Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

იპოთეკა დისტანციურად: როგორ იყიდო ბინა საქართველოში, თუ ემიგრანტი ხარ

საქართველოდან შორს ცხოვრებისას, შეიძლება, ხშირად გიფიქრია სამშობლოში საკუთარი სახლის შეძენაზე, თუმცა ეს პროცესი რთული და შორეული გეჩვენებოდა.

საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში მანძილი დაბრკოლება აღარ არის. ემიგრაციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვა ისეთ მნიშვნელოვან მიზანზე, როგორიც საქართველოში სახლის ყიდვაა. პირიქით, დღეს არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი მარტივად, გამჭვირვალედ და, რაც მთავარია, დისტანციურად, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე მართო.

საქართველოს ბანკი ემიგრანტებს გთავაზობთ არა მხოლოდ ცალკეულ პროდუქტებს, არამედ სრულყოფილ საბანკო მომსახურებას, რომელიც სპეციალურად შენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული. ჩვენ გვესმის, რომ ემიგრაციაში ცხოვრებას თავისი დინამიკა აქვს, ამიტომ გვაქვს იპოთეკური სესხის ისეთი პირობები, რაც დაგეხმარება შენი შრომა აქციო რეალობად და იყიდო სახლი.

ამ ბლოგში აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლია ისარგებლო ემიგრანტებისთვის განკუთვნილი იპოთეკური სესხით, რა დოკუმენტები დაგჭირდება და როგორ წარიმართება პროცესი დისტანციურად.

რა არის იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის?

იპოთეკური სესხი ფინანსური პროდუქტია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, შეიძინო, ააშენო ან გაარემონტო უძრავი ქონება. ემიგრანტებისთვის განკუთვნილი სესხის პირობები კი მაქსიმალურად არის მორგებული მათ საჭიროებებზე.

სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა შემოსავლის მოცულობა და სტაბილურობა. თანხა ლარში, აშშ დოლარსა და ევროში გაიცემა. 

გაითვალისწინე: ვალუტის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

მნიშვნელოვანია: სესხის აღებამდე დეტალურად გაეცანი პირობებს, მათ შორის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. განახლებული ინფორმაციისთვის ეწვიე იპოთეკური სესხის გვერდს.

რა ტიპის ქონების შეძენა შეგიძლია?

იპოთეკური სესხით შეგიძლია დააფინანსო სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება:

  • ახალი ბინა სამშენებლო კომპანიისგან (როგორც საქართველოს ბანკის პარტნიორი, ისე არაპარტნიორი დეველოპერებისგან)
  • ძველი ბინა ფიზიკური პირისგან
  • კერძო სახლი ან აგარაკი

ასევე, სესხის გამოყენება შეგიძლია არსებული ქონების რემონტისთვის ან მშენებლობისთვის, თუ შენი შემოსავალი სტანდარტული გზებით დასტურდება.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სესხის აღების პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს. იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებ საჯარო რეესტრის გონიერი კონტრაქტის ციფრულ სივრცეში, ხოლო სესხის ხელშეკრულებებს დაადასტურებ მობილბანკში, გაიგე მეტი.

დამატებითი უზრუნველყოფა საჭირო არ არის

ხშირად სესხის აღებისას ბანკები დამატებით უზრუნველყოფას ითხოვენ, რაც პროცესს ართულებს. საქართველოს ბანკის შემთხვევაში, სესხის უზრუნველყოფად სწორედ ის უძრავი ქონება გამოდგება, რომელსაც ყიდულობ. ეს ნიშნავს, რომ შენ არ გჭირდება სხვა ბინის ან სახლის ჩადება სესხის ასაღებად.

ფინანსური დეტალები: რა უნდა იცოდე?

ჩვენ გვესმის, რომ საზღვარგარეთ მუშაობისას შემოსავლის დადასტურება ყოველთვის სტანდარტული გზებით არ ხდება. ამიტომ საქართველოს ბანკი ითვალისწინებს შემოსავლის სხვადასხვა ტიპს. ესენია:

  • ფულადი გზავნილები − თუ შენ რეგულარულად აგზავნი თანხას საქართველოში, ეს ჩაითვლება შემოსავლად.
  • საბანკო ამონაწერი − იგულისხმება შენი უცხოური საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც ჩანს რეგულარული ჩარიცხვები (მაგალითად, ხელფასი).
  • ხელფასის ჩეკები − თუ ხელფასს ჩეკის სახით იღებ.
  • შემოსავლების დეკლარაცია − იმ ქვეყანაში შევსებული საგადასახადო დეკლარაცია, სადაც მუშაობ.

ასევე განვიხილოთ თანამონაწილეობა, ანუ ქონების ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც მყიდველი თავად ფარავს. მაგალითად, თუ ბინის ღირებულება 100 000 ლარია და ბანკი 30%-იან თანამონაწილეობას ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ შენ 30 000 ლარამდე უნდა გადაიხადო, ხოლო დანარჩენს ბანკი სესხის სახით მოგცემს. საქართველოს ბანკის შემთხვევაში, თანამონაწილეობის მოცულობა ინდივიდუალურია, თუმცა თუ შენი შემოსავალი სტანდარტული საბანკო ჩარიცხვებით დასტურდება, შესაძლებელია თანამონაწილეობა შემცირდეს ან საერთოდ არ დაგჭირდეს.

გადადგი პირველი ნაბიჯი

როგორც ხედავ, საქართველოში საკუთარი სახლის შეძენა მიუწვდომელი ნამდვილად აღარ არის. თანამედროვე საბანკო სერვისები მიზნად ისახავს, პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს.

თუ გაგიჩნდა დამატებითი კითხვები ან გინდა გაიგო მეტი შენზე მორგებული პირობების შესახებ, ნუ დააყოვნებ.

მოითხოვე კონსულტაცია და საქართველოს ბანკირი დეტალურად გაგაცნობს ყველა საჭირო ინფორმაციას, იმისათვის რომ შენი სასურველი სახლი რეალობად აქციო.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს