1 წუთი წასაკითხად
გზა გალიდან კოლორადომდე: Fulbright-ის გამარჯვებული ილია ჯახაია
23 ივლ. 2026
1 წუთი წასაკითხად
არსებობს გზა, რომელიც გალიდან კოლორადომდე მიდის. ეს ილია ჯახაიას ისტორიაა, Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებულის, ვისთვისაც ამერიკაში სწავლა ერთ დროს თითქმის მიუწვდომელ მიზანს ჰგავდა.
როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, ემოციების სიჭარბისგან სიტყვებს ვერ ვპოულობდი! ეს იყო იმის ნათელი დასტური, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია.
ილიასთვის, რომელმაც სკოლა გალში დაამთავრა, ამერიკა მართლაც შორეულ მიზნად ჩანდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ გამოწვევამ მასში მოტივაცია მხოლოდ გააორმაგა. ამ გზაზე კი მთავარი დასაყრდენი ოჯახი და ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც მუდამ გვერდში ედგნენ.
მთავარი ბარიერები ხშირად მხოლოდ ჩვენი წარმოდგენების ნაყოფია და მიზანდასახულობას, კეთილისმყოფელ ადამიანებთან ერთად, ნებისმიერი ბარიერის გარღვევა შეუძლია.
ბავშვობის ინტერესმა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართ, ილია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე მიიყვანა. თუმცა, სწავლის პროცესში აღმოაჩინა, რომ მონაცემებთან მუშაობა, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე ტენდენციების პროგნოზირება მისთვის ბევრად დინამიკური და საინტერესო აღმოჩნდა. ამ აღმოჩენამ ახალი პროფესიული გზა დაანახა – მონაცემთა მეცნიერების შესწავლას ის უკვე Colorado School of Mines-ის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
სწორედ ამ სამაგისტრო პროგრამაზე მოხვდა ის Fulbright-ის სტიპენდიით – აშშ-ის მთავრობის პრესტიჟული პროგრამით, რომლის პარტნიორიც საქართველოს ბანკია. ამ თანამშრომლობით, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ შერჩეული სტუდენტების ორწლიან სწავლას ამერიკაში, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ.
როცა ხედავ, რომ შენი შრომა და სწრაფვა ასეთი ინსტიტუტებისგან თანადგომას პოულობს, ეს უდიდეს ძალასა და პასუხისმგებლობას გმატებს.
დასასრულს, ილიას გამოცდილებიდან ყველაზე მთავარი, ალბათ, მისივე რჩევაა:
უბრალოდ, გადადგი პირველი ნაბიჯი და ნუ მისცემ შიშს გასაქანს, შენი პოტენციალი შეზღუდოს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.