2 წუთი წასაკითხად
5 დანაზოგი, რომლითაც შვილის მომავალს დააზღვევ
13 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
მშობლობა უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული. აღმოაჩინე 5 ძირითადი სფერო, სადაც დანაზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა შენს შვილს საუკეთესო მომავალი შეუქმნა.
13 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
მშობლებს შვილებისთვის საუკეთესო გვინდა. ამისთვის ვცდილობთ შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც გაიზრდებიან უსაფრთხოდ და მშვიდად, შეძლებენ ისწავლონ, გაერთონ, იყვნენ ჯანმრთელები და ჩამოყალიბდნენ კარგ ინდივიდებად. თუმცა, სამყაროს მოულოდნელობები და ცხოვრების მზარდი ხარჯები ამ სურვილის ასრულებას ართულებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზოგ რამეს დანაზოგით შევხვდეთ.
დანაზოგი არა მხოლოდ მაშინ გვეხმარება, როცა მისი გამოყენების საჭიროება დგება, არამედ მანამდეც: ასე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და არ ვინერვიულოთ ბუნდოვან მომავალზე. ამიტომ ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას, რომლისთვისაც დანაზოგი ყველა მშობელმა უნდა გააკეთოს.
შვილის ყოლისას უამრავი რამის ყიდვა გვიწევს. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და მათი საჭიროებებიც ელვისებურად იცვლება: საწოლი, ეტლი, რადიო ძიძა, სკამი, საცოცი ხალიჩა, ბოთლები, ქარსითი და ა.შ. (რომ აღარაფერი ვთქვათ ტანსაცმელზე, რომელიც ყოველთვიურად უპატარავდებათ). შესაძლოა, ეს ხარჯები ცალ-ცალკე არ იყოს იმდენად დიდი, რომ ხელფასით ვერ გასწვდეთ, თუმცა რაოდენობისა და მოულოდნელობის გამო, კარგი იქნება, თუ “ახალი მშობლობის” დანაზოგს გააკეთებთ.
განათლება შვილის სამომავლო წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია. განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გლობალიზაციისა და ინტერნეტის პირობებში უფრო მაღალია, ადამიანებს უამრავ საგანმანათლებლო წყაროზე მიუწვდებათ ხელი და შეუძლიათ, წამყვანი უნივერსიტეტების ლექციებს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაც მოუსმინონ. მიუხედავად ამისა, ბაღების, პრე-სქულების, სკოლებისა და უნივერსიტეტების ფასები მზარდია, ჩვენ კი გვინდა, რომ შვილებს საუკეთესო მივცეთ. ამიტომ, ამ გამოწვევას დანაზოგით უნდა შევხვდეთ. თუ ყველა ეტაპისთვის დაზოგვას ვერ ახერხებთ, დაისახეთ სტრატეგია და გადაწყვიტეთ, დანაზოგის გაკეთება სკოლისთვის გირჩევნიათ თუ უნივერსიტეტისთვის.
ჯანმრთელობის დაზღვევა მნიშვნელოვანია. მაგრამ საუკეთესო სადაზღვევო პოლისის ქონის შემთხვევაშიც კი, ზოგჯერ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯი გამოგვიჩნდეს, რომელიც ჩვენს ყოველთვიური ბიუჯეტის მიღმაა. ფრაზა “შავი დღისთვის გადანახული ფული“ ყველაზე მეტად ალბათ ამ დანაზოგს ეხება. იმედია, ამ ფულის გამოყენება მშობლებს არ დასჭირდებათ, თუმცა მისი არსებობა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მშვიდად ვიყოთ.
სკოლა და უნივერსიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმოიდგინე, რომ შენი შვილი კოსმოსით დაინტერესდა და გთხოვს, ტელესკოპი უყიდო, ან სამთო-სათხილამურო სპორტითაა გატაცებული და თხილამურები სჭირდება. შეიძლება მისი ყველა ასეთი სურვილი ვერ გაითვალისწინოთ, მაგრამ თუ დაინტერესება აშკარაა, მნიშვნელოვანია, ბავშვის ინტერესებისთვის ხელის შეწყობა. რა იცით, იქნებ მომავალი ასტროფიზიკოსი გთხოვთ ტელესკოპს?
დიახ, არ მოგესმათ. საპენსიო დანაზოგი ყველა მშობლისთვის საყურადღებოა. მართალია, ამ დანაზოგს არა შვილი, არამედ თავად მშობელი იყენებს, მაგრამ ეს შვილისთვისაც მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რამდენად თავისუფლად იგრძნობს შვილი თავს, თუ ეცოდინება, რომ მშობლები კარგად არიან, აქვთ საკუთარი შემოსავალი და მის ხელფასზე არ არიან დამოკიდებულები? ის უფრო თამამად მიიღებს გადაწყვეტილებებს და შეძლებს ისე განკარგოს ცხოვრება, როგორც თავად სურს.
რომ შევაჯამოთ, დანაზოგი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი შვილის ცხოვრება მაქსიმალურად დავაზღვიოთ: ვიზრუნოთ მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. ასე რომ, დაიწყეთ დაზოგვა დღესვე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ მშობლები არ ხართ, მაგრამ აპირებთ შვილის ყოლას, გონივრულია, ახლავე შეუდგეთ მზადებას. დაზოგეთ ყოველთვიურად თუნდაც ცოტა, მაგრამ დაისახეთ მიზანი და ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანთან მიგაახლოებთ.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
აღმოაჩინე ბიტკოინი - პირველი კრიპტო, რომელსაც ციფრულ ოქროს უწოდებენ. გაიგე, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რატომ გახდა ის მილიონობით ადამიანისთვის აქტივი
2 წუთი წასაკითხად
20 მაი. 2026
აღმოაჩინე, თუ რა არის ალტერნატიული დანახარჯი და რატომ არაფერია უფასო. ისწავლე, როგორ დაგეხმარება ეს ცოდნა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
TAF-ის არტ-დირექტორი ერიკ შლოსერი ამსხვრევს მითებს კოლექციონერობის შესახებ. ისწავლეთ, როგორ ენდოთ ინტუიციას და შეარჩიოთ პირველი ნამუშევარი თქვენი კოლექციისთვის
2 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
გაიგე, როგორ დაზოგო ფული და აირიდო იმპულსური შენაძენები. ფოქსი ელენიკო გვიზიარებს თავის „არ ვიყიდი“ სიას და გიჩვენებს, როგორ დაიწყო ფინანსური დეტოქსი
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026