3 წუთი წასაკითხად
ფულბრაიტის სტიპენდია არის ბიძგი, რომ არ გავჩერდე - მერი ქადაგიძის ისტორია
16 ივლ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
მერი ქადაგიძის შთამაგონებელი ისტორია: როგორ მოიპოვა ფულბრაიტის სტიპენდია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით? მიიღე რჩევები და შთაგონება!
16 ივლ. 2024
3 წუთი წასაკითხად
მათ, ვინც განათლებისა და კარიერული განვითარების გზაზე არ ჩერდება, საქართველოს ბანკი საბოლოო მიზნების მიღწევაში ეხმარება. სხვადასხვა პროექტისა და სტიპენდიის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი წლებია, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
➔ ნახე გზამკვლევი, როგორ შეგიძლია აშშ-ში სრული დაფინანსებით ისწავლო
შესაძლებლობებს შორისაა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა, რომელთანაც საქართველოს ბანკი 2014 წლიდან თანამშრომლობს და სტიპენდიატებს აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად უფინანსებს. ფულბრაიტის პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი წელს მერი ქადაგიძე გახდა, რომელიც თავისი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და შერჩევის პროცედურაც მრავალმხრივი და ხანგრძლივია. ეს, ერთი მხრივ, დამღლელია მონაწილეებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ზრდის პროცესის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას, რაც პირადად ჩემთვის, გადამწყვეტია ამ და სხვა კონკურსებში მონაწილეობის დროს. კონკურსში წელს პირველად ვმონაწილეობდი და ეს გადაწყვეტილება სააპლიკაციო პერიოდის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე მივიღე. სტიპენდიის მოპოვების მოლოდინიც ისევე მქონდა, როგორც თითოეულ განმცხადებელს, თუმცა კონკურსის პრესტიჟულობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ვიაზრებდი იმასაც, რომ სტიპენდიის ვერ მიღების შესაძლებლობაც მაღალი იყო. ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე წელი ვემზადებოდი სწავლის გასაგრძელებლად და მიმაჩნდა, რომ მიუხედავად შედეგისა, ეს გამოცდილება დამეხმარებოდა აკადემიური პერსპექტივების უკეთ გაცნობიერებასა და ასევე შემდგომი კონკურსისთვის მომზადებაში.
– ამბობს მერი
ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში, მერი სწავლას აშშ-ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკისა და ორგანიზაციული ლიდერობის მიმართულებით გააგრძელებს. მერი განათლების მკვლევარი და სპეციალისტია, აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნებასა და მიღებული ცოდნით განათლების სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართვას გეგმავს.
ვმუშაობ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის, განათლების სოციალური პოლიტიკის, განათლების მიღების შესაძლებლობების გამრავალფეროვნებისა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ უთანასწორობის აღმოფხვრისთვის, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას უკავშირდება. აღნიშნული პროგრამა განათლების პოლიტიკას სწორედ სოციალური უთანასწორობის კონტექსტში უყურებს და ცდილობს, დაეხმაროს სტუდენტებს როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, რაც ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
კარიერულ გეგმებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც შევცვალე ჩემი პირველი კარიერული არჩევანი და ბიზნესის სფეროდან განათლებაში გადავინაცვლე, ვმუშაობ, რათა ხელი შევუწყო როგორც განათლების სისტემის მართვის დემოკრატიზაციას, ასევე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სასკოლო თემის საჭიროებებზე ზრუნვას, მათი კეთილდღეობისა და განვითარების მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, სწავლის დასრულების შემდგომ, ვგეგმავ როგორც აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას და საქართველოს რეგიონულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. თუმცა ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვნად ვთვლი ჩემი და სხვა სტიპენდიატების დასაქმებას საჯარო უწყებებში, რაც დაგვეხმარება სფეროს განვითარებასა და მართვის დემოკრატიული პარადიგმის დანერგვაში.
– მერი ქადაქიძე
ვინც სამომავლოდ ფულბრაიტის სამაგისტრო კონკურსში მონაწილეობას გეგმავს, საქართველოს ბანკის სტიპენდია აშშ-ში სწავლის დაფინანსების დამატებით შანსს აძლევს. მერის აზრით, ფულბრაიტის სამაგისტრო კონკურსი სწორედ ის უნიკალური შანსია, რომელიც საკუთარი და სხვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ყველა მსურველმა უნდა გამოიყენოს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კი შემდეგ სამ რჩევას აძლევს:
ხშირად აღვნიშნავ, რომ განათლება სოციალური სიკეთეა, რომელიც საბოლოოდ თითოეულ ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ზრდას, კეთილდღეობასა და განვითარებას განაპირობებს. ამასთან, ხარისხიან განათლებაზე წვდომა საქართველოში და არა მხოლოდ, რჩება პრივილეგიად, რომელიც არ აქვს ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების 60%-ზე მეტს. ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა მეც, საქართველოს ბანკისა და ფულბრაიტის პროგრამის გარეშე. ამასთან, მიმაჩნია, რომ თითოეული ორგანიზაცია, რომელიც ინვესტიციას დებს განათლებასა და იმ ადამიანებში, ვინც ამ სფეროს ემსახურებიან, სწორედ რომ ამ სოციალური სიკეთის შექმნაში იღებს მონაწილეობას. სასიამოვნოა, რომ ამ პროცესის მონაწილე ჩემთან ერთად საქართველოს ბანკიცაა, რაც ჩვენ, როგორც სტიპენდიატებს, დამატებით პლატფორმასაც გვაძლევს საკუთარი მოსაზრებებისა თუ მიღებული გამოცდილებების გაზიარებისა და გავრცელებისათვის.
სტიპენდიის მოპოვებით ახალ ეტაპს ვიწყებ, რომელიც პიროვნულად და ასევე პროფესიულად სრულიად განსხვავებული და ძალიან მდიდარი გამოცდილებების შეძენის საშუალებას მომცემს. მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი ბიძგი და წინაპირობა, არ გავჩერდე და საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნებისთვის გავაგრძელო მუშაობა, რომელთა გამოც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე.
– მერი ქადაქიძე
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
ოცნებობ აშშ-ში სწავლაზე? ნახე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკისა და Fulbright-ის სტიპენდია. მიიღე 5 პრაქტიკული რჩევა და გახდი წარმატებული აპლიკანტი.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026