2 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკი ქართული სპორტის მხარდამჭერია
18 ივლ. 2022
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი და ქომაგი ფეხბურთის, კალათბურთის ეროვნული ნაკრებების, ასევე ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების სპონსორია.
ჯერ კიდევ 2020 წელს საქართველოს ბანკს, ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობა 5 წლით გაგრძელდა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას.
პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას და გავრცელებას, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის მხარდაჭერა.
2021 წელს კი საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში ბანკი 2025 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს როგორც ეროვნულ ფედერაციას, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს და სპორტსმენებს საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსამზადებელი/სავარჯიშო ბაზების აშენება და ინფრასტრუქტურულად გამართვა; ფედერაციის ოფიციალური ტელევიზიის შექმნა; საერთაშორისიო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად (FIBA-ს ვერტიკალი) საკალათბურთო კლუბის შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, კალათბურთის რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რეგიონალური დარბაზების განახლება და ინვენტარით აღჭურვა.
2022 წელს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი გახდა. მხარეებს შორის 5 წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს.
თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.