Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტები საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკის ბარათებიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტები განსხვავდება და დამოკიდებულია შენ მიერ არჩეულ საბანკო პროდუქტზე. ამ ბლოგიდან ზუსტად გაიგებ, რა პირობა ვრცელდება შენ შემთხვევაში.

➔ ნახე საქართველოს ბანკის ბანკომატების მისამართები

სტანდარტული დღიური ლიმიტი
თუ არ სარგებლობ სპეციალური ნაკრებით ან SOLO-ს სტატუსით, ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 2,500 ლარია.

ლიმიტი S ნაკრებებისთვის
ამ ნაკრებების შემთხვევაში, ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი სტანდარტული 2,500 ლარია.

ლიმიტი M ნაკრებებისთვის
ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი ამ ნაკრებების შემთხვევაშიც სტანდარტული 2,500 ლარია.

ლიმიტი L ნაკრებისთვის
L ნაკრები ბანკომატიდან განაღდების დღიურ ლიმიტს 10,000 ლარამდე ზრდის.

SOLO X-ის ლიმიტი
ბანკომატით განაღდების დღიური ლიმიტი 50,000 ლარია, თვიური კი – 150,000 ლარი.

SOLO PREMIUM-ის ლიმიტი
ბანკომატით განაღდების დღიური ლიმიტი 50,000 ლარია, თვიური კი – 150,000 ლარი.

SOLO CLUB-ის ლიმიტი
ბანკომატით განაღდების დღიური ლიმიტი 100,000 ლარია, ხოლო თვიური – 300,000 ლარი.


გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ პირობები შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ უახლესი ინფორმაციისთვის გადაამოწმე საქართველოს ბანკისა და SOLO-ს ვებგვერდები.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს