3 წუთი წასაკითხად
გაიგე 5 საბანკო ხერხი, რომელიც ფულის დაზოგვაში დაგეხმარება
27 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაინტერესებს, როგორ დაზოგო ფული მარტივად? აღმოაჩინე 5 ეფექტური საბანკო რჩევა, რომელიც ფინანსების მართვაში, დაგროვებასა და გაზრდაში დაგეხმარება. გაიგე მეტი!
27 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
მოდი, გულწრფელად ვთქვათ… ზოგჯერ გვაქვს განცდა, რომ ფული არაფერში გვყოფნის, უაზრობებზე ვხარჯავთ და სწორედ ამიტომ ვიწყებთ ფიქრს დაზოგვაზე, გამოსავლის პოვნას ვცდილობთ. თუმცა ხშირად მხოლოდ ჩვენი ძალებით ნაკლებად გამოგვდის წარმატებული შედეგების მიღწევა..
თუ მართლა გინდა ცვლილებები დღესვე შეიგრძნო, ქვემოთ ნახავ 5 საბანკო რჩევას, რაც ფულის ეფექტიანად მართვასა და, რაც მთავარია, რეალურად დაზოგვაში დაგეხმარება. შემდეგ ალბათ შენვე გაგიკვირდება, როცა გაიაზრებ, რა დიდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს სულ პატარა, მაგრამ გონივრული ნაბიჯი.
ყოველთვის სჯობს, ბარათით გადაიხადო და თანხა არ გაანაღდო, რადგან ქეში როცა გაქვს, ნაკლებად აკონტროლებ, სად რამდენი დახარჯე.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგი ბარათიდან განაღდება დამატებით საკომისიოს მოითხოვს და თუ დაზოგვა გინდა, მით უფრო უნდა შეიკავო თავი ამ ტრანზაქციისგან. თუ არ გაქვს, შეგიძლია SMS ბანკი ჩართო და ბარათით შესრულებულ გადახდებზე დეტალურ ინფორმაციას მომენტალურად მიიღებ მობილურზე.
გარდა ამისა, შენს ტრანზაქციებს მობილბანკშიც ნახავ… ძალიან მარტივია, წამებში ამოწმებ ყველაფერს, მაგალითად, ანგარიშზე ხელმისაწვდომ თანხას, გადახდებს, ჩარიცხვებს და ა.შ.
თანხის დაზოგვას და მეტიც, დაგროვებას მარტივად შეძლებ, თუ მობილბანკში საქართველოს ბანკის პროდუქტს – ყულაბას გაიაქტიურებ.
კარგია ისიც, რომ ყულაბის ჩართვა უფასოა და პროცესიც სრულად ავტომატური, ანუ დანაზოგი შენგან შეუმჩნევლად იქმნება, დაგროვებულ თანხას კი იყენებ ნებისმიერ დროს, როცა გჭირდება.
თუ ფიქრობ, რომ ყულაბა შენთვისაა, აი რა უნდა გააკეთო:
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, თუ 1 ლარს აირჩევ და მერე მაღაზიაში 10-ლარიან რამეს იყიდი, ანგარიშიდან სულ 11 ჩამოგეჭრება… 10 ლარი მაღაზიაში დარჩება, 1 ლარი კი შენი ყულაბის ანგარიშზე გადაირიცხება.
ასე თანხას დააგროვებ ყოველთვის, როცა დახარჯავ.
მობილბანკში ფინანსური მენეჯერის ფუნქციასაც ნახავ, რომელიც დღის, კვირის, თვის ან, თუნდაც, წლის ჭრილში შენი ფინანსების შესახებ დეტალურად მოგიყვება.
ანუ ერთ სივრცეში:
ეს პროცესი სახალისოც კია, თუმცა მთავარ მიზანს, რაც გაქვს, რომ მეტი ფული დაზოგო, ნამდვილად უფრო სწრაფად მიუახლოვდები. დაიწყე დაგეგმვა შენც.
რა სჯობს იმას, რომ სახლიდან გაუსვლელად და, თან, მართლა წამებში შეგიძლია გახდე Tesla-ს, Google-ის, Coca-Cola-ს და სხვა წამყვანი კომპანიების აქციონერი, ანუ იყიდო აქციები ან სხვა ფასიანი ქაღალდები, მიიღო დივიდენდი და სხვა დამატებითი შემოსავალი
ჰოდა, სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევს მობილბანკი, ეს კი კიდევ ერთი გზაა, რომ ფული, რასაც ალბათ უმნიშვნელო რამეზე დახარჯავდი, დააბანდო და გონივრულად გამოიყენო
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა მობილბანკში სულ რაღაც 2 წუთში შეგიძლია, პროცესი კი მართლა ძალიან მარტივია
შეიძლება ტრადიციული, თუმცა ასევე ეფექტიანი გზა თანხის დასაგროვებლად ანაბრის გახსნაა. მთავარია, შენს მიზანზე მორგებულ ანაბარი აირჩიო, რაშიც მობილბანკი დაგეხმარება.
გახსენი აპლიკაცია, დააჭირე − მირჩიე ანაბარს, იქვე უპასუხე 2-3 კითხვას და აპლიკაცია თვითონ გირჩევს, 3-დან რომელი ანაბარი გამოგადგება
მოკლედ, თუ თანხის დაზოგვა გინდა, ყოველთვის ნახავ შენზე მორგებულ შესაძლებლობებს. მთავარია, მართლა გინდოდეს და ყველაფერი დანარჩენი ამ გზაზე აუცილებლად დაგეხმარება. იმედია, შენი თანამგზავრი მობილბანკიც იქნება და ამ მიზნის ასრულებას გაგიმარტივებს.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
აღმოაჩინე ბიტკოინი - პირველი კრიპტო, რომელსაც ციფრულ ოქროს უწოდებენ. გაიგე, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რატომ გახდა ის მილიონობით ადამიანისთვის აქტივი
2 წუთი წასაკითხად
20 მაი. 2026
აღმოაჩინე, თუ რა არის ალტერნატიული დანახარჯი და რატომ არაფერია უფასო. ისწავლე, როგორ დაგეხმარება ეს ცოდნა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
TAF-ის არტ-დირექტორი ერიკ შლოსერი ამსხვრევს მითებს კოლექციონერობის შესახებ. ისწავლეთ, როგორ ენდოთ ინტუიციას და შეარჩიოთ პირველი ნამუშევარი თქვენი კოლექციისთვის
2 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
გაიგე, როგორ დაზოგო ფული და აირიდო იმპულსური შენაძენები. ფოქსი ელენიკო გვიზიარებს თავის „არ ვიყიდი“ სიას და გიჩვენებს, როგორ დაიწყო ფინანსური დეტოქსი
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026