Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ ვიყიდოთ ან გავყიდოთ დოლარი და ევრო სტანდარტულზე უკეთესი კურსით 

ამიერიდან, კომფორტსა და თანხის დაზოგვას შორის არჩევანის გაკეთება არ მოგიწევს, საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში დოლარსა და ევროს სპეციალური, სტანდარტულზე უკეთესი კურსით შეიძენ ან გაყიდი.

აქამდე თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, რომ ვალუტის ბანკში გადაცვლას სჯობდა, ჯიხურებში ან სხვა ონლაინ პლატფორმებზე უკეთესი კურსით გეყიდა ან გაგეყიდა დოლარი/ევრო, ალბათ, შენთვის ამ პროცესთან დაკავშირებული დისკომფორტიც კარგად ნაცნობია. მაგალითად, ჯიხურებში ჯერ ფულის განაღდება გჭირდება, გადაცვლის შემდეგ კი თანხის ისევ ანგარიშზე შეტანა გიწევს. სხვა ონლაინ პლატფორმებზე კი გრძელ ინსტრუქციებში გარკვევა, გადარიცხვები და ლოდინია საჭირო. 

რატომ სჯობს კონვერტაცია პირდაპირ მობილბანკში?

როცა თანხას სხვაგან აკონვერტირებ, გარდა იმისა, რომ ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა გიწევს, ყველაზე მეტად დრო იკარგება. მობილბანკსა და ინტერნეტბანკში კი პროცესი სულ რამდენიმე წამში სრულდება და უსაფრთხოებაშიც 100%-ით დარწმუნებული ხარ.

წარმოიდგინე, სამოგზაუროდ ხარ, უცებ რაღაცის ყიდვა დაგჭირდა და ანგარიშზე ევრო არ გაქვს. აღარ გიწევს თანხის სადმე გადარიცხვა და ნერვიულობა, დაჯდება თუ არა დროულად შენს ბარათზე. უბრალოდ შედი მობილბანკში, გადაცვალე თანხა სპეციალური კურსით და გააგრძელე დასვენება.

როგორ ვისარგებლოთ სპეციალური კურსით?

ამისათვის მხოლოდ საქართველოს ბანკის საბანკო ნაკრები გჭირდება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საჭირო პროდუქტსა და მომსახურებას. შენ მხოლოდ ნაკრების ღირებულებას იხდი და ყველა იმ პროდუქტით, რომელიც ნაკრების გარეშე ფასიანია, უფასოდ ან ფასდაკლებით სარგებლობ. ერთ-ერთი ასეთი მთავარი უპირატესობა კი სწორედ ლარის, დოლარისა და ევროს სპეციალური კურსია.

აი, რა უნდა იცოდე ნაკრებების ლიმიტებზე:

  • სტუდენტური ნაკრები: სრულიად უფასოა და თვეში 1,500 ლარის ფარგლებში სპეციალური კურსით ისარგებლებ, თანაც გააქტიურება არ სჭირდება, თუ სტუდენტური ბარათი გაქვს, ნაკრებითაც ავტომატურად სარგებლობ
  • M ნაკრები: თვიური ღირებულება 5 ლარია, უკეთესი კურსით კონვერტაციის ყოველთვიური ლიმიტი კი 3,000 ლარია (GEL, USD, EUR)
  • L ნაკრები: თვიური ღირებულება 10 ლარია, სპეციალური კურსის ყოველთვიური ლიმიტი – 5,000 ლარი (GEL, USD, EUR)

სპეციალური კურსის გარდა, ნაკრებს სხვა ბევრი უპირატესობაც მოჰყვება. მაგალითად, ბანკომატიდან თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე შეძლებ და თანაც, გაზრდილი ლიმიტებით ისარგებლებ. ყველა უპირატესობასა და პირობას დეტალურად ამ ბმულზე ნახავ.

ორმაგი დაზოგვ

თუ უცხოური საიტებიდან ნივთებს იწერ, სხვადასხვა პლატფორმის ყოველთვიურ გამოწერებს იხდი, ან სულაც მოგზაურობას გეგმავ, აუცილებლად გაითვალისწინე, უმჯობესია, წინასწარ გადაცვალო თანხა შესაბამის ვალუტაში (USD ან EUR) და თავიდან აირიდო ავტომატური კონვერტაცია:

  • როცა ბარათზე მხოლოდ ლარი გაქვს და გადახდას უცხოურ ვალუტაში ასრულებ, სისტემა თანხას ავტომატურად, სტანდარტული კურსით აკონვერტირებს. თუ თანხას მობილბანკში წინასწარ გადაცვლი, ავტომატური კონვერტაციის დანაკარგს თავიდან აირიდებ და უკეთესი კურსით ისარგებლებ.
  • საერთაშორისო პლატფორმებზე ნივთების გამოწერისას თუ ბილეთების შეძენისას, თუ საფასურს ლარით გადაიხდი, ტრანზაქციას 1.5%-იანი საკომისიო ჩამოეჭრება (მაქსიმუმ 10 ლარი). პირდაპირ დოლარში ან ევროში გადახდით კი ამ დამატებითი ხარჯისგან თავისუფლდები. 

ასე რომ, აღარ დაკარგო დრო და თანხა ჯიხურებსა თუ სხვა პლატფორმებზე, გაიაქტიურე ნაკრები და ისარგებლე სპეციალური ვალუტის კურსით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს