2 წუთი წასაკითხად
რატომ უნდა ჰქონდეს ბიზნესს შეგროვებადი ანაბარი
7 ივნ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ დაეხმარება შეგროვებადი ანაბარი თქვენს ბიზნესს ფინანსური მიზნების მიღწევაში. დააგროვეთ კაპიტალი მარტივად, ბიზნეს მობილბანკით და მიიღეთ მეტი სარგებელი. აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები!
7 ივნ. 2024
2 წუთი წასაკითხად
კომპანიის განვითარება კაპიტალის შეგროვების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ბიზნესის გაფართოებისთვის მუდმივადაა საჭირო დამატებითი ინვესტიციის გაღება და დასახული მიზნების ეტაპობრივად მიღწევა. მართალია, ფინანსური რესურსებით ბიზნესს ყოველთვის შეუძლია ბანკის დახმარების იმედი ჰქონდეს, თუმცა კომპანია მსგავს დახმარებაზე მუდმივად დამოკიდებული ვერ იქნება.
თუკი თქვენი კომპანიის ანგარიშზე თავისუფალი თანხა გროვდება და თან ის ფინანსური მიზნების მისაღწევად გჭირდებათ, მაშინ თქვენი კომპანიისთვის გონივრული არჩევანი ბიზნეს მობილბანკში შეგროვებადი ანაბრის გახსნა იქნება.
საქართველოს ბანკი აქამდე ბიზნეს მომხმარებლებს ვადიან, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე+ ანაბარს სთავაზობდა, ბიზნეს მობილბანკში კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, უკვე მეოთხე ალტერნატივა, შეგროვებადი ანაბარი დაემატა.
ეს ახალი ტიპის ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ როგორც უბრალოდ თანხის შესაგროვებლად, ასევე კონკრეტული ფინანსური მიზნების მისაღწევად, მაგალითად:
და ასე შემდეგ – სხვა ნებისმიერი მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შეგროვებადი ანაბარი და თან ძალიან მარტივად: ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნის პროცესში თავად ირჩევთ სასურველ დანიშნულებას და სამიზნე თანხას, რომლის შევსების შემდეგ, მიზანი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს.
შეგროვების პროცესში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბიზნეს მობილბანკი გახსნათ და ნახოთ, მიზნის მიღწევამდე რა მოცულობის თანხა გაშორებთ და რამდენი პროცენტით მიუახლოვდით მას.
ანაბარზე საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად ირიცხება, თუმცა ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლები სტანდარტულ განაკვეთთან შედარებით 0.25%-ით მეტ სარგებელს იღებენ.
თანხის მოცულობას რაც შეეხება, ანაბრის გახსნისთვის საწყისი მინიმალური თანხა 10 ერთეულს შეადგენს, მაქსიმალური კი 500,000-ს აღწევს. ცხადია, ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე ამერიკულ დოლარში, ევროსა და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში.
ანაბრის ვადა 3-დან 24 თვემდეა განსაზღვრული, სარგებლის მიღება კი შეიძლება როგორც ყოველთვიურად, ასევე პერიოდის ბოლოს.
ბიზნეს მობილბანკში გახსნილი ანაბარი თქვენი კომპანიის ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, თანაც შეგიძლიათ მობილბანკში ერთდროულად 2 ანაბარი გახსნათ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზნები დაისახოთ.
2 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
გაიგეთ, როგორ იქცა საოჯახო ტრადიცია მასშტაბურ აგრობიზნესად. გაეცანით გაბრიელის ფერმის ისტორიას და საქართველოს ბანკის აგროსესხის როლს ამ წარმატებაში.
2 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
გაიგეთ რანჩო პალომინოს ისტორია – როგორ იქცა აუთვისებელი მიწა კასპში წარმატებულ ეკოტურისტულ ცენტრად. აღმოაჩინეთ, თუ რა როლი ითამაშა საქართველოს ბანკის მხარდაჭერამ.
2 წუთი წასაკითხად
24 მარ. 2026
აღმოაჩინეთ ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალი. შექმენით, გააგზავნეთ და აკონტროლეთ ინვოისები ერთ სივრცეში და დაზოგეთ დრო ავტომატური პროცესებით.
2 წუთი წასაკითხად
17 მარ. 2026
გაიცანი Quissly – ქართული AI სტარტაპი, რომელიც ონლაინ მაღაზიებში კონსულტანტს ცვლის. ნახე, როგორ ეხმარება 500 Global-ის გამარჯვებული ბიზნესს გაყიდვების ზრდაში.
2 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
24 მარ. 2026