Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის ჩატი: 24/7 დახმარება ციფრულ არხებში

საქართველოს ბანკის ჩატი საშუალებას გაძლევს, საბანკო ოპერაციები და კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად, 24/7-ზე მიიღო.

როცა ჩატში მიიწერები, ჯერ საქართველოს ბანკის ციფრული ასისტენტი გიპასუხებს და შენს დახმარებას შეეცდება, თუ რამე მიზეზით ვერ შეძლებს ამას, ეგრევე გადაგამისამართებს ოპერატორთან.

სად შეგიძლია ჩატით სარგებლობა?

  • მობილბანკში: ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მთავარ გვერდზე იპოვი ჩატის ნიშანს აპლიკაციის ზედა მარჯვენა კუთხეში.
  • ინტერნეტბანკში: პროფილში შესვლისთანავე შეძლებ ჩატის მარტივად გახსნას.
  • bog.ge: ჩვენს ვებგვერდზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში დაინახავ ჩატის ნიშანს.

რა ოპერაციების შესრულება შეგიძლია ჩატის დახმარებით?

ავტორიზაციის შემდეგ, ჩატი საშუალებას გაძლევს, შეასრულო საბანკო ოპერაციები:

  • ანგარიშები: შეამოწმე ბალანსი, მოითხოვე ამონაწერი ან დააზუსტე IBAN ნომერი.
  • ბარათები: დაბლოკე, განბლოკე ან შეუკვეთე ბარათი. საჭიროების შემთხვევაში, მიიღე ინსტრუქცია PIN კოდის განახლების შესახებ.
  • გადარიცხვები და გადახდები: მიიღე დახმარება გადახდების შესრულებისას ან მართე ავტომატური დავალებები.
  • სესხები და ანაბრები: მიიღე დეტალური კონსულტაცია პროდუქტების პირობების შესახებ და ნახე შენი საკრედიტო შესაძლებლობები.
  • ზოგადი დახმარება: მიიღე ინფორმაცია ფილიალების და ბანკომატების, ვალუტის კურსისა და ციფრულ არხებში ნავიგაციის შესახებ.

ჩატში არა მხოლოდ შეძლებ სასურველი საბანკო კონსულტაციის გავლას, არამედ მიიღებ, გაგზავნი ან გადმოწერ საჭირო ფაილებს და გააზიარებ ბმულებს. ჩატის პარალელურად შეძლებ მობილბანკში ინსტრუქციების მიყოლას და ტრანზაქციების შესრულებას.  ისტორიაც ინახება და შეგიძლია პერიოდულად მიუბრუნდე, თუ რაღაცის გახსენება დაგჭირდა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს