2 წუთი წასაკითხად
რა უნდა იცოდე, თუ Fulbright-ის აპლიკაციის შევსებას გეგმავ
7 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2014 წლიდან ბანკი ფულბრაიტის პრესტიჟული სამაგისტრო პროგრამის პარტნიორია და ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს აძლევს შანსს, სწავლა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით გააგრძელონ.
პროგრამა, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, აირჩიონ სასურველი მიმართულება და უნივერსიტეტი სამაგისტრო საფეხურზე.
თუ აპლიკაციას გეგმავ, აქ ნახავ რა უნდა იცოდე:
ვის შეუძლია მონაწილეობა
ფულბრაიტის პროგრამა ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დასრულებული აქვთ ბაკალავრიატი ან იმყოფებიან დამამთავრებელ კურსზე. აპლიკაცია ასევე შეუძლიათ იმ კანდიდატებს, რომლებიც უკვე სწავლობენ მაგისტრატურაზე, მაგრამ სურთ სწავლა აშშ-ში გააგრძელონ.
როგორია აპლიკაციის პროცესი
აპლიკაცია სრულად ონლაინ ივსება და მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- პირადი და აკადემიური ინფორმაცია
- ესეები
- რეკომენდაციები
- აკადემიური დოკუმენტები
პროცესი საკმაოდ ვრცელია და მისი დასრულება დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ რეკომენდებულია ადრე დაწყება.
რას უნდა მიაქციო ყურადღება აპლიკაციის შევსებისას
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესეების ნაწილი, სადაც უნდა აღწერო:
- რას აპირებ სწავლას
- რა არის შენი მიზანი
- როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას მომავალში
ასევე აუცილებელია, რომ აპლიკაცია იყოს სრულყოფილად შევსებული და არ აკლდეს არცერთი დოკუმენტი ან რეკომენდაცია.
უნივერსიტეტის შერჩევა
აპლიკანტებს თავად შეუძლიათ სასურველი უნივერსიტეტების შერჩევა. მნიშვნელოვანია, არჩევანი იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს როგორც აკადემიურ ინტერესებს, ისე მომავალ გეგმებს.
ხშირად დაშვებული შეცდომები
ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
- გრამატიკული ხარვეზები
- ზედაპირული ან არაკონკრეტული პასუხები
- არასრული აპლიკაცია
ამიტომ აპლიკაციის გაგზავნამდე დეტალურად გადაამოწმე ყველა ნაწილი.
რა ხდება შემდეგ
აპლიკაციის წარმატებით გადალახვის შემდეგ კანდიდატები გადიან გასაუბრებას, რის შემდეგაც იწყება ტესტირების ეტაპი (TOEFL, GRE ან GMAT – მიმართულების მიხედვით).
ფულბრაიტის პროგრამა რეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მზად არის შრომისთვის და აქვს მკაფიო მიზნები. სწორად მომზადებული აპლიკაცია კი ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
➔ ნახე სრული გზამკვლევი, რომელიც ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვებაში დაგეხმარება