3 წუთი წასაკითხად
მობილბანკის 5 ფუნქცია: აღმოაჩინე, როგორ გაიმარტივო ცხოვრება
27 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის მობილბანკი შენს ხელშია! აღმოაჩინე 5 ფუნქცია, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებს: ბარათის მართვა, PIN-ის აღდგენა, უკონტაქტო გადახდები და 24/7 გადარიცხვები. შეიტყვე მეტი!
27 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
თუ აქამდე ერთხელ მაინც გამოგიყენებია საქართველოს ბანკის მობილბანკი, უკვე შეამჩნევდი, რომ მისი ყველა ფუნქციონალი შენი ყოველდღიურობის გასამარტივებლადაა შექმნილი. თან, მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რა ტრანზაქციას ასრულებ − რასაც ეძებ, პოულობ კიდეც და ეს ყველაფერი ხდება შენს ტელეფონში, შენს ხელში და შენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას.
ამ ბლოგში გაიგებ იმ 5 ფუნქციონალის შესახებ, რომლებიც ამ შესაძლებლობების შესახებ უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნის. თითოეულს შენი ყოველდღიურობის გამარტივება შეუძლია და მას მერე, რაც მათ გამოყენებას აქტიურად დაიწყებ, კიდევ უფრო დარწმუნდები, რამდენად მოსახერხებელია მობილბანკი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წარმოიდგინე, მობილურით შენი საყვარელი ბრენდის საიტზე ხარ შესული და შოპინგს აპირებ. უკვე შეარჩიე ნივთი, რომელიც სულ რამდენიმე ცალია დარჩენილი და იწყებ გადახდას. პროცესში აღმოაჩენ, რომ შენს ბარათს ვერ პოულობ, არადა ბარათის მონაცემები გჭირდება, რადგან სხვანაირად გადახდა ვერ შესრულდება.
სხვა დროს შეიძლება ამაზე გენერვიულა, მაგრამ მაშინ, როცა გაქვს მობილბანკი, იქვე შეგიძლია ნახო შენი ნებისმიერი ბარათის სრული მონაცემები – ბარათის ნომერი, ვადა და CCV კოდი. თან, ამ ინფორმაციას იქვე აკოპირებ.
შოპინგის გარდა ამ ფუნქციას სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც გამოიყენებ, მაგალითად, მიტანის სერვისშიც გჭირდება ბარათის მონაცემები, ტაქსით მგზავრობისას და ა.შ.
ბარათს თუ დაკარგავ ან მოგპარავენ, არც ამაზე მოგიწევს ნერვიულობა. ეგრევე შეგიძლია შეხვიდე მობილბანკში, დააჭირო სასურველ ბარათს და დაბლოკო ფუნქციებიდან. ასე ვერავინ შეძლებს ბარათის გამოყენებას და დაცული იქნება შენი ფინანსებიც.
თუ მოხდა ისე, რომ ბარათს იპოვი შენ თვითონვე განბლოკავ ისევ მობილბანკში. ამ შემთხვევაშიც აირჩევ იმ ბარათს, რომელიც დაკარგული იყო და ფუნქციებიდან დააჭერ განბლოკვას.
გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის შეგიძლია მობილბანკიდანვე ჩართო ბარათის დაცვის სერვისი და თუ თანხა ანგარიშიდან შენგან დამოუკიდებელი მიზეზით ჩამოიჭრება, დანაკარგს შესაბამისი პაკეტის ფარგლებში აინაზღაურებ.
აქამდე პინის შეცვლა ბანკომატითაც შეგეძლო – ათავსებდი ბარათს ბანკომატში და სულ ეს იყო. ეს ფუნქცია დღესაც აქტიურია, თუმცა რატომ უნდა მიხვიდე ბანკომატთან ან ფილიალში, როცა გაქვს მობილბანკი.
მოკლედ, თუ პინკოდის შეცვლა გინდა ან საერთოდ აღარ გახსოვს და აღდგენას აპირებ, გახსენი მობილბანკი და მიჰყევი ძალიან მარტივ ინსტრუქციას.
თუ გინდა გადაიხადო ყველგან კიდევ უფრო მარტივად – ტერმინალზე ტელეფონის ერთი შეხებით, დაამატე შენი ბარათი Apple Pay-ს ან Google Wallet-ის აპლიკაციაში
Google Pay უკონტაქტო გადახდის მეთოდია ანდროიდის ტელეფონებისთვის, Apple Pay კი – აიფონებისთვის. თუ გამოყენებას აპირებ, აი, რა უნდა გაითვალისწინო:
უკონტაქტო გადახდების უპირატესობა ისიცაა, რომ არ გიწევს ბარათების ტარება, ზოგავ დროს, რადგან მომენტალურად იხდი როგორც მაღაზიაში, ასევე ონლაინ. კიდევ, აღარ გჭირდება გადახდისას ბარათის მონაცემების შეყვანა, ამატებ იმდენ ბარათს, რამდენიც გინდა, რომ დაამატო და ა.შ.
მობილბანკში სულ სიახლეებია! აი, შენ თვითონ ნახე:
თუ აქამდე გადაგირიცხავს ფული სხვა ბანკში, კარგად გემახსოვრება, რომ აქამდე გადარიცხული თანხის დასმა არასამუშაო საათებში არ ხდებოდა, ლოდინი გიწევდა და ეს პროცესი სულაც არ იყო სასიამოვნო. ახლა კი ყველაფერი მარტივად, სულ რამდენიმე წუთში სრულდება.
მოკლედ, მობილბანკის ეს 5 ფუნქციონალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უსასრულო შესაძლებლობებისა, რომლებითაც შენი ყოველდღიურობის გამარტივება ლამის ერთი თითის დაჭერით შეგიძლია.
2 წუთი წასაკითხად
13 მარ. 2026
მობილბანკის მარტის განახლება: გახსენი საბავშვო ანაბარი, შეიძინე სადეპოზიტო სერტიფიკატი და აიღე ციფრული American Express ბარათი მომენტალურად.
4 წუთი წასაკითხად
5 მარ. 2026
აღარ იღელვო ფულზე! აღმოაჩინე 5 მარტივი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარება ფინანსური უსაფრთხოების შექმნაში, ვალების კონტროლში და სიმშვიდის მოპოვებაში. გაიგე, როგორ.
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
22 დეკ. 2025
გაიგე, როგორ დაზოგო $13,500-მდე ახალი ბინის ყიდვისას! საქართველოს ბანკი გთავაზობს 3 ექსკლუზიურ შეთავაზებას წამყვან დეველოპერებთან ერთად. იპოვე შენი ოცნების სახლი და დაზოგე.
2 წუთი წასაკითხად
13 მარ. 2026
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
22 დეკ. 2025