2 წუთი წასაკითხად
ჯერ თანხა თუ ჯერ ბინა? – რა არის ესქრო ანგარიში და როგორ გიცავს ის
20 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
წარმოიდგინეთ: ბინაზე შეთანხმდით, ფასიც დააზუსტეთ და ერთმანეთს ხელიც ჩამოართვით. რჩება მხოლოდ ერთი გადამწყვეტი კითხვა – ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს?
გამყიდველი ფიქრობს: „ჯერ ბინა რომ გადავუფორმო, უფულოდ ხომ არ დავრჩები?“
მყიდველს კი თავისი ეჭვი აქვს: „თანხა წინასწარ რომ გადავიხადო, სად მაქვს გარანტია, რომ ქონებას მართლა გადმომიფორმებენ?“
ეს ნებისმიერი დიდი გარიგების მთავარი რისკია. სწორედ ამ ეჭვებისა და რისკების გასანეიტრალებლად არსებობს ფინანსური ინსტრუმენტი – ესქრო (Escrow) ანგარიში.
რა არის ესქრო მომსახურება?
ესქრო არის სპეციალური სამმხრივი შეთანხმება, რომლის დროსაც ნეიტრალური მესამე მხარე – ბანკი – დროებით ინახავს მყიდველის თანხას მანამ, სანამ ორივე მხარე ხელშეკრულების პირობებს ზედმიწევნით არ შეასრულებს. ბანკი ნეიტრალური მსაჯია, რომლის ერთადერთი საქმე ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების მკაცრი კონტროლია. შედეგად, მოტყუებული არავინ რჩება: თანხა გამყიდველის ანგარიშზე მხოლოდ მაშინ გადადის, როცა ბინა ოფიციალურად მყიდველის სახელზეა რეგისტრირებული.
პროცესი ფილიალებში
ესქრო მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ბანკის ფილიალებში ორ სხვადასხვა შემთხვევაშია შესაძლებელი:
- სანდოობის გარანტია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას: როდესაც ყიდულობთ ან ყიდით უძრავ ქონებას და გსურთ, რომ ბანკი იყოს თქვენი ტრანზაქციის უსაფრთხოების გარანტი
- ბინის ყიდვა იპოთეკური სესხით: როდესაც ქონების შესაძენად იპოთეკური სესხი გამოიყენება. ბანკი ამტკიცებს სესხს და ეს თანხა, მყიდველის თანამონაწილეობასთან ერთად, იყინება ესქრო ანგარიშზე. გამყიდველი მშვიდადაა, რადგან ხედავს, რომ თანხა უკვე ბანკშია, მყიდველი კი დაცულია, რადგან თანხა გამყიდველს მხოლოდ მას შემდეგ გადაერიცხება, რაც ქონება რეესტრში გადაფორმდება
ორივე პროცესში თანხის საბოლოო გადარიცხვა დამოკიდებულია საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის მიღებაზე, რაც მყიდველის სახელზე ქონების ოფიციალურად გადაფორმებას ადასტურებს.
როგორ მუშაობს ესქრო?
- შეთანხმება: მხარეები ათანხმებენ პირობებს და ბანკთან ერთად ფილიალში აფორმებენ ესქრო ხელშეკრულებას
- თანხის დეპონირება: მყიდველი რიცხავს თანხას სპეციალურ ესქრო ანგარიშზე, სადაც თანხა იყინება. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში
- პირობების შესრულება: გამყიდველი ასრულებს თავის ვალდებულებას და აფორმებს ქონებას საჯარო რეესტრში
- თანხის გადარიცხვა: ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ბანკი გაყინულ თანხას დაუყოვნებლივ ურიცხავს გამყიდველს
მომსახურების საკომისიო
სრული სიმშვიდისა და უსაფრთხოების საფასური სიმბოლურია – ესქრო მომსახურების საკომისიო გარიგების თანხის მხოლოდ 0.1%-ია
ესქრო ანგარიშის 4 მთავარი უპირატესობა
- სრული გარანტია მყიდველს: თანხა გამყიდველთან მხოლოდ მას შემდეგ გადაირიცხება, რაც ქონება ოფიციალურად თქვენს საკუთრებაში გადმოვა
- სრული გარანტია გამყიდველს: გაქვთ 100%-იანი დასტური, რომ მყიდველს რეალური თანხა აქვს და ის უკვე ბანკშია გაყინული
- ნეიტრალური არბიტრი: ბანკი დამოუკიდებელი მხარეა, რაც მაქსიმალურად აზღვევს გადახდის ნაწილში თანხის დაკარგვის ან თაღლითობის რისკებს
- მინიმალური სტრესი: პროცესი, რომელიც ჩვეულებრივ დიდ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული, მშვიდ და პროგნოზირებად ტრანზაქციად იქცევა