Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

4 მიზეზი, რატომ უნდა აიღო საგულშემატკივრო ბარათი, თუ ფეხბურთი გიყვარს

ეროვნული ნაკრების მატჩებს თუ სულმოუთქმელად ელი და ფეხბურთის მაისური შენი გარდერობის ყველაზე ძვირფასი ნივთია, ქომაგობის ახალი გზა უნდა აღმოაჩინო. საქართველოს ბანკი, როგორც ნაკრების მთავარი სპონსორი, გაძლევს შესაძლებლობას, მხარდაჭერა ყოველდღიურობის ნაწილად აქციო. ეს ოთხი მიზეზი კი დაგარწმუნებს, რატომ ღირს საგულშემატკივრო ბარათის აღება.

1. ყოველდღიურად გამოხატავ ქომაგობას

    ეს ციფრული ბარათი ეროვნული ნაკრების ფორმის დიზაინით იქმნება და მასზე შენი საყვარელი ფეხბურთელის ნომერს თავად ირჩევ. მას სუპერმარკეტში, კაფეში, ტრანსპორტსა თუ ონლაინ შოპინგისას ჩვეულებრივი სადებეტო ბარათივით გამოიყენებ. ასე სტადიონსა და ეკრანთან ქომაგობას ყოველდღიური მხარდაჭერაც ემატება, ნაკრების ფერები კი მუდამ შენთან რჩება.

    2. ნაკრების ატრიბუტიკა სულ ფასდაკლებით

      მნიშვნელოვანი მატჩის წინ ახალი მაისურის ან აქსესუარის შეძენა თუ გსურს, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ მაღაზიებში მუდმივი შეღავათი გექნება. საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება როგორც ფიზიკურ ფილიალებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე fanshop.ge.

      3. ბარათი უფასოა და ბანკში მისვლა არ გჭირდება

        საგულშემატკივრო ბარათის მისაღებად ფილიალში წასვლა არ გჭირდება. ბარათს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით სრულიად უფასოდ გაიაქტიურებ. ციფრულ ბარათს წამებში დაამატებ Apple Pay ან Google Pay საფულეში და გადახდას მაშინვე დაიწყებ.

        4. ისარგებლებ ექსკლუზიური შეთავაზებებით

          ბარათზე ფეხბურთის თემატიკის სხვა ექსკლუზიური შეთავაზებებიც ხშირად დაგხვდება. მაგალითად, თუ Pub 44-ს წლის ბოლომდე ესტუმრები და საგულშემატკივრო ბარათით გადაიხდი, 20% ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარს მიიღებ.


          მოკლედ, ბარათით ნაკრების ფერები მატჩის დღესაც და ყოველი გადახდის დროსაც შენთან იქნება. 

          გულშემატკივრობას საზღვრები არ აქვს, შეუკვეთე ბარათი მობილბანკიდან.

          გააზიარე

          შეიძლება დაგაინტერესოს