Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

“განათლება საუკეთესო ინვესტიციაა მომავალში” | Forbes Under 30-ის გამარჯვებული რუსუდან ღვამიჩავა

ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30 ყოველწლიურად იმ ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ ინდუსტრიაში რეალურ ცვლილებებს ქმნიან. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია და წელს ბანკი პროექტის სპონსორიც გახდა. 

ამ ბლოგში სწორედ განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის 2024 წლის გამარჯვებულს, რუსუდან ღვამიჩავას გაგაცნობთ. იგი დიდი ბრიტანეთის რეგისტრირებული ნუტრიციოლოგი და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დოქტორანტი მკვლევარია, რომელიც საკუთარი განათლების გზასა და გამოცდილებაზე გვიყვება.

განათლების როლი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში

რუსუდანის პროფესიული გზა მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვებით დაიწყო: ჩვენი ყოველდღიური არჩევანი პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე და რომ ამ არჩევანის სასიკეთოდ შესაცვლელად ყველაზე ძლიერი იარაღი სწორედ განათლებაა:

ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარ მომავალში გაკეთებული ინვესტიციაა, განათლება კი ამ ინვესტიციის მთავარი საფუძველი. სადოქტორო კვლევის დაწყება ჩემთვის შესაძლებლობა იყო, მეკვლია, თუ როგორ შეიძლება განათლების საშუალებით ადამიანების ცხოვრებაში რეალური და გრძელვადიანი ცვლილების შექმნა.

მეცნიერების პრაქტიკული გამოყენება

რუსუდანის მთავარი მიზანი აკადემიური ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანაა. ამიტომ კვლევის მთავარ მიმართულებად საქართველოში ბავშვთა კვების შესახებ მშობლების განათლება აირჩია. ეს ქვეყანაში ამ ტიპის პირველი კვლევაა. რუსუდანს სურს, რომ მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიზნით დაიწყო ინსტაგრამ ბლოგიც – Rgnutritionist.

მინდა, ჩემი საქმიანობით ადამიანებისთვის მეცნიერება უფრო გასაგები, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გავხადო და დავეხმარო მათ, მიღებული ცოდნა ყოველდღიურ არჩევანში გამოიყენონ.

აღიარება და ახალი შესაძლებლობები

დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე Forbes Under 30-ში მოხვედრა ახალგაზრდა მკვლევრისთვის დამატებითი მოტივაცია და საკუთარი საქმის სხვებისთვის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. მას სჯერა, რომ ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაში კერძო სექტორის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თამამი იდეების განსახორციელებლად ხშირად სწორედ დაფინანსება და საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობაა საჭირო.

მიხარია, რომ საქართველოს ბანკი გამოირჩევა ახალგაზრდების გვერდში დგომით. ბანკის სლოგანი „არ გაჩერდე“ იდეალურად შეესაბამება Under 30-ის კონცეფციას და იმ ახალგაზრდების სულისკვეთებას, რომლებიც მუდმივად აგრძელებენ განვითარებას.

რჩევა დამწყები პროფესიონალებისთვის

მათ, ვისაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი თავის დამკვიდრება სურს, რუსუდანი ურჩევს, რომ დროულად გადადგან პირველი ნაბიჯები:

ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც ყველაფრისთვის მზად იქნებით, ეს მომენტი შეიძლება არც დადგეს. დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ. ნუ შეადარებთ საკუთარ გზას სხვისას, შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარი თავის გუშინდელ ვერსიას და გახსოვდეთ, რომ განათლება საუკეთესო ინვესტიციაა მომავალში.

რუსუდანის მსგავსი მიზანდასახული ახალგაზრდების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია, Forbes-სთან პარტნიორობაც ამ მისიის გაგრძელებაა. ახალი თაობის იდეებისა და განათლების მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა მომავალში, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებას და უკეთესი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

განათლების გზაზე არ გაჩერდე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს