3 წუთი წასაკითხად
რატომ უნდა ისწავლო STEM სკოლაში: 5 მიზეზი
22 აგვ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაინტერესებს STEM? გაიგე, რატომ არის ეს განათლება შენი მომავლის გასაღები. აღმოაჩინე პრაქტიკული ცოდნა, პროფესიონალი მასწავლებლები და უნიკალური შესაძლებლობები.
22 აგვ. 2023
3 წუთი წასაკითხად
ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ძველი პროფესიები ქრება და პროპორციულად იზრდება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. შესაბამისად, STEM განათლება სულ უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარული ხდება.
STEM აბრევიატურაა და შედგება ოთხი სიტყვისგან – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა (Science, Technology, Engineering, and Mathematics). მარტივად რომ ვთქვათ, STEM განათლება ყველა იმ დისციპლინის შესახებ ცოდნას აერთიანებს, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.
სწორედ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით შექმნეს საქართველოს ბანკმა და კომაროვის სკოლამ ერთობლივი პროექტი STEM სკოლა. გაკვეთილები მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღონ ბიოლოგიის, ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკის, ტექნოლოგიის სფეროში.
თუ რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ამ უნიკალურ პროექტში, ამის შესახებ თავად სკოლის ის სტიპენდიატი მოსწავლეები გიამბობენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა.
მე-9 კლასელი ლაზარე გოგოლაძე ხაშურიდანაა და ფიქრობს, რომ STEM განათლება დღეს ძალიან საჭიროა და მომავალში კიდევ უფრო მასობრივი გახდება.
ტექნოლოგიები დღითი დღე უფრო ვითარდება, ალბათ მომავალში ბევრი პროფესია გაქრება და ადამიანებს ტექნიკა ან ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს სფერო დარჩება შეუცვლელი, ადამიანის გამოგონება ადამიანზე ჭკვიანი ვერ იქნება, ადამიანები, რომლებიც დაწერენ კოდებს, შექმნიან რობოტებს ან ნივთიერებებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან, ამიტომ, ვფიქრობ, ვისაც აინტერესებს ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, აუცილებლად უნდა სცადოს STEM სკოლაში სწავლა და გაიღრმაოს ცოდნა მომავლის პროფესიების შესახებ
– ლაზარე გოგოლაძე
მე-8 კლასელი გაბრიელ სულამანიძე იმერეთიდანაა, ფიზიკა და მათემატიკა ძალიან აინტერესებს და როცა გამოცდაზე გავიდა, უმაღლესი ქულაც დაიმსახურა და საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა. გაბრიელს განსაკუთრებით მოსწონს STEM სკოლის საგაკვეთილო პროცესი:
STEM სკოლის გაკვეთილები განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისგან, თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიღებთ პრაქტიკულ ცოდნასაც, ვასრულებთ საინტერესო დავალებებს, ვწერთ კოდებს. პირველ ნაწილში გავდივართ თეორიულ მასალას და სიმულაციებს, შემდეგ პრაქტიკულს: რასაც ვსწავლობთ, უშუალოდაც ვაკეთებთ. ამისთვის საჭირო რესურსებს გვიგზავნიან რეგიონებშიც
– გაბრიელ სულამანიძე
ელენე ჩხარტიშვილი ქალაქ ფოთის მე-9 კლასის მოსწავლეა და განსაკუთრებით STEM სკოლის მასწავლებლები მოსწონს:
გვყავს თავისი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები. გეგმა გაწერილი აქვთ ყოველთვის, კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევენ და არ ეზარებათ თავიდან აგვიხსნან მასალა, თუკი ვერ გავიგეთ. ძალიან მარტივად და მხიარულად ხსნიან ყველაფერს, ყოველი სემესტრის ბოლოს მასწავლებლები გვთხოვენ შეფასებას, რათა გაიგონ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და თუ რამე ხარვეზია, გამოასწორონ
– ელენე ჩხარტიშვილი
გაბრიელ სულამანიძე ქუთაისიდანაა და მე-8 კლასში სწავლობს, გაბრიელს STEM სკოლის ერთ-ერთ უპირატესობად ხელმისაწვდომობა მიაჩნია.
გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება ონლაინ, ჩვენ ისეთ სფეროს ვსწავლობთ, რომ რეალურად არც არის საჭირო, ფიზიკურად შევხვდეთ ერთმანეთს. პირიქით, ონლაინ სწავლება კომფორტულია, რადგან ვინც დედაქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, არ გვიწევს გზაში დროის კარგვა. დედაქალაქის გარეთ ბავშვებს ნაკლებად გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა ვიპოვოთ პროექტები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენთვის საინტერესო სფერო შევისწავლოთ. STEM სკოლის ერთ-ერთი უპირატესობაც ეს არის, ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სწავლის თანაბარი შესაძლებლობა, თუ გამოცდას კარგად ჩააბარებ და მაღალ ქულას აიღებ, შეგიძლია, უფასოდ ისწავლო. გამოცდა რთული არ ყოფილა, ყველა თემა სკოლაში კარგად მქონდა ნასწავლი და მარტივად დავწერე, სტიპენდიაც მოვიპოვე
– გაბრიელ სულამანიძე
ლუკა ქაბზინაძე ქალაქ რუსთავში სწავლობს, მე-7 კლასის მოსწავლეა. ლუკასთვის განსაკუთრებული სიახლე STEM სკოლაში შეძენილი მეგობრები იყო.
პროექტი გვაძლევს საშუალებას ახალი ადამიანები გავიცნოთ, ონლაინ, შეხვედრების გარდა გვიწევს დაჯილდოებაზე ჩასვლა, ძალიან საინტერესოა ისეთ ბავშვებთან დამეგობრება, რომლებსაც შეგიძლია შენთვის საინტერესო თემებზე ესაუბრო და გაუზიარო შენი ფიქრები
– ლუკა ქაბზინაძე
იმავე თემაზე ლაზარე გოგოლაძე ამატებს, რომ STEM სკოლაში მხოლოდ ინჟინერიას და კოდების წერას კი არ სწავლობენ, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობას, კომუნიკაციას, ჯგუფში მუშაობას, ნამუშევრის წარდგენას, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია.
თუ შენც გაინტერესებს ფიზიკა, ინჟინერია, ბიოლოგია, მათემატიკა და ზოგადად მომავლის პროფესიები, ხარ ცნობისმოყვარე და გინდა მომავალში თავად გახდე ინოვატორი, აუცილებლად შეავსე განაცხადი და დაიწყე STEM სკოლის ერთწლიანი კურსი.
STEM სკოლაში სწავლა შეუძლია ყველას განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდაში მაღალ ქულას დაიმსახურებენ, საქართველოს ბანკი სრულად დააფინანსებს, შეხვედრები კი ონლაინ ტარდება. კურსის ბოლოს ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026