2 წუთი წასაკითხად
ოჯახის შექმნა: ფინანსური სტაბილურობის გზამკვლევი
27 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ოჯახის შექმნა და ფინანსები: როგორ დაგეგმოთ ბიუჯეტი, მართოთ ხარჯები და იზრუნოთ მომავალზე? გაიგეთ ყველა დეტალი ჩვენს სტატიაში.
27 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
ოჯახის შექმნა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია, რომელიც უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ამ ნაბიჯის გადადგმამდე, ბევრ საკითხზე დაფიქრება გვმართებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
სჯობს, წინასწარ გათვალოთ, თუ რა იქნება თქვენი ოჯახის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი. ეს თანხა შეიძლება მოიცავდეს როგორც სახელფასო ანაზღაურებას, ასევე უძრავი ქონების გაქირავებით ან სხვა ნებისმიერი გზით მიღებულ შემოსავალს. ამ პარამეტრის ზუსტად განსაზღვრა თავიდან აგარიდებთ ოჯახის ბიუჯეტთან დაკავშირებულ მოულოდნელობებს და ის მდგრადი ფინანსური სტრატეგიის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
კომუნალურებით დაწყებული, ქირით, დაზღვევითა თუ ვალდებულებებით დამთავრებული, ყოველი აუცილებელი ხარჯი წინასწარ უნდა შეაფასოთ და დაახლოებითი წარმოდგენა შეიქმნათ იმასთან დაკავშირებით, თუ შემოსავლის რა ნაწილი დაიხარჯება ამ მიმართულებით. ბიუჯეტირება მაქსიმალურად მიახლოებულ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე და ამავდროულად გამოუვალი სიტუაციების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
თუკი შვილის ყოლას გადაწყვეტთ, მაშინ ბიუჯეტის გადახედვა მოგიწევთ, რადგან ბავშვის აღზრდა აუცილებელ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ ბავშვისთვის გარკვეული პროდუქტებისა და სერვისების შეძენა მოგიწევთ, ასევე უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ აპირებთ მის მოვლას: ერთ-ერთი მშობლის სახლში დარჩენით, ოჯახის სხვა წევრების დახმარებით თუ ძიძის ჩართულობით. თუკი დარჩენას გადაწყვეტთ, შესაძლოა, სამსახურის მიტოვება ან სამუშაო ადგილის და პირობების შეცვლა მოგიწიოთ, რაც თქვენი ბიუჯეტის ცვლილებას გამოიწვევს.
მოგეხსენებათ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე – ვინ გახდებით ავად ან როდის გაფუჭდება სარეცხის მანქანა, ამის წინასწარ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ სჯობს, ასეთი სიტუაციებისთვის წინასწარ მოემზადოთ და შესაბამისი დანიშნულების ანაბარი გახსნათ, სადაც პერიოდულად გარკვეული მოცულობის თანხას შეიტანთ. იდეალურ შემთხვევაში, ამ დანიშნულებით გადანახული თანხა საკმარისი უნდა იყოს სამი თვით ხარჯების დასაფარად და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.
ცხადია, ოჯახის ყოლა მხოლოდ ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ბიუჯეტირებასთან არ არის დაკავშირებული. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი მოვლენაა, რომელსაც დაფასება სჭირდება. ზეიმი, გართობა, დასვენება და მოგზაურობა სწორედ ის აქტივობებია, რომელთაც საყვარელ ადამიანებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, სწორედ ამიტომ თქვენი ბიუჯეტის დაახლოებით 10-20% სწორედ ამ მიმართულებით უნდა გათვალოთ.
ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს შოპინგი, სურვილები და საჩუქრები, რადგან მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ მოსაწყენია. შეეცადეთ, ამ მიმართულებით იმდენი ხარჯოთ, რომ ყულაბიდან და შავი დღისთვის გათვლილი ბიუჯეტის გამოყენება არ მოგიწიოთ. თუკი ამის საჭიროება მაინც დაგიდგათ, შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ გადახდის სერვისით ისარგებლოთ და ხარჯები რამდენიმე თვეზე გადაანაწილოთ.
1 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2026
გაიგე, როგორ აუხდინა მობილბანკის გათამაშებამ მასწავლებელ დავით კორძახიას ოცნება. მთავარი პრიზის გარდა, გათამაშების ფარგლებში კიდევ ორი დიდი ფულადი ჯილდო გაიცა
2 წუთი წასაკითხად
2 ოქტ. 2026
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის SUPER ნაკრები: გაორმაგებული PLUS ქულები, უკეთესი სავალუტო კურსი და გადარიცხვები საკომისიოს გარეშე
2 წუთი წასაკითხად
26 აგვ. 2026
გაიგე, როგორ აირიდო ზედმეტი კონვერტაციის ხარჯი და გადაცვალო დოლარი ან ევრო სტანდარტულზე უკეთესი კურსით მობილბანკში. გააქტიურე საბანკო ნაკრები და დაზოგე თანხა
2 წუთი წასაკითხად
21 აგვ. 2026
ინვესტირებისთვის დიდი კაპიტალი საჭირო არ არის. გაეცანით დაჩი მაისურაძის გამოცდილებას: როგორ აქციო 30 დოლარი სტაბილურ პორტფელად მობილბანკის დახმარებით
1 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
26 აგვ. 2026