Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რა ნივთებს ყიდულობს ნიკა ბაქრაძე 5 ივლისს?

1 ივლ. 2026

PLUS-ის დაბადების დღის მთავარი ხიბლი ის არის, რომ დაგროვილი ქულებით შეგიძლია ისეთი პრემიუმ ბრენდების ნივთების შეძენა, რომლებზეც სხვა დროს 50%-იანი ფასდაკლება, დიდი ალბათობით, უბრალოდ არ იარსებებდა.

თუ ტექნიკა და მოგზაურობა შენი მთავარი ინტერესებია, მაშინ ეს სია შთაგონებისთვის გამოგადგება – სწორედ ასეთ ნივთებს არჩევს 5 ივლისს ნიკა ბაქრაძეც.


1. Insta360 ექშენ კამერა

მოგზაურობისას საუკეთესო კადრების დასაფიქსირებლად ექშენ კამერა აუცილებელი ნივთია. ნიკას სიაში Insta360 X5 მოდელია.

პრემიუმ ტექნიკის ქულებით შეძენა ბიუჯეტის დაზოგვის საუკეთესო გზაა, თუმცა, თუ ბალანსი სრულად არ გყოფნის, მარტივი გამოსავალი არსებობს: შეგიძლია ღირებულების ნახევარი ორმაგი ქულებით დაფარო, მეორე ნახევარზე კი “ნაწილ-ნაწილ” გადახდა გაიაქტიურო და დღეს 1 ლარიც არ დახარჯო.

2. Dreame-ის რობოტი მტვერსასრუტი

თანამედროვე ტექნიკა ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. Dreame X60 Ultra მოდელს ისეთი მონაცემები აქვს, რომ ის სახლის დასუფთავების რუტინას სრულად გადაიბარებს. 

რადგან მსგავსი ტექნიკა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მისი 50%-იანი შეღავათით ყიდვა იდეალური შანსია.

3. მსხვილი საოჯახო ტექნიკა

5 ივლისი ზუსტად ის დღეა, როცა სახლისთვის ახალი მაცივრის, სარეცხი მანქანისა თუ ტელევიზორის ყიდვა ყველაზე მომგებიანია.

რადგან საოჯახო ტექნიკა ყველასთვის თანაბრად საჭირო ნივთია, მისი შეძენისას ოჯახის წევრებს ძალების გააერთიანება შეგიძლიათ. მობილბანკით ქულების ერთმანეთისთვის გადარიცხვას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ერთ ანგარიშზე ბალანსის თავმოყრით საერთო ნივთის ნახევარ ფასად ყიდვას ბევრად მარტივად შეძლებთ.

4. ახალი სმარტფონი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემიუმ სმარტფონებზე ფასდაკლებები ძალიან იშვიათია. თუ ტელეფონის განახლებას გეგმავ, ეს დღე ხელიდან არ უნდა გაუშვა.

როცა მაღაზიას თავისი შიდა ფასდაკლება აქვს გამოცხადებული, PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი შეღავათი მაინც მოქმედებს. ფაქტობრივად, სასურველ სმარტფონს ორმაგი ფასდაკლებით ყიდულობ.

5. ხარისხიანი სამოგზაურო ჩემოდანი

აქტიური მოგზაურობა გამძლე და საიმედო ჩემოდნის გარეშე წარმოუდგენელია. ცნობილი ბრენდების სამოგზაურო ინვენტარი საკმაოდ სოლიდური ინვესტიციაა.

5 ივლისს, დაგროვილი ქულების გამოყენებით, ზუსტად იმ ბრენდის ჩემოდანს აარჩევ, რომელზეც დიდხანს ფიქრობდი, ბიუჯეტის მეორე ნახევარს კი თავად მოგზაურობისთვის შეინახავ.

6. პრაქტიკული ზურგჩანთა

იქნება ეს ქალაქში ყოველდღიური გადაადგილება, ლეპტოპის ტარება თუ მოკლე ლაშქრობა, კომფორტული და ტევადი ჩანთა ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგება. პარტნიორ მაღაზიებში სპორტული თუ კლასიკური ჩანთების ფართო არჩევანი დაგხვდება, რომლებსაც დღესასწაულზე განახევრებულ ფასად მიიღებ.


გააერთიანე ქულები ოჯახის წევრებთან ერთად, გამოიყენე კომბინირებული გადახდის მეთოდები და შეიძინე პრემიუმ ნივთები წლის ყველაზე დიდ შოპინგ-ფესტივალზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს