3 წუთი წასაკითხად
Fulbright: ამერიკიდან დაბრუნება და ოცნების სამსახური BOG-ში
4 ივნ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგე გიორგი გვასალიას ისტორია! როგორ ისწავლა Fulbright-ის სტიპენდიით აშშ-ში და დაბრუნებისთანავე BOG-ში მონაცემთა მეცნიერად დასაქმდა. შენც შეგიძლია!
4 ივნ. 2024
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქმნის განათლების და განვითარების შესაძლებლობას მათთვის, ვინც არასდროს ჩერდება. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია იპოვოს ის პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად იკვეთება მის ინტერესებთან, მისწრაფებებსა და უნარებთან.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს ბანკის და ამერიკის საელჩოს ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება, Fulbright-ის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამაა. აშშ-ში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა განკუთვნილია სიახლეებზე ორიენტირებული სტუდენტებისთვის და მათ სთავაზობს როგორც სწავლის სრულ დაფინანსებას, ისე – ყოველთვიურ სტიპენდიას.
დღეისათვის საქართველოდან უკვე ათზე მეტი სტუდენტია, რომელიც ამერიკაში გაემგზავრა და ჩაერთო ამ სასტიპენდიო კონკურსში. გიორგი გვასალია ერთ-ერთია იმ ქართველ სტუდენტთაგან, რომელმაც გამოიყენა სწავლის შესაძლებლობა, რასაც ბანკი ახალგაზრდებს მუდმივად სთავაზობს.


გიორგი გვასალია 2022 წლის პროგრამის გამარჯვებულია, რომელმაც Texas A&M University-ის აეროკოსმოსური ინჟინერიის, აეროდინამიკისა და ძრავების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა და შინ სულ ახლახან დაბრუნდა – ახალი მიზნებით, ცოდნითა და გამოცდილებით, რასაც ამ ბლოგში გვიზიარებს.
ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა: აპლიკაციის შევსების შემდეგ, რამდენიმე კვირაში უკვე ვიცოდი, რომ ნახევარფინალში მოვხვდი. გამოცდებისთვის სამი კვირა მქონდა და, საბედნიეროდ, სასურველი შედეგების მიღება შევძელი. თუმცა ყველაზე რთული ეტაპი ჩემთვის ლოდინი იყო. დაახლოებით სამი თვე ველოდებოდი პასუხს და ყოველთვის იმის შიში მქონდა, რომ ვერ გავიმარჯვებდი, რადგან, როგორც წესი, საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო ამ გრანტის მოპოვებისთვის“.
„ღრმა ბავშვობიდან ვოცნებობდი მხატვრობაზე. დაახლოებით 8 წელი დავდიოდი ხატვაზე და სამხატვროში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ რადგან ილია ვეკუას სახელობის სკოლაში ვსწავლობდი, ტექნიკური მიმართულებით სწავლის გაგრძელება ვამჯობინე. რაც შეეხება მეცნიერების კვეთას შემოქმედებითობასა და ხელოვნებასთან, ჩემი კონკრეტული სფერო, რაც მიზნად ისახავს რიცხვითი მეთოდებით საინჟინრო ამოცანების ოპტიმიზაციას, პირდაპირ არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც გაიძულებს კრეატიული გზით მიხვიდე ობიექტურ შედეგამდე.
მოგეხსენებათ ჩემი სპეციალიზაციის სფერო აეროდინამიკაა, რაც მიზნად ისახავს იმ ამოცანების ამოხსნას, რასაც პირდაპირი ანალიტიკური გზით ამონახსნი არ აქვს. სწორედ ეს სირთულე გახდა ინტერესის მიზეზი, რის შედეგადაც ინჟინერიის სფეროში შევაბიჯე“.
„ამ პროგრამის დროს საკმაოდ ბევრი რამის სწავლა მომიწია არამარტო ინჟინერიაში, არამედ საკუთარ თავზეც. საკმაოდ რთული და საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და, მგონია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიც, რადგან ბოლომდე მომიწია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.


ჩემი კვლევის მთავარი მიზანი იყო მანქანური სწავლების გავლენა კომპიუტერულ აეროდინამიკაზე. მიხარია, რომ, ამხელა დატვირთვის მიუხედავად ,ორივე ფრონტზე წარმატებით შევასრულე დასახული გეგმა და ამჟამად საქართველოს ბანკში ვიწყებ მონაცემთა მეცნიერად მუშაობას“.
“საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყე საქართველოს ბანკთან გასაუბრება მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. საქართველოს ბანკში ამ პოზიციაზე მუშაობის სურვილი განაპირობა, საქართველოს ბანკის რეპუტაციამ და მონაცემთა მეცნიერების სფეროში გადასვლის გადაწყვეტილებამ. ამ მიმართულებით ვფიქრობ საქართველოს ბანკი საუკეთესო ადგილია საქართველოში და მიხარია, რომ მონაცემთა მეცნიერების გუნდის წევრი გავხდი საქართველოში ჩამოსვლისთანავე”.
შენც შეგიძლია გამოცადო ამდაგვარი გამოცდილება, გაიღრმაო ცოდნა მაგისტრატურის საფეხურზე, გაიცნო ახალი კულტურა – ამისათვის საჭიროა ჩაერთო კონკურსში და შეავსო განაცხადი. Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია 1 მაისს დაიწყო და გრძელდება 1 აგვისტომდე. ასე რომ, დროა, აღმოაჩინო შენზე მორგებული შესაძლებლობა და არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან.
Fulbright-ის სტიპენდიის შესახებ გაიგე მეტი:
• რა უნდა გაითვალისწინო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაციის შევსებისას — ინტერვიუ სტიპენდიატ მარიამ ჟორჟოლიანთან;
• როგორ მოვიპოვო ფულბრაიტის სტიპენდია – გზამკვლევი აშშ-ში სწავლის დასაფინანსებლად;
• საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, რომელიც Fulbright-ის პროგრამით სწავლის შემდეგ Amazon-ში მუშაობს;
• აშშ-ში სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით – Fulbright-ის გამარჯვებულის გამოცდილება;
• როგორ უნდა მოიპოვო ფულბრაიტის სტიპენდია: რჩევები;
• 10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ფულბრაიტის სტიპენდიატი იყო;
• როგორ უნდა მოიპოვო ფულბრაიტის სტიპენდია – მონაცემთა მეცნიერის გუგა ბურდულის ისტორია
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
1 წუთი წასაკითხად
23 ივლ. 2026
გაიგე ილია ჯახაიას ისტორია, რომელმაც Fulbright-ის სტიპენდია მოიპოვა და გზა გალიდან კოლორადომდე გაიარა. აღმოაჩინე, როგორ აქციო მიზნები რეალობად.
2 წუთი წასაკითხად
9 ივლ. 2026
Bubblehead-ის დამფუძნებელი, ლევან გიორგაძე, გიზიარებს რჩევებს, რომლებიც 19 წლის ასაკში სჭირდებოდა. აღმოაჩინე, რა ჩვევები დაგეხმარება მიზნების მიღწევაში.
2 წუთი წასაკითხად
9 ივლ. 2026
ფოქსი ელენიკო გიზიარებს, როგორ დაამარცხო პერფექციონიზმი, დაიწყო საქმე დღესვე და არ შეუშინდე შეცდომებს. მიიღე მოტივაცია და არ გაჩერდე.
2 წუთი წასაკითხად
9 ივლ. 2026