქულებს აქტიურად აგროვებ, ზუსტად იცი, რა დღეცაა. ეს PLUS-ის დაბადების დღეა, როცა პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენას ქულებით ზუსტად ნახევარ ფასად შეძლებ.

ხშირად, ამხელა არჩევანში გადაწყვეტილების მიღება რთულია და წინასწარ მომზადებაა საჭირო. ამიტომ, ინსპირაციისთვის, ელენიკო ფოქსის 5 ივლისის საყიდლების სიას გაგაცნობთ. მოდი ვნახოთ, რის ყიდვას გეგმავს ელენიკო 50%-იანი ფასდაკლებით.


ელენიკოს Wishlist: 10 სასურველი ნივთი

1. სასადილო სკამი Contempo-სგან

ხის ავეჯი ინტერიერს ყოველთვის განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. Contempo-ს დახვეწილი სასადილო სკამი (მოდელი Derile) ზუსტად ის ნივთია, რომელიც სახლს ესთეტიკურ დეტალს შემატებს.

2. საპიკნიკე კალათა ნისესგან

ზაფხული პიკნიკების სეზონია. ეს კლასიკური კალათა ბუნებაში მეგობრებთან ერთად დროის გატარებას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ფოტოგენურს გახდის.

3. კიმონო Ninea-სგან

Ninea-ს გრძელი კიმონო ასიმეტრიული ნახატებით იდეალური საზაფხულო სამოსია. ის გამორჩეულ სტილს შეგიქმნის როგორც ქალაქში, ისე ზღვის კურორტზე.

4. EcoFlow-ს პორტატიული სადგური Copter Tech-ში

თუ ბუნებაში მოგზაურობა გიყვარს ან უბრალოდ პრაქტიკული ტექნიკა გჭირდება, პორტატიული ენერგიის წყარო საუკეთესო ინვესტიციაა. მისი ქულებით, განახევრებულ ფასად შეძენა მართლაც ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

5. ორნაწილიანი კოსტიუმი სამმოსისგან

დახვეწილი ყავისფერი პიჯაკი და შარვალი კლასიკური სტილის მოყვარულებისთვის აუცილებელი ნივთია. ის საქმიან შეხვედრებსა და საღამოს ღონისძიებებს ერთნაირად უხდება.

6. Vans Mary Jane ფეხსაცმელი Factory.ge-ზე

ეს მოდელი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. წითელი და თეთრი ფერების კომბინაცია იდეალურად ერგება თავისუფალ სტილს და ქალაქში სასეირნოდაც ძალიან კომფორტულია.

7. მაგიდის რანერი ძველი სუფრისგან

ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის შერწყმა სასადილო მაგიდას გამორჩეულს ხდის. “ალილოს” კოლექციის რანერი ინტერიერის საყვარელი დეტალი გახდება.

8. თმის ძმარი Yves Rocher-სგან

ზაფხულის ცხელ დღეებში თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჟოლოს ძმარი თმას ისეთ ბუნებრივ ბზინვარებას უბრუნებს, რომ ის აუცილებლად გახდება შენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი.

9. Franco Fontana-ს ოქროს საყურე 

სამკაულში ინვესტირება ყოველთვის კარგი აზრია. ოქროს გულის ფორმის საყურეები მარადიული კლასიკაა, რომლის 50%-იანი შეღავათით ყიდვა იდეალური შანსია.

10. ტუმბო Ashley-სგან

საძინებლის განახლება ხშირად მსხვილ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Ashley-ს ტევადი ტუმბოს (მოდელი Tomtyn) ქულებით შეძენა ბიუჯეტის დაზოგვის საუკეთესო გზაა.


5 ივლისამდე ჯერ კიდევ არის დრო. გადახედე შენს სურვილებს, შეადგინე პირადი სია და მოემზადე წლის მთავარი შოპინგისთვის. 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს