2 წუთი წასაკითხად
სუბსიდირებული იპოთეკა: მიიღე 200 000 ლარამდე დაფინანსება
16 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საკუთარი სახლის შეძენა მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მოვლენაა. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს, შეგიძლია სახელმწიფო სუბსიდირებული იპოთეკის პროგრამით ისარგებლო და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესო.
რას ნიშნავს სუბსიდია?
პროგრამის ფარგლებში, შენი იპოთეკური სესხის პროცენტის ნაწილს 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ფარავს, შედეგად, შენ ყოველთვიურად შემცირებულ თანხას იხდი.
ეს ბლოგი დაგეხმარება გაერკვე, როგორ შეგიძლია პროგრამით სარგებლობა.
ვის შეუძლია სუბსიდიის პროგრამით სარგებლობა?
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სესხის განაცხადის შეტანის მომენტში შემდეგ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე:
- თუ გყავს 1 წლამდე ასაკის ან 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილი აყვანილი (არასრულწლოვანი)
- თუ გყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთ-ერთი არის 1 წლამდე ასაკის
- თუ გყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი და აქედან ერთ-ერთი არის 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი (არასრულწლოვანი)
- თუ უკვე სარგებლობ სუბსიდირებით და გყავს ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, პროგრამით კვლავ სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს 1 წლამდე ასაკის და ამავდროულად დაბადებული ან შვილად აყვანილი 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ
საჭიროა თუ არა ქორწინების სტატუსი?
- ოჯახისთვის: ქორწინება სავალდებულოა. ოჯახად ითვლება რეგისტრირებული წყვილი, სადაც ერთი მაინც საქართველოს მოქალაქეა.
- მარტოხელა მშობლისთვის: ქორწინება სავალდებულო არ არის. მარტოხელა მშობლად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და არ არის დაქორწინებული სესხის აღების მომენტში ან აქვს მარტოხელა მშობლის ოფიციალური სტატუსი.
რისი დაფინანსებაა შესაძლებელი?
პროგრამა ითვალისწინებს როგორც დასრულებული, ისე მშენებარე უძრავი ქონების (ბინა ან სახლი) შეძენის დაფინანსებას.
- სესხის ვალუტა: ლარი.
- სესხის მინიმალური თანხა: 3,000 ლარი.
- სესხის მაქსიმალური თანხა: 200,000 ლარი (გაითვალისწინე, რომ შესაძენი უძრავი ქონების ღირებულება შესაძლოა 200,000 ლარს აღემატებოდეს).
- სესხის მაქსიმალური ვადა: 240 თვე.
როგორ მუშაობს საპროცენტო განაკვეთი და სუბსიდია?
სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი სესხის ვადაზეა დამოკიდებული:
- 60 თვემდე ვადის სესხები გაიცემა მხოლოდ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში.
- 60 თვეზე მეტი ვადის სესხები – მხოლოდ შერეულ განაკვეთში. ეს ნიშნავს, რომ პირველი 61 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, 61-ე თვის შემდეგ კი ის მცურავი (ინდექსირებული) ხდება.
სუბსიდიის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მე-6 წლიდან, გადაიხდი სესხის სრულ, არასუბსიდირებულ საპროცენტო განაკვეთს.
დამატებითი მოთხოვნები და ხარჯები
პროგრამით სარგებლობისთვის ასევე ვრცელდება მოთხოვნები მსესხებლის ასაკზე, მოქალაქეობასა და შემოსავალზე. გარდა ამისა, სესხს შეიძლება ახლდეს დამატებითი ხარჯები, როგორიცაა ქონების და სიცოცხლის დაზღვევა, სესხის გაცემის და სხვა სახის საკომისიოები.
ყველა დეტალური და განახლებული ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნო სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პირობებს.
პროგრამით განმეორებით სარგებლობა
როგორც წესი, სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. თუმცა, გამონაკლისი ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე: თუ უკვე სარგებლობ სუბსიდირებით და გყავს ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, პროგრამით კვლავ სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს 1 წლამდე ასაკის და ამავდროულად დაბადებული ან შვილად აყვანილი 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
გადადგი ნაბიჯი საკუთარი სახლისკენ
ნუ გადადებ, შეავსე განაცხადი დღესვე და მიიღე 200 000 ლარამდე დაფინანსება შენი მომავალი სახლისთვის.